თბილისსა და ქუთაისში „მამების სკოლა“ მონაწილეების მიღებას იწყებს

62
ნახვა
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „ვიზრუნოთ ერთად“ ინიციატივით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, თბილისსა და ქუთაისში „მამების სკოლა“ მსურველების მორიგი ნაკადის მიღებას იწყებს.

თბილისში „მამების სკოლის“ პარტნიორები არიან „გაგუას კლინიკაა“ და „ჟორდანიას კლინიკა“. ხოლო, ქუთაისში, სკოლის პარტნიორია „ჯანმრთელობის ცენტრი ჰერა“. შეხვედრებიც სწორედ ამ კლინიკებში ჩატარდება.

თითოეულ ქალაქში „მამების სკოლას“ 20 ვაკანტური ადგილი აქვს და სწავლა უფასოა. სკოლა რვა ძირითადად სესიას მოიცავს. თითოეული სესიის ხანგრძლივობა ორი საათია. საგანგებოდ შემუშავებული მოდულის საშუალებით, სკოლის მონაწილე მამები მიიღებენ ცოდნასა და ინფორმაციას ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა:

● როგორ შევარჩიოთ შვილის ყოლისთვის სასურველი დრო;

● როგორ დავუჭიროთ მხარი პარტნიორს ორსულობისა და ბავშვის დაბადების დროს;

● როგორ გავინაწილოთ საოჯახო შრომა;

● როგორ ავარჩიოთ ბავშვის აღზრდის მეთოდები;

● როგორ დავიცვათ შვილი ძალადობისგან;

● როგორ შევინარჩუნოთ ჰარმონიული ურთიერთობა ოჯახში;

● რატომ არის მნიშვნელოვანი თანასწორი პარტნიორობა.

ასევე, სკოლის ფარგლებში დაგეგმილია დისტანციური შეხვედრები პროფესიონალებთან, რომლებიც ბავშვის აღზრდის პროცესში აქტიურად არიან ჩართულები. ამგვარად, სკოლის მონაწილე მამებს საშუალება ექნებათ, კითხვები დაუსვან პედიატრებს, გინეკოლოგებს, ბავშვთა ფსიქოლოგებს და სხვა შესაბამისი დარგის სპეციალისტებს.

სკოლაში დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ამ ბმულზე.

„მამების სკოლა“ 2021 წელს გაიხსნა თბილისსა და ქუთაისში. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს კაცებში ისეთი უნარებისა და ქცევების განვითარებას, რომელიც მათ უფრო მზრუნველ მამებად და პარტნიორებად აქცევს. „მამების სკოლის“ პროგრამა ასევე დაეხმარება კაცებს მეტი გაიგონ გენდერული თანასწორობის, ასევე იმ სტერეოტიპებისა და საზიანო სოციალური ნორმების შესახებ, რაც რეალური თანასწორობის მიღწევას უშლის ხელს.

სკოლის სამიზნე აუდიტორიას ის კაცები წარმოადგენენ, ვინც ახლო მომავალში გეგმავს მამობას, ამჟამად ელოდება შვილის დაბადებას, ან სამ წლამდე ბავშვის მამაა.

შვილებზე ზრუნვასა და აღზრდაში მამების აქტიური ჩართულობის სარგებელი არაერთი კვლევითაა დამტკიცებული — ამ დროს ბავშვები გაცილებით ბედნიერები არიან, გამოირჩევიან ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობით, მაღალი აკადემიური მიღწევებით, უკეთესი სოციალური უნარებით, მაღალი თვითშეფასებით, ნაკლები ქცევითი პრობლემებითა და სტრესისადმი გაზრდილი მედეგობით.

„მამების სკოლა“ ტარდება პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით და გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციის „ვიზრუნოთ ერთად“ მიერ, შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით.

(R)

დაკავშირებული -პოსტები

“დაგროვილი იყო პრობლემები კრიმინალის მიმართულებით ” – კობახიძე

დაგროვილი იყო გარკვეული პრობლემები კრიმინალის, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით - იყო პრაქტიკა, როცა ქალაქში, პირდაპირ თბილისში ახალგაზრდები თუ არაახალგაზრდები იარაღით დარბოდნენ! ძალიან ცუდი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული, რომელსაც რადიკალური ნაბიჯებით დაპირისპირება სჭირდებოდა,...

დაწვრილებითDetails

ოპერაციის შემდეგ ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა დამძიმდა – თბილისის,პირველ სამშობიაროში კვლავ ხმაურია

პირველ სამშობიარო კლინიკაში კვლავ ხმაურია. ოჯახის წევრები პაციენტის სხვა კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, რადგან აღნიშნავენ, რომ ოპერაციის გაკეთების შემდეგ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და არასათანადოდ მკურნალობენ. კერძოდ, განმარტავენ, რომ ახალგაზრდა ქალს, რომელიც 15...

დაწვრილებითDetails

ყალბი სარეცხი ფხვნილების კუსტარული საწარმო გამოავლინდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი სასაქონლო ნიშნის დიდი ოდენობით უკანონო დამზადება-გამოყენების ფაქტზე, თურქეთის...

დაწვრილებითDetails

მდინარე ოღასკურის კალაპოტის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპს უახლოვდება

მდინარე ოღასკურის კალაპოტის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპს უახლოვდება. - ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს . პროექტი ბუხაიძის ქუჩიდან ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრამდე 1.2 კმ სიგრძის მონაკვეთზე, მდინარის კალაპოტის მეხუთე რიგის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. "შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და ნარკორეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის დროებით საცხოვრებელ ბინაში...

დაწვრილებითDetails

კლინიკის შენობიდან ქალი გადმოვარდა და დაიღუპა

თბილისში, თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის შენობიდან ქალი გადმოვარდა და დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. ამ ეტაპზე დეტალები  დაზუსტებული არ არის.  

დაწვრილებითDetails

26 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი – ენერგიით სავსე დღე გელით. კარგი დროა დაწყებული საქმეების დასასრულებლად და სამომავლო გეგმების დასახვისთვის. პირად ურთიერთობებში მეტი ყურადღება გამოიჩინეთ. კურო – ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ. მოერიდეთ დაუგეგმავ ხარჯებს. საღამო სასიამოვნო შეხვედრებსა...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

26 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +25 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ბათუმში მცირე ნალექია მოსალოდნელი,...

დაწვრილებითDetails

ატრაქციონის დაზიანების შედეგად, მოზარდი დაშავდა – მიმდინარეობს გამოძიება

ლოტკინში, ატრაქციონის დაზიანების შედეგად, მოზარდი დაშავდა, - ინფორმაციას ნაძალადევის რაიონის გამგეობა ავრცელებს. "გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 22 ივნისს, ლოტკინის დასახლებაში, კიშინიოვის ქუჩაზე არსებულ რეკრეაციულ სივრცეში, ადგილი ჰქონდა გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები