გელათში სარეაბილიტაციო- საკონსერვაციო სამუშაოები გრძელდება. ტაძარში საერთაშორისო სპეციალისტების მორიგი ჯგუფი იმყოფება.
სპეციალისტებმა შიდა სივრცეში არსებული მდგომარეობის პირველად დასკვნაზე ისაუბრეს.
მათი თქმით, გამოვლინდა 21 კრიტიკული კერა, რომლის კონსერვაცია მოხდება. პარალელურად დაიწყება აღდგენითი სამუშაოები.
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის წევრების თქმით, ჯერჯერობით შეუძლებელია საუბარი, დაზიანებული მხატვრობიდან და მოზაიკიდან რა ნაწილის გადარჩენა მოხდება. ამასთან, დროებითი გადახურვა რამდენიმე თვეში მოეწყობა.
ბრიტანელი ექსპერტების განცხადებით მდგომარეობა გელათში ძალიან სერიოზულია, რადგან დასველებისა და მარილის კრისტალიზაციის პროცესი უკვე მომხდარია. სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება, თუმცა იმედს გამოთქვამენ რომ, კედლის მხატვრობის დიდი ნაწილის გადარჩენა შესაძლებელი იქნება.
გელათში სარეაბილიტაციო სამუშაოები საპატრიარქოს ორგანიზებით ხორციელდება. დროებითი კომიტეტი გასულ წელს შეიქმნა და ეროვნულ და საერთაშორისო საბჭოებს აერთიანებს.










