“დღეს საქართველოში სამწუხაროდ კიდევ უფრო ნათლად იკვეთება რუსული გავლენები. ეს პრინციპში ივანიშვილის აქციაზე გამოჩენამ და მისმა გამოსვლამაც დაადასტურა, რომ ბოლომდე პუტინისტური გეგმის მიხედვით მოქმედებს. დღეს საქართველომ უნდა აირჩიოს თავისი მომავალი – სურს იყოს რუსეთის მხარეს თუ ჰქონდეს ევროპული მომავალი. ცხადია, ივანიშვილსა და მის გარემოცვას ქვეყანა იზოლაციისკენ მიჰყავს. მე ამ ფაქტების შესახებ არ ვიცი. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ დღეს საქართველო პუტინისა და კრემლის მიერ კონტროლდება და, ამიტომ, არამარტო უკრაინელებს, არამედ მალე ყველა სხვა ქვეყნის იმ მოქალაქეებსაც აღარ შეუშვებენ საქართველოში, ვინც ოკუპანტი რუსეთის და პუტინის წინააღმდეგია,” – ამბობს გონჩარენკო.
“უკეთესია, გეოგრაფიულად შორს მყოფ ქვეყნებთან უშუალო კომუნიკაცია გვქონდეს”- შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეა 180-მდე ქვეყნის პარლამენტს აერთიანებს და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპარლამენტო საერთაშორისო გაერთიანებაა, რომელსაც საქართველო ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის აქტიურად წარმოებისთვის იყენებს. პაპუაშვილი საპარლამენტო...










