“ქუთაისში, წერეთლის გამზირზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 -14 მარტს, დროებით შეიზღუდება სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა. გზა დაიკეტება ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმიდან ბალახვნის ცენტრამდე.” – ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცლელებს.
მათივე ცნობით შესაბამისად, დროებით შეიცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის სვლაგეზები:

N 1R ავტობუსი – აღმაშენებლის მოედანი, თბილისის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა, მანდარიას ქუჩა, წერეთლის ქუჩა, აღმაშენებლის გამზირი და შემდეგ გააგრძელებს ჩვეული მარშრუტით.

N 3 ავტობუსი – აღმაშენებლის მოედანი, თბილისის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა, მანდარიას ქუჩა, წერეთლის ქუჩა და შემდეგ – ჩვეული მარშრუტით.

N 4 ავტობუსი – აღმაშენებლის გამზირი, თბილისის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა და შემდეგ – ჩვეული მარშრუტით.

N 5 ავტობუსი – აღმაშენებლის გამზირი, თბილისის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, თბილისის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა და შემდეგ გააგრძელებს ჩვეულებრივად.

N 41 ავტობუსი – ფალიაშვილის ქუჩიდან მოძრავი : აღმაშენებლის მოედანი, თბილისის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, კუპრაძის ქუჩა და შემდეგ – ჩვეულებრივად; ხოლო ჭავჭავაძის გამზირიდან მოძრავი: კუპრაძის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, 26 მაისის ქუჩა, მერაბ კოსტავას ქუჩა, აღმაშენებლის მოედანი და ფალიაშვილის ქუჩა.