“ქრისტე აღსდგა!!
ასე ვემზადები სააღდგომოდ და ბებო ასისტირებას მიწევს კერძების მზადებაში. თავის დედამთილს მეძახის, შენნაირი არასდროს არავინ მინახავს, სად გაგონილა შვილიშვილი ბებიას ხაჭაპურების ცხობას ასწავლიდესო ![]()
![]()
სვეტა ბებო ვლადიკავკაზიდანაა და 56 წლის წინ ქუთაისში მოხვდა, როცა გარიგებით დაოჯახდა, რაც საერთოდ არუნდოდა, რადგან იმ პერიოდში სპორტით იყო დაკავებული და ოლიმპიური ლიცენზიაც კი ჰქონდა მიღებული, თავისი ყოფა და დიდი მიზნები გააჩნდა სპორტულ კარიერაში ![]()
პირველ ეტაპზე ქუთაისურ ყაიდასთან ადაპტაცია გაუჭირდა, თუმცა მოგვიანებით მოკეთეები ამბობდნენ, იშვიათად თუ შეედრება ვინმე იმერული კერძების მზადებაშიო.
ძალიან კარგად ვხვდები როგორ უხარია, რომ მე მის საქმეში, მზარეულობაში, ვეჩრები, ამით თითქოს ხალისდება. მინდა ყველა ბებო ასეთი გახარებული და გაბრწყინებული იყოს ![]()
პ.ს. შეგიძლიათ კომენტარებში დადოთ თქვენი საყვარელი ბებოების ფოტოები
“-წერს გიორგი ჩოგოვაძე
მძიმე ავარია ხობში – არიან დაშავებულები
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად, ერთ ავტომობილში მყოფი 2, ხოლო მეორე ავტომობილში მყოფი 4 ადამიანი დაშავდა....









