“ჩვენ ვგეგმავთ რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტს, მათ შორის 27 წევრი სახელმწიფოდან, რათა მოხდეს დიალოგის ინტენსივობა, რადგან დრო არ ითმენს. ჩვენ ამჟამად უკვე ვამზადებთ გაფართოების შესახებ მოხსენებას, რომელიც გამოქვეყნდება მიმდინარე ოქტომბერს, ისევ ევროკომისიის რეკომენდაციებით იმის შესახებ, გადავა საქართველო შემდეგ ეტაპზე თუ მოცდა მოუწევს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საკმარისი პროგრესი იქნება საიმისოდ, რომ ჩვენ ვთხოვოთ წევრ ქვეყნებს, საქართველო მომდევნო ეტაპზე გადაიყვანონ… ჩვენ გვინდა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, რადგან ეს წაადგება ევროკავშირს და წაადგება საქართველოს. ამისთვის საჭიროა რეფორმები, რომელთაგან ზოგიერთი არ არის მარტივი. ისინი მოითხოვს დიდ ძალისხმევას და ყველას ერთად მუშაობას” -ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი
თბილისში დაკარგული სკოლის 2 მოსწავლე იპოვეს
ვაკეში დაკარგული ბავშვები იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ერთ-ერთი დაკარგული ბავშვის ოჯახის ახლობელი ავრცელებს. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ N54 საჯარო სკოლის 2 პირველკლასელი მოსწავლე დაიკარგა. "დღეს, ფალიაშვილის ქუჩიდან,...










