გარდაიცვალა ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორი, მწერალი ენდი ნემსიწვერიძე.
როგორც ცნობილია, დღეს მისი დაბადების დღეა და სწორედ ამ დღისთვის გამოიცა მისი წიგნი ,,სიცოცხლის ალავერდი.
,,დღეს, საჩუქრად ჩემივე ლექსების ახალი კრებული, ,,სიცოცხლის ალავერდი” მივიღე, ჩემი საუკეთესო მეგობრებისაგან….❤️
ახლა უკვე ორი წიგნით, ორი ბიჭით, ერთი ცოლით, 😄 ასობით მოსწავლით, უამრავი კოლეგით, კეთილი და უერთგულესი მეგობრებით გარშემორტყმული ვხვდები, საკუთარ დაბადების დღეს…
თავს გიხრით, მიყვარხართ ყველანი… ❤️ მიიღეთ ჩემგან სიყვარულის და სიცოცხლის ალავერდი! ❤️❤️❤️” – დაწერა ენდი ნემსიწვერიძემ სოციალურ ქსელში გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე.
მეგობრის გარდაცვალებას ეხმიანება მერაბ კვიცარიძე.
,,17.03 2024 წელი.
დღეს გაუსაძლისი დილა გამითენდა. ენდი ნემსიწვერიძე აღარაა.((((((((. ორი დღის წინ უღვინოდ ჩემს კაბინეტში ლექსებით ვიქეიფეთ. ჩემს ლექსებთან ერთად გენიალურ ზურაბ გორგილაძის პოეზიას უკითხავდი.უხაროდა, ნაღვლიანიც მეჩვენა. ბევრი ლექსი პირველად გავიგონეო მითხრა. წიგნი მინდა ზურაბისიო თან დააყოლა.გუშინ ბათუმში გახლდით დაჩემს უმცროს მეგობარს პოეტ როინ აბუსელიძეს ზურაბ გორგილაძის კრებული ვთხოვე სხვისთვის მინდა თქო. რა თქმა უნდა მისახსოვრა. ის ,, სხვა” ენდი იყო. ვერ მოგისწარი ძმაო წიგნით ხელში, რომ დაბადების დღეზე გამეხარებინე.ცრემლები მახრჩობს ახლა. წიგნს შენს შვილს გადავცემ ქორწილში რომ ვითამადებ მაშინ, როგორც დათქმული გვქონდა.( ვალოდიას დუქანში დავთქვით სორმონში მაშინ).მეტის დაწერა აღარ შემიძლია. მშვიდობით არა ნახვამდის!!!” – წერს მერაბ კვიცარიძე სოციალურ ქსელში.
ენდი ნემსიწვერიძე ლეჩხუმში, სოფელ უცხერში 1967 წლის 17 მარტს დაიბადა.
დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი.
მუშაობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მასწავლებლად, იყო ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლის დირექტორი.ბოლოს იყო ქუთაისი მე-7 საჯარო სკოლის დირექტორი.
ავტორია წიგნისა “უბელო რაშები”.










