“დღეს UFC პირველი ქართველი ჩემპიონი Ilia Topuria ბერი ანდრიას ფონდი/Monk Andrew’s Foundation – ის ბენეფიციარებს ესტუმრა და ფონდის კეთილი ნების ელჩის წოდება გადავეცით. მიხარია, რომ ამ ელჩის ტიტულს მეც ვატარებ რამდენიმე თვეა. ილია შესანიშნავი სპორტსმენი და მოქალაქეა. მან საკუთარი საჩემპიონო ჰონორარით სოლიდური სიმსივნის დიაგნოზიანი ბენეფიციარების მკურნალობა დააფინანსა” -წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს
სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება – სიახლე მძღოლებისთვის
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება. კირცხალიას თქმით, წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული და პროპორციული....










