დალეწილი და მოგლეჯილი სკამები, ამომწვარი ბილიკები, ჩამსხვრეული მინები – ვანდალიზმი წყალტუბოს ცენტრალურ პარკში. ფოტოებს სოციალურ ქსელში გიორგი შარაბიძე აქვეყნებს. მოქალაქეები კომენტარებში წერენ რომ, ტერიტორიაზე უნდა იყოს კამერები და ადამიანები, რომლებიც სკვერს ასე ექცევიან უნდა ისჯებოდნენ.






“ამას შემოსულები ვერ გააკეთებენ , ვერ გაბედავდნ.ისინი შემოდიან დღისით. ეს არის ადგილობრივი გარეწრების გაკეთებული.
რაღაც მოსაფიქრებელია, თორემ ეს მხეცები , ვინც ამას სჩადის შეიძლება სპეციალურადაც აკეთებს, რაღაც მიზნები ამოძრავებთ.”
“როდესაც ვინმე იტყვის რომ წყალტუბოში არაფელი კეთხებაო აი ეს სურათები უნდა აჩვენოთ”
“რკინაც შეჭამეს, ამათ გამზრდელს რომ რამე უთხრა, ხმას აგიწევს და ნოტებზე დაგიწყებს საუბარს. რად უნდა კამერა სულ მარტივ კულტურას, ზრდილობას, ზედმეტია ასეთებისთვის მორალი.”
“კამერები რომ აფიქსირებდეს ასეთ ვანდალიზმს და ააშკარავებდეს ვინაობას სირცხვილისგან თავი არ ექნებოდა გამოსაყოფი ჩამდენს
სირცხვილია“
“ამის გამკეთებელს რომ არ ცხვენია და აღზრდილი არ არის ვხედავთ.აუცილებელია მთელ პარკში დამონტაჟდეს კამერები.პატრულირებდეს პატრული რადგან არ დაზიანდეს რაც გაკეთებულია და თანხები ტყვილა არ დაიკარგოს.მსგავს შემთხვევაში ვინც დააზიანებს ხალხისა დასახელმწიფო ქონებას,გადაახდევინონ ჯარიმა 5000ლარი.და გააკეთებინონ საკუთარი ხარჯებით რაც დააზიანა.თუ კანონი გამკაცრდება ყველა ყველაფერს გაუფრთხილდება.და ორჯერ საკეთებელი არ გახდება ყველაფერი.”
“სირცხვილი მათ ვინც ამას აკეთებს.
უფასოდ უნდა აღადგენინონ ეს გაფუჭებული და დანგრეული თავისი ხარჯებით. ფიზიკურად უნდა ამუშაონ ანაზღაურების გარეშე.”“მეტი ყურადღება და შემოვლითი სამუშაოები უნდა ტარდებოდეს ყოველდღე.კოლონები შემოედინება ყოველდღე ქალაქში და მარტო ადგილობრივებს ნუ დავაბრალებთ.რავიცი ჩემთვის სულიერი სიმშვიდის ადგილია და სხვაზე რატომ მოქმედებს ესე ნეგატიურად პარკში დასვენება” – წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში.










