დღეს დავასრულეთ რეგიონებშიც ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფების დადგენა. რეგიონებშიც, ისევე როგორც თბილისში ბუნებრივი აირის ტარიფი არის უცვლელი, – ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ „სოკარისთვის” ტარიფის დადგენასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ნარმანია აცხადებს, „სოკარისთვის” დადგინდა დროებითი, 6 – თვიანი ტარიფი, რადგან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ინვესტიციების ასახვასთან დაკავშირებით და როდესაც მოლაპარაკებები დასრულდება, დადგინდება ბუნებრივი აირის 3- წლიანი ტარიფი.
„ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა „სოკარის” საინვესტიციო ხარჯების გაზის ტარიფში ასახვის შედეგად ტარიფის მომატება მოხდეს, ნარმანია განმარტავს, რომ ტარიფის ზრდა მოსალოდნელი არაა.
„სოკარს“ 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული ბოლო წლების განმავლობაში. რეგიონებში გაფართოვდა ქსელი, დამატებითი სოფლები ჩაერთო გაზიფიცირებულთა ნუსხაში, რაც საჭიროებს ასახვას, თუმცა სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რომ რისკს და ზრდასთან დაკავშირებულ საკითხებს თავის თავზე იღებს ნავთობის და გაზის კორპორაცია, შესაბამისად სამომხმარებლო ტარიფებს ზრდა არ ელოდება“, – განაცხადა ნარმანიამ.