LIVE TV
სამშაბათი, იანვარი 20, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

2023 წლის IV კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი 270.9 ლარით გაიზარდა – საქსტატი

დაპოსტა 2024/03/18-ში
126
ნახვა
გაზიარება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.3%-ით (270.9 ლარით) გაიზარდა და 2 044.5 ლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სააგენტო

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 309.2 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 17.3%-ით);
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 110.0 ლარი (გაიზარდა 14.1$-ით);
  • მშენებლობა – 3 062.5 ლარი (გაიზარდა 20.8%-ით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 920.5 ლარი (გაიზარდა 19 %-ით).

საქსტატის დაზუსტებით, აღნიშნულ პერიოდში ქალების საშუალო ხელფასი 1 607.3 ლარს, ხოლო კაცების – 2 463.8 ლარს უტოლდებოდა. ხელფასების წლიურმა ზრდამ კი ქალებში 195.6 ლარი (13.9%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 340.7 ლარი (16.0%).

ანგარიშში აღნიშულია, რომ საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ქალების ხელფასს ყველა სექტორში აღემატებოდა.

სტატისტიკის ეროვნული სააგენტო

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის IV კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 285.1 ლარით (14.9%) გაიზარდა და 2 196.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (4 420.5 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17.1%-ით გაიზარდა) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 393.5 ლარი, გაიზარდა 22.4%-ით) სფეროებშია.

აღნიშულ პერიოდში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 242.7 ლარით (15.9%) გაიზარდა და 1 765.7 ლარს გაუტოლდა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში თბილისი და მცხეთა-მთიანეთი ლიდერობს.

გაზიარება50

დაკავშირებული -პოსტები

აშშ-ში, ძლიერი თოვის დროს მომხდარ მასშტაბურ ავარიაში 100-ზე მეტი ავტომობილი მოყვა

იანვარი 20, 2026
8
მთავარი

აშშ-ში, დასავლეთ მიჩიგანში, 196-ე შტატთაშორის გზატკეცილზე ძლიერი თოვის დროს მომხდარ მასშტაბურ ავარიაში 100-ზე მეტი ავტომობილი, მათ შორის რამდენიმე სატვირთო მანქანა მოყვა. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, გზის გაწმენდას რამდენიმე საათი დასჭირდება, რომელიც ორივე მიმართულებით...

დაწვრილებითDetails

ოქროს ფასი ისევ გაიზარდა – რატომ ძვირდება ოქრო მსოფლიოში

იანვარი 20, 2026
67
მთავარი

საქართველოში ოქროს ფასმა ახალ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. 1 გრამი 999-სინჯიანი ძვირფასი ლითონის, ე.წ. „ბაჯაღლოს“ ღირებულებამ 416 ლარი შეადგინა. რაც შეეხება სტანდარტული 750-სინჯიან ოქროს, 1 გრამის ფასი 312 ლარია, ხოლო 858-სინჯიანის...

დაწვრილებითDetails

“საქართველოს პრეზიდენტი 24 საათის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტია”- თენგიზ შარმანაშვილი

იანვარი 20, 2026
17
მთავარი

საქართველოს პრეზიდენტი 24 საათის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტია - მას ნებისმიერი აქტის გამოცემა, რომელიც მის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას შეესაბამება, 24 საათის განმავლობაში შეუძლია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან პატიმრების...

დაწვრილებითDetails

2025 წელს საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთი იყო – საქსტატი

იანვარი 20, 2026
6
ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ყირგიზეთი იკავებს 498.8 მლნ. აშშ დოლარით, მეორე...

დაწვრილებითDetails

“მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, ვიპოვო წინსვლის გზა გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით” – მარკ რუტე დონალდ ტრამპს

იანვარი 20, 2026
11
მთავარი

ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო დონალდ ტრამპ, ის, რაც თქვენ სირიაში მიაღწიეთ, წარმოუდგენელია, - ამის შესახებ აღნიშნულია ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს მიერ აშშ-ის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში, რომელსაც დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში აზიარებს. „დავოსში ჩემს...

დაწვრილებითDetails

 ჭიათურის პროტესტის მონაწილეების განაჩენი გამოცხადდა

იანვარი 20, 2026
73
მთავარი

 ჭიათურის პროტესტის მონაწილეების განაჩენი გამოცხადდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მაზანაშვილმა ოთხივე ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. გიორგი ნეფარიძე და მერაბ სარალიძე დამნაშავედ იქნენ ცნობილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში...

დაწვრილებითDetails

არავის სჭირდება მაკრონი, მაინც ძალიან მალე დატოვებს თანამდებობას – დონალდ ტრამპი

იანვარი 20, 2026
32
მთავარი

ემანუელ მაკრონი არავის სჭირდება, ის მაინც ძალიან მალე დატოვებს საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა. აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხეს, რა პასუხი ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე,...

დაწვრილებითDetails

ლოცვა,რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

იანვარი 20, 2026
122
მთავარი

ნათლისღების მომდევნო დღეს აღინიშნება ხსენება ნათლისმცემლისა უფლისა - იოანესი. იოანე უდიდესი იყო წინასწარმეტყველთა შორის. მან დაასრულა ძველი აღთქმის ეპოქა და უფლის მხოლოდშობილი ძის განკაცება დაამოწმა. იოანემ თავისი ამქვეყნიური ღვაწლით ისაიას...

დაწვრილებითDetails

როდის გამოიდარებს ქვეყანაში – განახლებული პროგნოზი

იანვარი 20, 2026
30
ამინდი

საქართველოში ყინვა 22 იანვრამდე შენარჩუნდება, ხოლო 23 იანვრიდან ტემპერატურა მკვეთრად იცვლება - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის პროგნოზების განყოფილების უფროსმა, დოდო გვაზავამ განაცხადა. მისივე თქმით, 23 იანვრიდან დედაქალაქსა და...

დაწვრილებითDetails

ძარცვის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

იანვარი 20, 2026
8
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე, 1999 წელს დაბადებული ფ.ა. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში ერთ-ერთ მოქალაქეს ხელჩანთა გასტაცა და...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».