2 აგვისტოს სოფელ მაღლაკში ტრადიციულად ელიაობის სახალხო დღესასწაული აღინიშნა. მაღლაკის ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩატარდა.
მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა გასართობი და სპორტული ღონისძიებები. შეჯიბრებები მოეწყო მკლავჭიდში, ჭადრაკში, შაშსა და ნარდში, გაიმართა დოღი, გამარჯვებულებს თასები და სიგელები მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გადასცეს.
საზეიმო კონცერტზე სიმბოლური საჩუქრებითა და სამადლობელი სიგელებით სოფლის გამორჩეული, ღირსეული პედაგოგები და წარმატებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ
ვაკეში მოკლული ვახტანგ ჩიქოვანია- პენსიონერის სიძის პირველი კომენტარი
მოკლული 80 წლამდე კაცი ვახტანგ ჩიქოვანია. მისი ახლობლები და ოჯახის წევრები ამ წუთებში ყიფშიძის ქუჩაზე, მკვლელობის ადგილზე იმყოფებიან. როგორც მოკლულის სიძე, დათო შელია მედიასთან ამბობს, ვახტანგ ჩიქოვანი ყიფშიძეზე იმ კორპუსში არ ცხოვრობს,...









