,,გამოთქმა-“მეხის გავადნას გავდა სიკვდილი” ახლა გავიგე ზუსტად რას ნიშნავს. შოკირებული ვარ და სრულიად შემძრა ენდი ნემსიწვერიძის გარდაცვალების ამბავმა. ის ბევრისთვის იყო გენიალური ქართველი პოეტი, კარგი მოქალაქე, მამა და მეუღლე. მე დავკარგე მასწავლებელი, ცხოვრების მასწავლებელი, რომელიც სკოლის შემდეგაც ჩემი მეგობარი იყო.
ტკივილს მგვრის ეს ამბავი ახლა სამშობლოდან შორს და ჩემი ფიქრებით ქუთაისში ვარ.
ჩემი ფიქრებით შენთან ვარ ძვირფასო Gegi Nemsitsveridze და კარგო ადამიანო Madona Jaiani. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ მძიმე დღეებში თქვენს გვერდით არ ვარ.
ქუთაისი სათანადო პატივს მიაგებს მის უკარგეს ენდი ნემსიწვერიძეს.” – წერს დათო ლიკლიკაძე პოეტისა და ქუთაიდის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორის ენდი ნემსიწვერიძის შესახებ.
ენდი ნემსიწვერიძე საკუთარ დაბადების დღეზე, 57 წლის ასაკაში დღეს გარდაიცვალა.










