💙 ბაქარ, შენთან ვართ! ✊
ბათუმის “დინამოსთან” მატჩის მიმდინარეობისას “კავკასიონი არენაზე” კინაღამ ტრაგედია დატრიალდა და საბედნიეროდ, გადავრჩით – ღვთის მადლით და სკ “თელავის” ექიმების და სტადიონზე მყოფი სასწრაფო-სამედიცინო პერსონალის დროული ჩარევის შედეგად, ტრუბუნიდან გადმოვარდნილი ჩვენი გუნდის ერთგული გულშემატკივრის, ბაქარ ოთარაშვილის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანა დროულად მოხერხდა
მადლობა ღმერთს და გეტყვით, რომ ბაქარი ახლა კარგადაა, რაც მთავარია, ცოცხალია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
ბაქარ, გვიყვარხარ და შენთან ვართ
FC Telavi










