თბილისსა და ქუთაისში „მამების სკოლა“ მონაწილეების მიღებას იწყებს

62
ნახვა
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „ვიზრუნოთ ერთად“ ინიციატივით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, თბილისსა და ქუთაისში „მამების სკოლა“ მსურველების მორიგი ნაკადის მიღებას იწყებს.

თბილისში „მამების სკოლის“ პარტნიორები არიან „გაგუას კლინიკაა“ და „ჟორდანიას კლინიკა“. ხოლო, ქუთაისში, სკოლის პარტნიორია „ჯანმრთელობის ცენტრი ჰერა“. შეხვედრებიც სწორედ ამ კლინიკებში ჩატარდება.

თითოეულ ქალაქში „მამების სკოლას“ 20 ვაკანტური ადგილი აქვს და სწავლა უფასოა. სკოლა რვა ძირითადად სესიას მოიცავს. თითოეული სესიის ხანგრძლივობა ორი საათია. საგანგებოდ შემუშავებული მოდულის საშუალებით, სკოლის მონაწილე მამები მიიღებენ ცოდნასა და ინფორმაციას ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა:

● როგორ შევარჩიოთ შვილის ყოლისთვის სასურველი დრო;

● როგორ დავუჭიროთ მხარი პარტნიორს ორსულობისა და ბავშვის დაბადების დროს;

● როგორ გავინაწილოთ საოჯახო შრომა;

● როგორ ავარჩიოთ ბავშვის აღზრდის მეთოდები;

● როგორ დავიცვათ შვილი ძალადობისგან;

● როგორ შევინარჩუნოთ ჰარმონიული ურთიერთობა ოჯახში;

● რატომ არის მნიშვნელოვანი თანასწორი პარტნიორობა.

ასევე, სკოლის ფარგლებში დაგეგმილია დისტანციური შეხვედრები პროფესიონალებთან, რომლებიც ბავშვის აღზრდის პროცესში აქტიურად არიან ჩართულები. ამგვარად, სკოლის მონაწილე მამებს საშუალება ექნებათ, კითხვები დაუსვან პედიატრებს, გინეკოლოგებს, ბავშვთა ფსიქოლოგებს და სხვა შესაბამისი დარგის სპეციალისტებს.

სკოლაში დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ამ ბმულზე.

„მამების სკოლა“ 2021 წელს გაიხსნა თბილისსა და ქუთაისში. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს კაცებში ისეთი უნარებისა და ქცევების განვითარებას, რომელიც მათ უფრო მზრუნველ მამებად და პარტნიორებად აქცევს. „მამების სკოლის“ პროგრამა ასევე დაეხმარება კაცებს მეტი გაიგონ გენდერული თანასწორობის, ასევე იმ სტერეოტიპებისა და საზიანო სოციალური ნორმების შესახებ, რაც რეალური თანასწორობის მიღწევას უშლის ხელს.

სკოლის სამიზნე აუდიტორიას ის კაცები წარმოადგენენ, ვინც ახლო მომავალში გეგმავს მამობას, ამჟამად ელოდება შვილის დაბადებას, ან სამ წლამდე ბავშვის მამაა.

შვილებზე ზრუნვასა და აღზრდაში მამების აქტიური ჩართულობის სარგებელი არაერთი კვლევითაა დამტკიცებული — ამ დროს ბავშვები გაცილებით ბედნიერები არიან, გამოირჩევიან ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობით, მაღალი აკადემიური მიღწევებით, უკეთესი სოციალური უნარებით, მაღალი თვითშეფასებით, ნაკლები ქცევითი პრობლემებითა და სტრესისადმი გაზრდილი მედეგობით.

„მამების სკოლა“ ტარდება პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით და გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციის „ვიზრუნოთ ერთად“ მიერ, შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით.

(R)

დაკავშირებული -პოსტები

20 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20 სექტემბერს დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში...

დაწვრილებითDetails

112-ში შეფერხებაა – როგორ უნდა დაუკავშირდეთ საჭირო სამსახურებს

გაცნობებთ, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში ზარები შეფერხებით შემოდის. თუ გესაჭიროებათ გადაუდებელი დახმარება და 112-ზე ვერ გვიკავშირდებით, დარეკეთ ალტერნატიულ ნომრებზე: 591544375 591946870 591946840 591544384 577011174 598087761 599842206 577011241 ტექნიკური ჯგუფი...

დაწვრილებითDetails

3 დღე გავიდა და სკოლა იკეტება! – მშობელი წყალტუბოს მერს მიმართავს

"მიმართვა ქალაქის მერს! ბატონ გენადი ბალანჩივაძეს- გენადი ბალანჩივაძე / Genadi Balanchivadze მინდა, საჯაროდ მოგმართოთ საკითხზე, რომელიც ჩვენი შვილების მომავალსა და განათლების უფლებას ეხება. სასწავლო წლის დაწყებიდან სულ რაღაც 3 დღე...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ტბა 7 ლარად შეაფასეს და 3 ლარად და 75 თეთრად გაყიდეს – რას ყვება ადგილობრივი

იმერეთში ტბა 7 ლარად შეაფასეს და 3 ლარად და 75 თეთრად გაყიდეს - რას ყვება ადგილობრივი  

დაწვრილებითDetails

ძალიან ბევრი უშვილო წყვილია და არანაირი თანადაფინანსება სახელმწიფოსგან მათ არ აქვთ – რა პრობლემის წინაშე დგას საქართველო

„უდიდესი პრობლემაა ქვეყანაში რეპროდუქციული ჯანმრთელობა,“ - ამის შესახებ დემოგრაფმა ლელა მენაბდიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა. მისი თქმით, გარდა ამ პრობლემისა, რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობაში შეიცვალა მიდგომა შვილის ყოლის მიმართ...

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძე – მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება

მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დევნილებისათვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მოთმინებით,...

დაწვრილებითDetails

ინტოქსიკაციის ნიშნებით საბავშვო ბაღების 100-ზე მეტი აღსაზრდელის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო – მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ბაღებში ინტოქსიკაციის გამო 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არცერთი ბავშვის მდგომარეობა გართულების რისკს არ შეიცავდა. „100-ზე მეტი იყო რიცხვი ბავშვებისა,...

დაწვრილებითDetails

ძლიერი წვიმაა ბათუმში

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად, რამდენიმე ქუჩაზე დაიტბორა.მოქალაქეების განცხადებით, განსაკუთრებული პრობლემები, აღმაშენებლის, კობალაძის, ხიმშიაშვილისა და აბუსერიძის ქუჩებზე შეიქმნა. გზებზე წყელმა შეაფერხა საავტომობილო მოძრაობაც. ადგილობრივები, სანიაღვრე არხების მოწესრიგებას ითხოვენ, ამბობენ რომ ძლიერი...

დაწვრილებითDetails

თუ არის ჩვენი მხირდან რაიმე არასწორად გაკეთებული, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება მკაცრი რეაგირება – კახა კალაძე

მტკიცებით იმის თქმა, რომ ეს არის საკვებიდან გამოწვეული პრობლემა, ან თუნდაც ამის გამორიცხვა არასწორია - ეს არის კახი კალაძის პირველი კომენტარი მერიის ბაგა-ბაღებში დაფიქსირებული მასობრივი ინტოქსიკაციის შესახებ. "ქართული ოცნების" ლიდერი "პირველების" კითხვის...

დაწვრილებითDetails

ციციშვილის კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით კიდევ 3 ბავშვი მოათავსეს

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში, საბავშვო ბაღებში სავარაუდო ინტოქსიკაციის გამო, ამ ეტაპზე 8 ბავშვი მკურნალობს. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხიაძემ განაცხადა, ბაღებში საკვებით ინტოქსიკაციის ჩივილით კიდევ 3 ბავშვი შევიდა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები