LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პრეზიდენტის იმპიჩმენტს საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს ხელს

“კანონპროექტის მიზანია, ჯაშუშის იარლიყი მიაწებოს საზოგადოების ყველა ჯგუფს, ვისაც ეს რეჟიმი ვერ აკონტროლებს” – რა შეფასებები მოჰყა კანონპროეტს პარლამენტში

დაპოსტა 2024/04/16-ში
A A
14
ნახვა
გაზიარება

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

კანონის პროექტს აფასებენ ოპოზიციონერი დეპუტატები და პარტიების წარმომადგენლები.

ერთხელ და სამუდამოდ გაიწვიეთ რუსული კანონი! საქართველოში რუსული კანონის ადგილი არ არის! – ასე მიმართა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ მმართველი გუნდის წევრებს პარლამენტის პლენარული სხდომაზე. როგორც ბოკუჩავამ განმარტა, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დაპირისპირების წყაროა“.

რუსული კანონი სამიზნედ იღებს საქართველოს მეგობრების, საერთაშორისო პარტნიორების ფინანსურ დახმარებას, რომელიც ხმარდება მათ შორის ეკლესიების კონსერვაციას, სკოლების რეაბილიტაციას, გზების მშენებლობას, მათ შორის 260 ათას საქართველოს მოქალაქეს, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობენ, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, „ივანიშვილის პარტია ცდილობს ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი წაართვას“.

 

ხელისუფლებას მოუწევს უკან წაიღონ „რუსული კანონი“. დარწმუნებული ვარ, ის კეთილდღეობა, რომელიც ევროპაშია, ექნება ყველას და არა ერთეულებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. ლაშა ფარულავას განცხადებით, მათ არ სურთ საქართველოში საბჭოთა ინსტრუმენტების დაბრუნება.

საბჭოთა კონსტიტუციაშიც ეწერა, რომ ყველა რესპუბლიკას საბჭოთა კავშირიდან თავისუფალი გასვლის უფლება ჰქონდა, მაგრამ საქართველოს ეს მშვენიერი ჩანაწერი სასაკლაოდ დაუჯდა – როცა კონსტიტუცია და შენი ქვეყნის მომავალი არაფრად გიღირს, ჩანაწერი არაფერს ნიშნავს! ევროპის ფართოდ გაღებული კარის წინ, ორსავ ფეხზე ისე მყარად დგახართ, რომ ასე დიდხანს იდგებით! – ასე მიმართა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ.

ჩხეიძემ “ქართული ოცნების“ დეპუტატებს მოუწოდა, “მყარად მდგარი ფეხები დაძრან“ და ნაბიჯი ევროპის მიმართულებით გადადგან. როგორც მან ამ კონტექსტში განაცხადა, ასე ნანატრ და ახლოს მყოფ ევროპულ მომავალს ქართველი ხალხი არ დათმობს.

ჩხეიძის შეფასებით, გამჭვირვალობის აუცილებლობა მხოლოდ ფართო მასებისთვის გათვლილი პროპაგანდაა, პარლამენტში ინიცირებული კანონის მიღება კი, საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ კურსს შეცვლის.

იძახიან „ცალ ფეხზე დგომა“, „ცალ ფეხზე დგომა“, მესმის ჰო, ვერ დადგებით ცალ ფეხზე, იმიტომ რომ მუხლებზე დგახართ – უფრო მეტი მხუთავი აირი გაქვთ ნაყიდი? თუ უფრო მეტი დათვის და რეზინის ტყვიები? წაუკითხავი კანონიო რომ იძახით, იმ ახალგაზრდების შეურაცხყოფა არ არის? – ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ უმრავლესობის დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არის დიდი ბოქლომი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და „ქართული ოცნება“ ქვეყანას მორიგი დაპირისპირებისთვის იმეტებს.

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, საქართველოში დაპირისპირება მტრის ინტერესია და უმრავლესობას მიმართა, „იქნებ შესაძლებელი იყოს, რომ დავილაპარაკოთ და ქვეყანა არ მივიყვანოთ დაპირისპირებამდე“.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიზანია, ჯაშუშის იარლიყი მიაწებოს საზოგადოების ყველა ჯგუფს, ვისაც ეს რეჟიმი ვერ აკონტროლებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, „ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

მისი შეფასებით, ხელისუფლების ამოცანაა საზოგადოების მორალურად გატეხვა.

რამდენიმე თვეში არჩევნებია, რატომ არ შეგიძლიათ, ეს კანონი გაიწვიოთ, არ შემოიტანოთ და ხალხს მისცეთ არჩევანის მშვიდად გაკეთების შესაძლებლობა?! თქვენ ხართ მთავარი პროვოკატორები, მთავარი ამრევები, თქვენ გინდათ დაპირისპირება, თქვენ ემუქრებით ახალგაზრდებს, თქვენ გინდათ, რომ წყლის ჭავლი მიუშვიროთ – ეს კანონი არც კი უნდა განიხილოთ იმიტომ, რომ ეს არის დაძაბულობის და დაპირისპირების კერა, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ სამარკო ნიშანი ტყუილი და საზოგადოების გადაგდება გახდა“.

“სოციალურ ქსელში ჩემმა მეგობარმა ერთი ძალიან კარგი ახსნა გააკეთა. იქნებ ასე მაინც გაიგოთ, როგორი პროპაგანდისტული დამოკიდებულება გაქვთ ამ თემის მიმართ: “საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ რომ თქვას, რომ სამი კუთხური ითვლება ერთ პენალად, UEFA-მ კი თქვას: თუ ასე გააკეთებთ და ამ წესს მიიღებთ, UEFA-ს წევრი ვერ იქნებით და ჩემპიონატებზე ვერ ითამაშებთ. შემდეგ დადგეს კალაძე და კობიაშვილი და თქვან: ამათმა რა იციან საერთოდ ფეხბურთი, ესენი აზრზე არ არიან, არ გვინდა ასეთი UEFA; ამ წესს მაინც მივიღებთ და სამი კუთხური მაინც იქნება პენალი” – იგივე დამოკიდებულება გაქვთ ევროკავშირთან მიმართებით. უნდა გესმოდეთ, რომ ეს კანონი არც კი უნდა განიხილოთ იმიტომ, რომ ეს არის დაძაბულობის და დაპირისპირების კერა“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

 

„მთავარი კითხვა, რაც, ალბათ, უნდა დავუსვათ ამ ადამიანებს, რომლებიც სხედან დარბაზში – რას ერჩით საქართველოს, მართლა რას ერჩით ქართველ ხალხს? ვის ინტერესებს ემსახურებით? თქვენ როცა საუბრობთ უცხოურ გავლენებზე, მე გეკითხებით, ვის ინტერესებში შედის ამ კანონის მიღება? არ შედის საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესებში, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი დგას ქუჩაში და თქვენ გეუბნებათ, რომ არ მიიღოთ ეს კანონი, რადგან ქართველი ხალხის არჩევანია ევროკავშირი. დიახ, ის ევროკავშირი რომელიც მოიტანს სიკეთეს, დასაქმებას, წარმატებას, ქვეყნის ერთიანობას, განვითარებას. ეს კანონი არ არის საქართველოს ეროვნულ ინტერესში, იმიტომ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესი არის ევროკავშირის წევრობა.” – „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.

 

ყველაფერი ლევან მურუსიძის დაცვას გადავაყოლეთ – მესმის, რომ „ქართული ოცნების“ ძალაუფლება ამაზე შეიძლება იდგეს, მაგრამ გადავიმტერეთ აშშ, გადავიმტერეთ ევროპელები და ალტერნატივა რა არის?! რის იმედზე ვართ?! ჩვენს რეალობაში ამერიკელებთან დაპირისპირება შინაარსობრივად რუსობას ნიშნავს! – ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა გააკეთა.

რაქვიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უმრავლესობის მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი, რომელსაც ბევრი რუსულს ეძახის, შინაარსობრივად აშშ-ს წინააღმდეგ მიმართული კანონია. მისივე თქმით, ახლა ამერიკელებთან დაპირისპირება რუსეთისთვის სასარგებლო ქმედებაა.

დღეს, იმის ნაცვლად, რომ ვსაუბრობდეთ რეალურ პრობლემებზე, იმაზე თუ რა სიდუხჭირეში და სიღარიბეში ცხოვრობს ჩვენი მოსახლეობა და ამის გამო იძულებით ემიგრაციაში მიდის საზღვარგარეთ, რათა არჩინონ ოჯახები, ივანიშვილის პარტიამ „რუსული კანონი“ დააბრუნა, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა დავით ხაჯიშვილმა განაცხადა.

დავით ხაჯიშვილის განცხადებით, „ბიძინა ივანიშვილმა არ დააცადა ის სიხარული, რომელიც მოგვანიჭა ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა და ცოტახნით გაგვაერთიანა მთელი ქვეყანა. ის მოკლე პერიოდი, როდესაც ქართველი ხალხი ერთად ზეიმობდა სიხარულს – ვერ აიტანა ამ ადამიანმა“.

ვხედავთ, რომ კრემლში დაგეგმილი სპეცოპერაციის განხორციელებას ახდენს ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პარტია „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

მისი შეფასებით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მიღებით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ხელი შეეშლება.

ღირებულებიდან გამომდინარე, ჩვენ ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ ვყოფილიყავით დამოუკიდებლები და ამ ღირებულებებიდან გამომდინარე დგას დღეს ხალხი გარეთ, რომ თქვან – „არა რუსულ კანონს“, რაც ჩემთვის ნიშნავს – „არა ანტიქართულ კანონს“, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.

აქუბარდიას თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ანტიქართულია, რადგან მოქალაქეებს კანონი ყოფს და აპირისპირებს.

დაიცავს ქართველი ხალხი ამ ენის ღირსებას, რომ ქართულ ენაზე არ დაიწეროს რუსული კანონი, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს კანონი არის რუსული, მისი განზრახვა, მისი ამოცანა, მისი შინაარსი, მისი სტრუქტურა და მისი შედეგები ამ ქვეყნისთვის იქნება რუსული და დაუშვებელია მისი მიღება!

“არ მოგწონთ და ძალიან გაღიზიანებთ ეს ტერმინი, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ტერმინი და აქ მოვისმინე, რომ თქვენ დაარქვითო. ჩვენ კი არ დავარქვით, მთელი ცივილიზებული მსოფლიო ასე გეუბნებათ. გამოგრჩათ, ალბათ, და შეგახსენებთ, რომ მაგალითად, ევროპის სახელმწიფოების პარლამენტების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ წერილში სწორედ მოხსენიებულია ეს კანონი, როგორც რუსული კანონი და შეფასებულია თქვენ მიერ მისი კვლავ დაინიცირება, როგორც ნაბიჯი ქართველი ხალხის მისწრაფებების და მომავლის წინააღმდეგ.

რუსული კანონი დაარქვა ამ კანონს არაერთმა ევროპარლამენტარმა იმიტომ, რომ მათ ზუსტად იციან, რომ ასეთი კანონი არ არის ევროპაში და ზუსტად იციან, რომ ასეთი კანონი არის რუსეთში. იმავეს გეუბნებათ ეუთოს მიერ მომზადებული სამართლებრივი დასკვნა, რომელიც მიგითითებთ, რომ მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ სახელმწიფოებში არსებულ კანონებთან და რომ ეს არის რუსული კანონი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.” – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

 

რატომ უნდა დავაყენოთ სასწორზე „ქართული ოცნების“ „ხუშტური“ და ჩვენი შვილების მომავალი?! – ამის შესახებ პარტია „ახალის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აქციებით თუ არჩევნების შედეგებით, ქართველი ხალხი ხელისუფლებას პასუხს აუცილებლად გასცემს, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროპა.

„რუსული კანონი“ არ ემსახურება მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში – რამდენი ბანერიც არ უნდა გამოაკრათ ჩვენი მუნიციპალიტეტების, ქალაქებისა თუ სოფლების ქუჩებში, ეს ადამიანები გამოვლენ და აუცილებლად წაგაღებინებენ უკან ამ კანონპროექტს, სანამ კანონად აქცევთ! – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა დავით კირკიტაძემ.

მისივე განცხადებით, „ერთიანობის წინააღმდეგ ყველა გადადგმული ნაბიჯი, ადეკვატურად იქნება შეფასებული როგორც ხალხის, ისე პოლიტიკური პარტიების, ასევე ჩვენი პარტნიორების მიერ“.

რუსული კანონი ხელს უშლის ძალიან ბევრი აქტიური პროგრამის საქმიანობას, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით ემსახურება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ეს კანონი ეხება და ხელს უშლის ჩვენი სახელმწიფოს ევროპულ ინტერესებს, საზოგადოების ყველა ფენის და ყველა პროფესიის ფიზიკურ პირს,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არ ემსახურება სახელმწიფო ინტერესებს.

ბავშვებს დაშლით?! დედა გეტირებათ! ხომ ჩემზე უკეთ იცით?! – კატასტროფაა! ჩვენ თუ 27 ქვეყანას დავუპირისპირდით, რუსეთის შესაჭმელად ტოვებთ ქვეყანას, კაცო?! ქვეყანას რას უკეთებთ?!, – ასე მიმართა პარტია „კანონი და სამართლის“ დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა უმრავლესობის დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ: კანონპროექტი შინაარსით უთუოდ, რუსულია და დასავლური სივრცე გამადიდებელი შუშით გვიყურებს. ჩარკვიანი სიტყვით გამოსვლისას ასევე, კომიტეტის სხდომაზე გუშინ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასაც შეეხო.

თუ დასავლეთს რუსეთი გირჩევნიათ, უნდათ თქვათ, რომ ქართველო ხალხო, ჩვენ ვემზადებით რეფერენდუმისთვის ან პლებისციტისთვის და გვინდა მხარი დავუჭიროთ იმას, რომ შემოვტრიალდეთ დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ და ამ მიმართულებით ვიაროთ – მოდით, გაბედეთ, ჩაატარეთ რეფერენდუმი იმის შესახებ, საით მიდის ეს ქვეყანა, იყავით ქართველ ხალხთან მართალი. პოზიცია დაადეკლარირეთ, როგორც პრორუსული, – ასე მიმართა პარტია „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ უმრავლესობას პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე განცხადებით, თუ ქართველი ხალხი რეფერენდუმში რუსეთს დაუჭერს მხარს, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გააგრძელოს ის საქმიანობა, რასაც დღეს აკეთებს, მანამდე კი ამის არანაირი უფლება არა აქვთ.

ხელისუფლება იღებს კანონს, რომლითაც ქვეყნის ისტორიულ მტრებსა და ისტორიულ მოკავშირე მეგობრებს შორის ტოლობის ნიშანს სვამს – არჩევნები მალე მოვა, თქვენ შეიცვლებით, მაგრამ თქვენი გადაწყვეტილება ისტორიას დარჩება! – ასე მიმართა “ქართული ოცნების“ უმრავლესობას პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის“ ხელმძღვანელმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ლილუაშვილის თქმით, უმრავლესობის კანონპროექტის რეალური მიზანი ევროპის მტრად გამოცხადება, ხალხის დაყოფა და დაპირისპირებაა. მისივე თქმით, ხელისუფლების რეალური მოტივი გამჭვირვალობის კუთხით დამატებით ზომების მიღება რომ იყო, მათ ალტერნატიულ საკანონმდებლო ინიციატივას დაუჭერდა მხარს.

მარტო პესკოვი, დუგინი რომ გყავს მხარდამჭერი და მთელი ცივილიზებული სამყარო გეუბნება, რომ ეს კანონი არის რუსული, ამაზე მეტი ლუსტრაცია როგორ უნდა მოხდეს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა, პარლამენტთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არის გეოპოლიტიკური ტესტი.

აღნიშნული კანონპროექტის განხილვა პლენარულ სესიაზე მას შემდეგ დაიწყეს, რაც კენჭისყრის შედეგად, 78 ხმით 25-ის წინააღმდეგ, პარლამენტმა განსახილველად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი აირჩია, პოლიტიკური ჯგუფის – „საქართველოსთვის“ მიერ შემუშავებული ორი ალტერნატიული პროექტი კი ჩააგდო.

კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით”, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – კერძოდ კი, 20%-ზე მეტი – უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად” მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

გაზიარება6

დაკავშირებული -პოსტები

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
საქართველოს რკინიგზამ ბოლო წლების განმავლობაში ასობით მილიონი ლარი იზარალა- აუდიტი
მთავარი

ბა­თუმ­ში, ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­თან სამ­გზავ­რო მა­ტა­რე­ბე­ლი ქალს შე­ე­ჯა­ხა. Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვის შე­დე­გად შუა ხნის ქალი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. შემ­თხვე­ვა დღეს, 13 აგ­ვის­ტოს მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვის გამო, ამ დრო­ის­თვის მა­ტა­რე­ბე­ლი ვე­ღარ გა­და­ად­გილ­დე­ბა,...

დაწვრილებითDetails

განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
მთავარი

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს მოსამართლემ, ლევან დარბაიძემ მიიღო. შემთხვევა 2024 წლის ნოემბერში მოხდა. გოგონებს...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია მძღოლი, რომელიც გომის მთაზე ავარიის დროს მიკროავტობუსს მართავდა

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
ხრამში გადავარდა მიკროავტობუსი და ხემ შეაჩერაო – ტრაგიკული ავარიის ახალი დეტალები
მთავარი

დაკავებულია მძღოლი, რომელიც გომის მთაზე ავარიის დროს მიკროავტობუსს მართავდა. ჩვენი ინფორმაციით, მამაკაცი ამ დროისთვის საავადმყოფოში რჩება და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ მას წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანენ. შეგახსენებთ,...

დაწვრილებითDetails

დაშავებული 11 ადამიანიდან 2-ის მდგომარეობა მძიმეა – რას ამბობს ექიმი

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
ერთ-ერთ სოფელში მერვე კლასელმა ბავშვი გააჩინა
მთავარი

გომის მთაზე გვიან ღამით მომხდარი ავარიის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა - მათ შორის 6 არასრულწლოვანია - ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ დაშავებულები სწორედ ამ...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

სამართალდამცველების მიერ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 135 პირი. მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55...

დაწვრილებითDetails

13 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი   აქტიური და ენერგიული დღე გელოდებათ. სამსახურში შესაძლოა ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს, თუმცა გადაწყვეტილების მიღებისას აჩქარებას მოერიდეთ. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას მოაგვარებს.   კურო   დღეს ფინანსურ საკითხებს...

დაწვრილებითDetails

მგფ-მა იმერეთში 21,843,660 მილიონის ტენდერები გამოაცხადა, ასევე 100 მილიონიანი ტენდერია გამოცხადებული დასავლეთ საქართველოს მუნიციპალურო შენობა-ნაგებობებისთვის

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
ქუთაისის მერია რესტორნებში 27 ათასი ლარის დახარჯვას არ ადასტურებს
ეკონომიკა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის ჯამში დაახლოებით 377.6 მილიონი ლარის ღირებულების 24 ტენდერი გამოაცხადა. ეს უკანასკნელი წლების განმავლობაში ფონდის მიერ ერთდროულად გამოცხადებული ყველაზე მსხვილი შესყიდვაა. შესყიდვები ძირითადად...

დაწვრილებითDetails

13 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
5 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში ამინდი გაუარესდება
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°,...

დაწვრილებითDetails

ხრამში გადავარდა მიკროავტობუსი და ხემ შეაჩერაო – ტრაგიკული ავარიის ახალი დეტალები

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
ხრამში გადავარდა მიკროავტობუსი და ხემ შეაჩერაო – ტრაგიკული ავარიის ახალი დეტალები
მთავარი

გომის მთაზე მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა უმ­ძი­მე­სი შედ­გით დას­რულ­და. გო­მისმთი­დან მო­მა­ვა­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი ხევ­ში გა­და­ვარ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოთხი ადა­მი­ა­ნი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი კი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია გარ­დაც­ვლილ­თა ვი­ნა­ო­ბა.   რო­გორც ცნო­ბი­ლია,...

დაწვრილებითDetails

დაზუსტებული ინფორმაციით გომის მთაზე ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
ავტოსაგზაო შემთხვევებს 442, ხოლო ხანძრებს 48 ადამიანი ემსხვერპლა – საქსტატი
მთავარი

გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები. როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, სამგზავრო მიკროავტობუსი გომის მთიდან ოზურგეთის მიმართულებით მიდიოდა და გზიდან გადავარდა. მათივე ცნობით, დაღუპულები უცხო ქვეყნის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"