2 აგვისტოს სოფელ მაღლაკში ტრადიციულად ელიაობის სახალხო დღესასწაული აღინიშნა. მაღლაკის ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩატარდა.
მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა გასართობი და სპორტული ღონისძიებები. შეჯიბრებები მოეწყო მკლავჭიდში, ჭადრაკში, შაშსა და ნარდში, გაიმართა დოღი, გამარჯვებულებს თასები და სიგელები მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გადასცეს.
საზეიმო კონცერტზე სიმბოლური საჩუქრებითა და სამადლობელი სიგელებით სოფლის გამორჩეული, ღირსეული პედაგოგები და წარმატებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ
რატომ გვესიზმრება ერთი და იგივე ადამიანი ხშირად – ფსიქოლოგების განმარტება
სიზმრები ადამიანისთვის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ მოვლენად რჩება. ბევრ ადამიანს ჰქონია შემთხვევა, როდესაც ერთი და იგივე ადამიანი სიზმარში რამდენჯერმე ან პერიოდულად ეცხადება. ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს ახლობელი, მეგობარი, ყოფილი პარტნიორი...










