ქუთაისში, ქართულ-ამერიკულ სკოლა “პროგრესში” ევაკუაცია განხორციელდა. როგორც დირექტორი აცხადებს მათ მეილზე ასაფეთქებელი ნივთიერების შესახებ შეტყობინება მიიღეს. შემოწმების შედეგად შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.
“შემოწმდა სკოლა, ცრუ შეტყობინება იყო. საბედნეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა. ხვალ აღდეგა სასწავლო პროცესი. მეილზე შემოვიდა ინგლისურენოვანი შეტყობინება, რაღაც მოწყობილობის შესახებ, რის შემდეგაც ჩვენ შესაბამის ორგანოებს ვაცნობეთ და ამის შემდეგ მოხდა სკოლის ევაკუაცია. მეილში დაკონკრეტებული არ იყო სკოლის რომელ ფილიალზე იყო საუბარი, ამიტომ ჩვენ ყველგან მივიღეთ ზომები” განაცხადა ქართულ ამერიკული სკოლა პროგრესის ქუთაისის ფილიალის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია კილაძემ.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.










