ლარი დოლართან მიმართებით – 4.34 თეთრით გაუფასურდა, ერთი დოლარის ღირებულება 2.7680 ლარი გახდა, ევროსთან მიმართებით კი – 5.18 თეთრით, ერთი ევროს ღირებულება 3.0058 ლარია. ეროვნული ვალუტა 6.38 თეთრით გაუფასურდა გირვანქა სტერლინგთან მიმართებაშიც, რომლის ფასი 3.5298 ლარი გახდა
თბილისში ბავშვს დენმა დაარტყა
თბილისში, ნაძალადევის რაიონში ბავშვს დენმა დაარტყა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მეორე ძმობის ქუჩაზე მოხდა. არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტოთაა შემოსაზღვრული. ამ ეტაპზე უცნობია დაშავებულის მდგომარეობა.










