“სამწუხაროდ ყველასთვის მოულოდნელად, ჩვენს დიდ ოჯახს უმაგრესი ადამიანი, სული და გული კაცი გიორგი გუბელაძე გამოაკლდა :(((
მშვიდად განისვენე გუბელ
ყოველთვის ჩვენს გულებში იქნები ჩვენო ძმაო..
” – წერს ჯუნგლები სოციალურ ქსელში.
გიორგი გუბელაძე ახალი წლის დღეებში, სანტას ფორმით, ველოსიპედით ქალაქში დადიდოდა და მოქალაქეების განწყობაზე ზრუნავდა. გიორგი გუბელაძე საავადმყოფოში მძიმე სენის შედეგად გარდაიცვალა.










