„მათ მიიღეს კანონი, რომელიც ქვეყანას დასავლური სამყაროსგან იზოლაციაში აქცევს, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის 80 პროცენტის ნებას, რადგან გამორიცხავს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებას. ეს არის საზოგადოების დიდი ნაწილის დისკრიმინაციისკენ მიმართული კანონი და არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. აქედან გამომდინარე, ამ კანონის ინიციატორებმა და პოლიციის იმ მაღალჩინოსნებმა, რომელთა მითითებითაც სასტიკად გაუსწორდნენ მშვიდობიან მანიფესტანტებს, პასუხი უნდა აგონ და ამიტომაც დაუწესდათ მათ სანქციები. მთავარი გამარჯვება გველის წინ, 26 ოქტომბერს“, – წერს ჯაფარიძე.
სტიპენდია 500 ლარიდან 2000 ლარამდე – სად და რამდენით ფინანსდებიან წარჩინებული სტუდენტები
საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში წარმატებული სტუდენტებისთვის ადგილობრივი სტიპენდიის პროგრამა მოქმედებს. მოცემულია იმ მუნიციპალიტეტების ნაწილი, სადაც 2026 წლის ბიუჯეტითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით წარჩინებული სტუდენტებისთვის მუნიციპალური სტიპენდიაა გათვალისწინებული: ქობულეთი - 500 ლარი...










