LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მშობლებს უთხრეს: თქვენ შვილებს გავლახავთ, ძაღლებს დავაკბენინებთ, ცხენებს შემოვატარებთ, ხომ ეს კადრები დადეს? – ეს არის დაშინება – იაგო ხვიჩია

მშობლებს უთხრეს: თქვენ შვილებს გავლახავთ, ძაღლებს დავაკბენინებთ, ცხენებს შემოვატარებთ, ხომ ეს კადრები დადეს? – ეს არის დაშინება – იაგო ხვიჩია

დაპოსტა 2024/05/09-ში
A A
7
ნახვა
გაზიარება

იაგო ხვიჩია – მშობლებს უთხრეს: თქვენ შვილებს გავლახავთ, ძაღლებს დავაკბენინებთ, ცხენებს შემოვატარებთ, ხომ ეს კადრები დადეს? – ეს არის დაშინება, რომ შვილები აქციებზე არ გამოუშვან, თან ევროპისა და ამერიკის სახელის გატეხას ცდილობენ

ხელისუფლებას უნდა მოუწიოს ბოდიშის მოხდა – „ქართულმა ოცნებამ“ იმედი გაუცრუა მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ენდობოდა, – ამის შესახებ „გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

 

იაგო ხვიჩიას თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ხელისუფლების კატასტროფული შეცდომაა.

 

„ეს კანონპროექტი არის შეცდომა. როგორც „ნაცმოძრაობის“ ბოლო პერიოდში იყო, შეცდომას შეცდომაზე აყოლებდნენ, ესენიც შეცდომას შეცდომაზე აყოლებენ ახლა. შეიძლება ვინმე რუსეთს ეპრანჭებოდეს, ეუბნებოდნენ, რომ გაჩვენებთ, რა მაგრები ვართ, როგორ ვფლობთ სიტუაციას, ახლავე კისერს მოვუგრეხთ ამერიკელებს და მის მხარდამჭერებს ქვეყანაში.

 

დღევანდელი გადმოსახედიდან უბრალოდ სულელი უნდა იყო, რომ ვერ მიხვდე, რომ ეს არის კატასტროფული შეცდომა ისევე, როგორც ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა იყო შეცდომა. თან ისეთი შეცდომა, რომ ძალიან რთული იქნება ამის გამოსწორება. ალბათ, მარტო ბოდიში თუ უშველის და თან ესეც მეეჭვება. ხელისუფლებას უნდა მოუწიოს ბოდიშის მოხდა. ხომ ხედავთ, რამხელა ენერგიაა იმ ხალხში, ვინც ამბობს, რომ ეს კანონი არ მომწონს და რა სუსტია მათი ენერგია, ვინც იძახის, რომ კარგი იყო ბატონი ბიძინას გამოსვლა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

ამასთან, იაგო ხვიჩია გადაცემა „360 გრადუსში“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თემურ კუპატაძის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მშობლების დაშინებას ცდილობს, რათა შვილები აქციაზე აღარ გაუშვან.

 

„რაც ახლა ხდება, ადასტურებს ჩემს სიტყვებს, რომ ნეტავ მშვიდობით მივიდეთ შემოდგომამდე. ხელისუფლება გამოდის და იძახის, რომ გაგლახავთ და ძაღლებს დავაკბენინებთ თქვენ თავს და ცხენით ვიჯირითებ თქვენზეო. ხომ ეს კადრები დადეს დღეს და ეს თქვეს? ამ დროს პაპუაშვილი გამოდის და ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში, რომელსაც რეპრესიები აქვს გამოვლილი, ამ ქვეყანაში აკეთებს შავ სიას mona.ru-ს. როცა ხელისუფლება აკეთებს ადამიანების შავ სიას, ეს ძალიან საშიშია.

 

ეს ყველაფერი არის მშობლების დაშინება, რომ შვილები, სტუდენტები და ახალგაზრდები, აქციებზე არ გამოუშვან. მათ უთხრეს, რომ თქვენ შვილებს ძაღლებს დავაკბენინებთ და ცხენებს შემოვატარებთ, როგორც ევროპაში გვაქვს ნასწავლი. თან ევროპის და ამერიკის სახელის გატეხას ცდილობენ. ამბობენ, რომ ჩვენი ხელებით ევროპელები გცემენ, მათი მოცემული “დუბინკებით” გაგლახავთ. დაახლოებით ეს მესიჯია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თემურ კუპატაძის განცხადებით, როცა პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, ისევე როგორც აშშ-ის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული.

გაზიარება3

დაკავშირებული -პოსტები

დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა – თურქეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა – თურქეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
მთავარი

თურქეთის ქალაქ იზმირში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. 53 წლის გია ელიაშვილი, წარმოშობით სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორიდან იყო. ის თურქეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. ოჯახის ახლობლებმა გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან” უთხრეს, რომ მამაკაცს...

დაწვრილებითDetails

27 წლის ქართველი, ბრიტანეთში, მაღაზიების გაქურდვისთვის დააპატიმრეს – რას წერს ბრიტანული მედია

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
27 წლის ქართველი, ბრიტანეთში, მაღაზიების გაქურდვისთვის დააპატიმრეს – რას წერს ბრიტანული მედია
მთავარი

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, Currys-ის ელექტრო­ტექ­ნი­კის მა­ღა­ზი­ე­ბი­დან ნივ­თე­ბის მო­პარ­ვის­თვის, 27 წლის ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი, ილია პა­ჭ­კო­რია, და­ა­კა­ვეს. სა­სა­მარ­თლომ ის 8 ქურ­დო­ბა­ში ცნო დამ­ნა­შა­ვედ და 20 თვით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. ბრი­ტა­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ჭ­კო­რია10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა...

დაწვრილებითDetails

რა უნდა იცოდნენ ზოდიაქოს ნიშნებმა მომდევნო დღეებზე

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

როგორ დავგეგმოთ უახლოესი დღეები? - ამის შესახებ ასტროლოგი რამაზ გიგაური წერს და რჩევებს გვიზიარებს. „როგორ დავგეგმოთ უახლოესი დღეები? 7, 8 და 9 სექტემბერი - მოქმედების დროა: დღეს მთვარე კირჩხიბშია, ხვალ...

დაწვრილებითDetails

ბევრჯერ გადატრიალებული მანქანის ფანჯრიდან ცოცხალი რომ ამოვედი – რას წერს მძიმე ავარიას გადარჩენილი ქალი

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
ბევრჯერ გადატრიალებული მანქანის ფანჯრიდან ცოცხალი რომ ამოვედი – რას წერს მძიმე ავარიას გადარჩენილი ქალი
მთავარი

თუშეთიში, ავარიის შემდეგ გადარჩენილი მგზავრი, ტასო მოდებაძე: ბევრჯერ გადატრიალებული მანქანის ფანჯრიდან ცოცხალი რომ ამოვედი, პირველად მაშინ გავიაზრე, რომ ჩემს თავს სასწაული მოხდა. მეორედ კი მაშინ, როცა ელე ვიპოვნეთ თითქმის უგონო...

დაწვრილებითDetails

კურორტ გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
კურორტ გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა
მთავარი

დღეს, 7 სექტემბერს, კურორტ გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა. კურორტთან მისასვლელი გზა ჩაკეტილია. კურორტზე მყოფი მოქალაქეების თქმით, მეწყერი დილის საათებში ჩამოწვა კურორტზე ასასვლელი გზის დაახლოებით შუა ნაწილში. ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო...

დაწვრილებითDetails

გორდში დათვი მოსახლის ეზოში შევიდა და მოსავალი გაანადგურა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
გორდში დათვი მოსახლის ეზოში შევიდა და მოსავალი გაანადგურა
მთავარი

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში დათვი მოსახლის ეზოში შევიდა და მოსავალი გაანადგურა. როგორც ადგილობრივები "მეგა ტვ"-თან ამბობენ, გორდის დასახლებულ უბანში, დათვი ასე ახლოს პირველად გამოჩნდა და შემოსავალი გაუნადგურა. "სოფელში გარეული ცხოველებისგან...

დაწვრილებითDetails

დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით, მათ შორის, გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით, არავითარი – არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა, არის ტყუილი სპეკულაციები, რაც მარტივად გამომჟღავნდა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც ყოველთვის დავიცავთ და გავუფრთხილდებით – ირაკლი კობახიძე
მთავარი

დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით, მათ შორის, გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით, არავითარი - არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა და საერთოდ არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით რაიმე ხელშესახები პროგრესი, აქედან გამომდინარე, არის მარტივი, ტყუილი სპეკულაციები,...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 4 სამრთალდარღვევა გამოვლინდა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
მთავარი

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, სამართალდარღვევის 25 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 21 ხე-ტყის უკანონო მოპოვებას, მათ შორის, უკანონო მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირებას უკავშირდება. გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგად, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა...

დაწვრილებითDetails

ძალიან ბევრი რამე ვიცი ამ საქმესთან დაკავშირებით – ირაკლი კობახიძე რიჟვაძეზე

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება
მთავარი

"მე ბევრი რამე ვიცი  ამ საქმესთან დაკავშირებით"- ასე პასუხობს ირაკლი კობახიძე თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის საქმეზე დასმულ შეკითხვას. მისი თქმით, კითხვების ადრესატი არა თავად, არამედ პროკურატურა და თავად აჭარის მთავარობის მეთაური...

დაწვრილებითDetails

ღარიბაშვილი დავიდა შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს პირველად პასუხობს - "ქართული ოცნების" მოქმედმა პრემიერმა, მისი წინამორბედის განცხადებებს "სასაცილო და ტრაგიკული" უწოდა. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი "დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე": ერთადერთი კომენტარი,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"