ხონში შუახნის ქალი დაჭრეს.
როგორც ,,მეგა ტვ”-სთვის გახდა ცნობილი, შემთხვევა ერთი საათის წინ დევნილთა დასახლებაში ე.წ. გარადოკში მოხდა. ადგილობრივის თქმით, ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ის ქუთაისში, საავადმყოფოშია გადაიყვანილი და ოპერაცია უტარდება. მისივე თქმით, ქალი იტალიიდან ახალი ჩამოსულია.
როგორც ადგილობრივი ამბობს, შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ სამართალდამცეველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
ამ ეტაპზე უცნობია დაკავებულია თუ არა ეჭვმიტანილი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც იმავე კორპუსში ცხოვრობს.
,,მეგა ტვ” დეტალებს აზუსტებს.










