“მე დიდი გაერთიანების მომხრე ვარ, რეზერვაციები საერთო არ არ მაქვს ამ მიმართულებით. მე ნებისმიერი ჩემი ამბიციის დათმობისთვის ვარ მზად. ჩემი ამბიცია არის რომ ჩემს სახელს დაუკავშირდეს ერთიანობა და ცვლილებები. ეს ამბიცია მაქვს. პრემიერ-მინისტრი გავხდე, პარლამენტის თავმჯდომარე და ასე შემდეგ, ეს ამბიცია მე არ მაქვს. შეიძლება ეს უფრო დიდი ამბიციაა და უფრო თავხედი ვარ, მაგრამ მე ეს მაინტერესებს.
ის ვინც ალბათობა მაინც არსებობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ტროლია, გამორიცხულია [ჩვენთან იყოს]. ფილტრი უნდა დავაყენოთ, რომ ვინმე არ შემოიპაროს. შეიძლება რა მოხდეს იცით, ვიღაც გაიყვანო პარლამენტში შენი სიით და ის აღმოჩნდეს ბიძინა ივანიშვილისთვის ხმების შემვსები. ეს არ უნდა მოხდეს, როგორც პარტიის შემთხვევაში, ისე ინდივიდების შემთხვევაში. ფრთხილად უნდა იყო ამ თვალსაზრისით” -ამბობს პარტია “ახალის” თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია










