ქუთაისი ახალი წლის შემობრძანებისათვის ემზადება. საახაწლო ღონისძიებები ქალაქში 17 დეკემბერს ანსამბლის ქართული ხმების კონცერტით გაიხსნა და 7 იანვარს ტრადიციული საშობაო მსვლელობით დაგვირგვინდება. სხვადასხვა სახის ღონისძიბებია დაგეგმილი უშუალოდ 31 დეკემბერს . ქალაქის ცენტრში აქტივობები დილიდან დაიწყება. 3-სა და 4 იანვარს კი მესხიშვილის თეატრში პატარებისათვის ვაჟა-ფშაველას „სათუგური“- დაიდგმება. სპექტაკლზე დასწრება მოსაწვევბითაა შეგეძლებელი .გაიცემა ნობათები. მოსაწვევის მიღება მერიაშია შესაძლებელი.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბიოლოგიის დეპარტამენტის ღვაწლმოსილი თანამშრომლის, ციცო მსხვილიძის გარდაცვალების გამო. ქალბატონი ციცო ექვსი ათეული წლის განმავლობაში ღირსეულად ემსახურებოდა საუნივერსიტეტო საქმეს...









