ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან სამგზავრო მატარებელი ქალს შეეჯახა.
Ambebi.ge-ს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად შუა ხნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა დღეს, 13 აგვისტოს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის გამო, ამ დროისთვის მატარებელი ვეღარ გადაადგილდება, მგზავრები კი ვაგონებში რჩებიან.









