ოზურგეთი-თბილისის მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ციხისფერდთან მოხდა. მატარებელში მგზავრები იმყოფებოდნენ, თუმცა არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და რკინიგზის წარმომადგენლები. ადგილობრივები ამბობენ, რომ მიზეზი გაუმართავი ლიანდაგია. მატარებლის ერთ-ერთი მგზავრი “მთავარ არხს” ეუბნება, რომ მოქალაქეებს არავინ დახმარებია და ბარგით მოუწიათ ალტერნატიული გზა მოეძებნათ დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად.
დამატებით დეტალებს რკინიგზის პრესსამსახურში ვარკვევთ, მასალა პასუხის მიღების შემთხვევაში განახლდება.










