“ჩვენ ვგეგმავთ რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტს, მათ შორის 27 წევრი სახელმწიფოდან, რათა მოხდეს დიალოგის ინტენსივობა, რადგან დრო არ ითმენს. ჩვენ ამჟამად უკვე ვამზადებთ გაფართოების შესახებ მოხსენებას, რომელიც გამოქვეყნდება მიმდინარე ოქტომბერს, ისევ ევროკომისიის რეკომენდაციებით იმის შესახებ, გადავა საქართველო შემდეგ ეტაპზე თუ მოცდა მოუწევს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საკმარისი პროგრესი იქნება საიმისოდ, რომ ჩვენ ვთხოვოთ წევრ ქვეყნებს, საქართველო მომდევნო ეტაპზე გადაიყვანონ… ჩვენ გვინდა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, რადგან ეს წაადგება ევროკავშირს და წაადგება საქართველოს. ამისთვის საჭიროა რეფორმები, რომელთაგან ზოგიერთი არ არის მარტივი. ისინი მოითხოვს დიდ ძალისხმევას და ყველას ერთად მუშაობას” -ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი
დიუშენის პაციენტი 17 წლის საბა მაკარაშვილი გარდაიცვალ
დიუშენის პაციენტი 17 წლის საბა მაკარაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ ავრცელებს. „ორგანიზაცია „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ მწუხარებით იუწყება რომ გარდაიცვალა დიუშენის მებრძოლი პაციენტი...










