LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სამოქალაქო პლატფორმა “არა-ფობიას!” განცხადება ადიგენში რელიგიის თავისუფლების ხელყოფის ფაქტზე

სამოქალაქო პლატფორმა “არა-ფობიას!” განცხადება ადიგენში რელიგიის თავისუფლების ხელყოფის ფაქტზე

დაპოსტა 2024/03/11-ში
A A
9
ნახვა
გაზიარება

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ ეხმიანება 2024 წლის 8 მარტს ადიგენის მუნიციპალიტეტში განვითარებულ მოვლენებს და მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, დროულად გამოიძიონ მუსლიმი მორწმუნეების რელიგიის თავისუფლების ხელყოფის ფაქტი.

როგორც გავრცელებული კადრებიდან ჩანს, ადიგენში, იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის საკუთრებაში არსებულ შენობასთან, მობილიზებული იყვნენ მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები და სხვა მაცხოვრებლები, რომლებიც ცდილობდნენ იმამის საკუთრებაში შეჭრას და ადგილობრივი მუსლიმებისთვის რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის ხელშეშლას. მათი მხრიდან ისმოდა მუქარა და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, თუმცა ისინი მხოლოდ გზას უღობავდნენ აგრესიულად განწყობილ ადამიანებს.  მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო-მასალაში ჩანს შესაძლო დანაშაულის ნიშნები (სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 151 – მუქარა, მუხლი 155 – რელიგიური წესის აღსრულებისთვის უკანონოდ ხელშეშლა; მუხლი 156 – დევნა), ამ დრომდე არ გავრცელებულა ინფორმაცია გამოძიების დაწყებასა და რომელიმე პირის დაკავებაზე.

საყურადღებოა მომხდართან დაკავშირებით ადიგენის მერის, გოჩა ქიმაძის, განცხადებაც, რომელმაც გაამართლა რელიგიური უმცირესობისთვის რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა იმ მოტივით, რომ “ქრისტიანული მოსახლეობისთვის ეს პროვოკაციაა”. განცხადებები გაავრცელეს სახალხო დამცველმა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ. სააგენტო თანაბრად მოუწოდებს მხარეებს, მათ შორის, დაზარალებულ მუსლიმებს, “იმოქმედონ საქართველოს ინტერესების და კანონმდებლობის შესაბამისად”.

რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით (მე-16 მუხლი), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით (მე-9 მუხლი) და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით (მე-18 მუხლი). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, რწმენის თავისუფლება, ადამიანის შინაგანი დამოკიდებულებების გარდა იცავს მის უფლებას, გააცხადოს თავისი რელიგია თუ რწმენა აღმსარებლობით, ქადაგებით, წესებისა თუ რიტუალების შესრულებით, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვებთან ერთად, როგორც საქვეყნოდ, ისე განკერძოებით.

ადიგენში მაცხოვრებელი მუსლიმები მათ კერძო საკუთრებაში იკრიბებოდნენ სალოცავად. რელიგიური გამოხატვის ამგვარი ფორმა, შეუძლებელია, წინააღმდეგობაში მოდიოდეს რომელიმე საჯარო ინტერესთან ან სხვათა უფლებებთან. შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტში განვითარებული მოვლენები ცხადჰყოფს რელიგიის თავისუფლებაში უხეში ჩარევის ფაქტს, რომელსაც არ აქვს გამართლება.

ასეთ დროს მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ინსტიტუტებმა შეასრულონ მათზე დაკისრებული ვალდებულებები და მოახდინონ სათანადო რეაგირება უკანონობის ნებისმიერ გამოვლინებაზე. ამის საპირისპიროდ, ვხედავთ, რომ როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ მოქმედებენ ადამიანის უფლებების დაცვისა და საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების საფუძველზე. ისინი ცდილობენ, რომ გამოკვეთონ მუსლიმი თემის თანაბარი ბრალეულობა და ვითარება წამოაჩინონ პროვოკაციად/კონფლიქტად, რომლის სათავე თითქოს თავად რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები არიან. სურათის ამგვარი წარმოაჩენა და ვითარების “დაპირისპირებად” ჩვენება მიუთითებს იმაზე, რომ კვლავ არ არსებობს პოლიტიკური ნება, გადაიდგას ნაბიჯები ქვეყანაში რელიგიური შეუწყნარებლობის შესამცირებლად. წლების განმავლობაში დამკვიდრებული დაუსჯელობა, მხოლოდ ახალისებს მსგავს აგრესიულ ქმედებებს. აღნიშნულს ხელს უწყობს როგორც სამართალდამცავი უწყებების უმოქმედობა, ისე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა, რომელიც დაარსებიდან, რელიგიის თავისუფლების დაცვის ნაცვლად, რელიგიური ინსტიტუციების კონტროლზეა ორიენტირებული.

ნიშანდობლივია, რომ მსგავი შემთხვევა ადიგენის მუნიციპალიტეტში მოხდა 2023 წლის ივლისშიც, როდესაც ადგილობრივი მართლმადიდებლები მუსლიმების რელიგიური რიტუალის ჩატარებასა და სწავლებას ეწინააღმდეგებოდნენ. მართლმადიდებელი სასულიერო პირები სკოლის შენობასთან მივიდნენ და საქმიანობის შეწყვეტა მოითხოვეს. მოხდა სიტყვიერი შელაპარაკებაც. ადგილზე მისულ პოლიციას, მომხდართან დაკავშირებით, სამართლებრივი რეაგირება არ მოუხდენია. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით სასულიერო პირებს შორის “შედგა მოლაპარაკება”, რომლითაც მუსლიმებს დათმობაზე წასვლა მოუწიათ. მათ პირად საკუთრებაში არსებულ სახლში მოწყობილი სალოცავი და რელიგიური სკოლა დაატოვებინეს. ამ შემთხვევაშიც, სახელმწიფომ პრობლემა გადაჭრილად მიიჩნია და მასზე რეაგირება არ მოუხდენია.

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ მიმართავს:

  1. შინაგან საქმეთა სამინისტროს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს – დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ 8 მარტს ადიგენში განვითარებული მოვლენები;

  2. შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტს – აქტიური ზედამხედველობა გაუწიოს გამოძიებას;

  3. საქართველოს პროკურატურას – გამოკვეთოს და დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა იმ პირების მიმართ, რომლებმაც ჩაიდინეს შესაძლო დანაშაული;

  4. მაუწყებლებს – დაიცვან მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლებით განსაზღვრული წესები, რომელიც შეეხება მრავალფეროვნების, თანასწორობისა და შემწყნარებლობის პრინციპების დაცვას რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული მოვლენების გაშუქებისას.

  5. საჯარო მოხელეებსა და პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებს – განცხადებები გააკეთონ თანამედროვე დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

საფარი

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

თბილისი პრაიდი

უფლებები საქართველო

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

გაზიარება4

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა მანანა ტურფა ნებულიშვილი. "#5 ფილიალის თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი ძვირფასი კოლეგისა და მეგობრი მანანა ტურფა ნებულიშვილის  გარდაცვალების გამო ​შეუძლებელია სიტყვებით იმ დიდი...

დაწვრილებითDetails

“ტიკ-ტოკერი” ზურაბ კენჭიაშვილი დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
“ტიკ-ტოკერი” ზურაბ კენჭიაშვილი დააკავეს
მთავარი

სამართალდამცველებმა "ტიკ-ტოკერი" ზურაბ კენჭიაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სასამართლომ 20 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სამართალდამცველებმა, მოქალაქე ზურაბ კენჭიაშვილი, სოციალური ქსელ „ტიკ-ტოკის“ მეშვეობით მოქალაქეებისთვის, მათ შორის არასრულწლოვანისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე...

დაწვრილებითDetails

20 წლის ბიჭი შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
სამეგრელოში მერვე კლასელი გოგო სავარაუდოდ მამამ გააუპატიურა
მთავარი

კახეთში 20 წლის ახალგაზრდას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 25 წლის გოგოს გაუპატიურებას ედავებიან - ინფორმაციას გამოცემა მთავარი ამბები კახეთიდანავრცელებს. როგორც ადგილობრივებმა გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან” უთხრეს, გოგომ და ბიჭმა ერთმანეთი სოციალური...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა
მთავარი

სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა, საჯავახოს მონაკვეთზე. ინფომრაციას "მთავარი ამბები" ავრცელებს. არსებული ინფორმაციით,ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა . შედეგად დაშავდა ერთი ტრაილერის მძღოლი. შსს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე...

დაწვრილებითDetails

საქართველოში უცხო ქვეყნის 50 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 50 უცხოელი არალეგალი, მათ შორის – ნიგერიის, ავღანეთის, აზერბაიჯანის, ირანის,...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანი შვილიშვილის იძულებით ქორწინების ბრალდებით ბებია დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
შეიძლება თუ არა მაისში ქორწინება? – რას ამბობს რელიგია
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით,...

დაწვრილებითDetails

გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს
მთავარი

გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე 25 წლის კაცი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 26 წლის ამინა ბიკბოვა გაგრაში დასასვენებლად იმყოფებოდა. მას შემდეგ,...

დაწვრილებითDetails

პატარა ანგელოზი ცის სასუფეველს შეუერთდა – ცნობილია ავარიაში დაღუპული ბავშვის ვინაობა

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
პატარა ანგელოზი ცის სასუფეველს შეუერთდა – ცნობილია ავარიაში დაღუპული ბავშვის ვინაობა
მთავარი

ხელვაჩაურში ავარიის შედეგად დაღუპული მცირეწლოვანი სანი ცეცხლაძეა. „ბაგა ბაღ „სანშაინს“ უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს. ჩვენს ბაღს მისი პატარა ანგელოზი, სანი, მოაკლდა. დღეს გლოვობს არა მხოლოდ ჩვენი ბაღი და ჯგუფი „ცისარტყელა“....

დაწვრილებითDetails

ლოცა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

28 სექტემბერს ალავერდობაა. 13 ასურელი მამათაგანის იოსებ ალავერდელის ხსენების დღე. ტროპარი იხარებს დღეს დღესასწაულსა შენსა ერი ქართველთა და თაყუანის-ცემასა შესწირვენ ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი მამაი, მზრუნველი და მეოხი, და შეიცვენ...

დაწვრილებითDetails

 დღეს ალავერდობაა

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
ალავერდის ეპარქია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

დღეს ალავერდობაა - მართლმადიდებელი ეკლესია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, იოსებ ალავერდელის ხსენებას აღნიშნავს. განსაკუთრებულია ზეიმია ალავერდის მონასტერში - მიტროპოლიტმა დავითმა, ეპარქიის წარმომადგენლებთან ერთად ღამისთევის მსახურება აღავლინა. დღესასწაულთან დაკავშირებით ალავერდში მორწმუნეები...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"