გუშინ მნიშვნელოვანი აქცია იყო, მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოვახერხეთ იურიდიულ კომიტეტზე კანონპროექტისთვის კენჭი არ ეყარათ. თავისთავად, ის ფაქტი, რომ ბევრი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ყველასთვის ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ ეჩვენებინათ, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობს რამდენიმე ათასი ადამიანი, რომლებიც არ დაუშვებს, ქვეყნის რუსეთის ორბიტაზე გადაყვანას. გუშინდელმა აქციამ ამ მიზანს მიაღწია. გვაქვს ინფორმაცია, რომ სესიაზე კანონპროექტის გამოტანას აპირებენ, როცა დეტალებს გავარკვევთ რაღაც გეგმაზე ჩამოვყალიბდებით. ჯერ-ჯერობით აქცია მიმდინარეობს და ახლა ეს არის ჩვენი გეგმა. მჯერა, რომ საბოლოოდ ეს ქვეყანა არ გარუსდება, ამიტომ ვცხოვრობ აქ, ამიტომ არ ვუშვებ შვილებს არსად. ერთ კვირაში მოვიგებთ, თუ ერთ თვეში დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ
“ჩემი ვერსიაა, რომ გურიკა არის ცოცხალი” – რას ყვება მლეთაში გაუჩინარებული ბიჭის საქმის ფიგურანტი ანი გელაშვილი
მლეთაში გაუჩინარებული ბიჭის საქმის ფიგურანტი დუმილს არღვევს - ანი გელაშვილი, რომელიც გური დადიანიძის მეგობრის სტატუსით პოზიციონირებს "დღის ამებთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ მისი ვერსიით 12 წლის გაუჩინარებული ბიჭი ცოცხალია. შესაბამისად...










