მოზარდების 31%-ს აქვს აზარტულ თამაშებთან შეხების გამოცდილება. ამის შესახებ ასეთ დასკვნას მოზარდებისა და ახალგაზრდების აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების საკითხზე პარლამენტში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფი აქვეყნებს.
დასკვნაში 2022 წელს ჩატარებული კვლევის შედეგებს ვკითხულობთ, რომლის თანახმადაც, გამოკითხული მოზარდების 22%-ს ე.წ. ხელზე თამაშის გამოცდილება აქვს.
„აზარტულ თამაშებში მოზარდების მონაწილეობის საკითხი შესწავლილ იქნა ა(ა)იპ „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრისა“ (GRAPC GEORGIA) და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) დაკვეთით კომპანია „ანოვას“ მიერ 2022 წელს ჩატარებულ კვლევაში.
კვლევის თანახმად, მოზარდების 31%-ს აქვს აზარტულ თამაშებთან შეხების გამოცდილება. ამასთანავე, საყურადღებო და საგანგაშოა ე. წ. ხელზე თამაშის გამოცდილების მქონე მოზარდთა წილის მაჩვენებელი − 22%.
ეს ძალიან საფრთხილო საკითხია, ვინაიდან ე. წ. ხელზე თამაში, განსაკუთრებით − თანხების ამოღება, ხდება „ქუჩის ავტორიტეტების“ მონაწილეობით. აღნიშნული პრობლემა უფრო აქტუალურია რეგიონებში,“ – ვკითხულობთ დასკვნაში.










