დღეს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მინისტრის ანგარიშის მიხედვით, გზებზე სიჩქარის კონტროლისა და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად სამინისტროს მიერ 2023 წელს 883 ვიდეოკამერა ამოქმედდა, მათ შორის 672 ზოგადი ხედვის, ხოლო 211 − ნომრის ამომცნობი.
ამასთან, ქვეყნის მასშტაბით სისტემაში ჯამში 7 419 ვიდეოკამერაა ჩართული.
რაც შეეხება სიჩქარის კონტროლის სექციებს, 2023 წელს ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდა 168 სექცია, რომელიც 447 კილომეტრი სიგრძის საგზაო მონაკვეთს ფარავს. შედეგად, საქართველოს მასშტაბით სულ მოწყობილია 574 საშუალო სიჩქარის კონტროლის სექცია, რაც ჯამურად ფარავს 2024-კილომეტრს.










