LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მონანულ ადამიანს ღმერთი ყოველთვის ჩაიკრავს გულში-მეუფე იაკობის ქადაგება

მონანულ ადამიანს ღმერთი ყოველთვის ჩაიკრავს გულში-მეუფე იაკობის ქადაგება

დაპოსტა 2024/03/11-ში
A A
6
ნახვა
გაზიარება

მეუფე იაკობის ქადაგება

10 მარტი. ბოდბის დედათა მონასტერი

 

სახელითა მამისათა და ძისათა და სულის წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

(არს და იყოს!)

ყველას გილოცავთ დღევანდელი წირვის აღსრულებას, განსაკუთრებით მაზიარებლებს გილოცავთ და მიხარია, ამდენი ახალგაზრდა რომ დადის ტაძარში. ასე, ასაკით მცირეწლოვანები, რომ დადიან ძალიან კარგია, ე.ი . ჩვენი ეკლესია სწორ გზაზე დგას და იმ ტრადიციის გამგრძელებლები გვეყოლება, რაც საქართველოში 2000 წელია ჩამოყალიბდა. ღმერთმა ჩვენი საქართველოს ახალგაზრდობა დალოცოს, ყველა ახალგაზრდა დალოცოს საქართველოში მაცხოვრებელი და  ყველა სხვა ადამიანი, რა თქმა უნდა, ვისაც უყვარს ღმერთი, ვისაც უყვარს საქართველო, ყველა დალოცვილი ამყოფოს ღმერთმა.

ახლოვდება დიდი მარხვა. ისეთი დღეებია, რაც უფრო ვუახლოვდებით,  თითოეული თქვენთაგანი სხვა შემართებას იგრძნობს, სხვა სულისკვეთებას. მეზვერეს და ფარისევლის კვირიაკე იყო, შემდეგ იყო უძღები შვილის კვირა. დღეს საშინელი სამსჯავროს ხსენებაა. როდესაც მეზვერე და ფარისევლი, ორი ადამიანი შედის ტაძარში, /მაინც როგორი განმკითხველები ვართ ადამიანები/ განა ცუდს ეუბნება ღმერთს, მადლობას იმისათვის, რომ ის არ არის ისეთი, როგორიც მაგალითად კონკრეტული სხვა. ადამიანს არ გაამართლებს ის, თუ სხვასთან შედარებით კარგი იქნება. მთავარია ღმერთმა გაგამართლოს შენი ცხოვრებით. მეორე კიდე, თავს ვერ წევს ზევით და ეუბნება : ,,ღმერთო მილხინე მე ცოდვილსა ამასო“ და ის გამართლებული გამოვიდა. ამიტომ ჩვენც უნდა მივეჩვიოთ მეოცე საუკუნის და ოცდამეერთე საუკუნის-მესამე ათასწლეულის ყველაზე მძიმე ცოდვა -ეს განკითხვა, შევეცადოთ და არ გავიკაროთ, რადგან ეს კარგს არაფერს არ მოგვცემს. თუ ერთ ადამიანსაც ვიპოვით, ვისაც ვჯობივართ ჩათვალეთ, საშინელ ამპარტავნებაში ვვარდებით და როდესაც მთლიან საზოგადოებას ჯობიხარ და ყველას ჯობიხარ, როცა ფიქრობ, ხომ წარმოგიდგენია სად იქნებით. ღმერთი ყოველთვის ელოდება, რომ ადამიანი მის წიაღს დაუბრუნდება და წინა კვირა ამის დასტური იყო- უძღები შვილის კვირიაკე.

მონანულ ადამიანს ღმერთი ყოველთვის ჩაიკრავს გულში, იმიტომ რომ მონანული ადამიანი ძალიან ლამაზია. მეორე ემბაზია ის ცრემლები, რომლებიც გაწმენდს ხოლმე და ღმერთისგან ცოდვები მიეტევება, ჩვენი მთავარი მსაჯული ღმერთია, სხვა არავინ არ არის და ამიტომ უნდა შევეცადოთ ადამიანები ღვთის წინაშე ვიყოთ ისე, რომ ჩვენი თავები ვაიძულოთ  მოვთოკოთ, როდესაც ვცდილობთ, რაღაც არ გავაფუჭოთ, მაინც რამდენ რამეს ჩავდივართ და თუ მიუშვი თავი, მით უმეტეს, როგორ იქნები.

დედამიწაზე ვინც ვცხოვრობთ, ანგელოზი არავინ არ ვართ, სამწუხაროდ, ყველა ცოდვაშია მეტნაკლებად და ამიტომ უნდა ვიზრუნოთ გამოვსწორდეთ და ღმერთს უნდა ვთხოვოთ, ხშირად უნდა ვეზიაროთ, აღსარება ვთქვათ და ხშირად ვეზიაროთ . ეგ არის ყველაზე დიდი წამალი, ყოველი ზიარება ცოდვებისადმი მიდრეკილებას წვავს. დღეს არის საშინელი სამსჯავროს ხსენება. ჩვენი ღმერთი თვითონ სიყვარულია, მოყვარულია და ადამიანი დაისჯება, თუ კეთილად წარიმართება-თვითონ ირჩევს ამ გზას, იძულებულს ხდის ხოლმე ღმერთს. თუ თვითონ არ უნდა ღმერთთან ყოფნა, ღმერთი ხომ მოძალადე არ არის და როგორ ამყოფებს თავისთან. ამიტომ უნდა შევეცადოთ, როცა პირისპირ წარვსდგებით ღმერთთან, იქ სიტყვას ვერავინ ვერ შეგვაწევს. ბოროტი, თუ ღვთივსათნო სქმეებით განვისჯებით და ამიტომ თუ სინანულიც გვექნება და უძღები შვილივით ყოველთვის დავუბრუნდებით ღმერთს, ხელებს თუ დავისვრით და ვიბანთ ყოველ დასვრაზე, ტანსაცმელი თუ გაგვიჭუჭყიანდება ვრეცხავთ, სულს თუ ვაბინძურებთ ჩვენი ცოდვებით, მითუმეტეს, უნდა განვასპიტაკოთ, ღმერთმა უნდა განგვისპეტაკოს.

მე მინდა ერთ თემას შევეხო. ცოტა ხანი ხმას არ ამოვიღებდი და კიდევ დავაკვირდებოდი სიტუაციას , მაგრამ რასაც ვუყურებ არ შეიძლება ყველა ჩუმად იყოს, არ შეიძლება იფიქრო, ამას რომ ვიტყვი რამე ხომ არ დამემართება, ვინმე რამეს ხომ არ იტყვის, როგორ შემხედავენ. ყველა ქრისტიანი ვალდებულია შეეცადოს, თუ საზოგადოებისათვის რამე ცუდს ხედავს, წინ აღუდგეს და ყველას მოუწოდოს, რომ ცუდ საქმეებში კი არ იყვნენ, არამედ შევეცადოთ, რომ ღვთისთვის სათნო საქმეები აღვასრულოთ. გეცოდინებათ, მსოფლიო არეულია, კარგად ჩანს არეული რომ არის, რუსეთ უკრაინის ეს საშინელი ომი, ასევე ომი მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილებში და არც ერთ ომს არ უჩანს დასრულების პირი. ასევე, საზოგადოება ძალიან შეიცვალა. 70 წლის წინ ვიღაცას, რომ ეთქვათ ეს მოხდება და ამაზე მოგვიწევს საუბარიო, გადახედავდნენ-ეს, ნორმალური თუ არისო. ახლა წავიდა საუბარი ქართველი საზოგადოების და ახალგაზრდების, პირველ რიგში ახალგაზრდების დაცვაზე.

მე რა უნდა მიქადაგონ რომ ტვინი გამომირეცხონ, ხო? არ უნდა ვილაპარაკოთ ისეთ თემებზე, რაც აბინძურებს გონებას. აბა, წარმოიდგინეთ, მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში არის ასეთი რამ. ვაჟი რომ გეყოლებოდა, როგორ გიხაროდა, ან გოგო რომ გეყოლება, როგორ გიხარია და მერე, თურმე თვითონ ირჩევს გოგოა, თუ ბიჭია. ამაზე დღესვე უნდა შედგეს საუბარი ქართულ საზოგადოებაში და ეს თემა დღესვე უნდა დაიხუროს, ქართველებისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის, იმიტომ რომ ეს არის უდიდესი სისულელე. სხვა ქვეყნებში, თუ მოსწონთ იყვნენ მასე და ღმერთთან თვითონ აგონ პასუხი.

ჩვენ, ძველი დროიდან მოყოლებული ჩვენ ვიცით, რომ ადამიანი შექმნა ღმერთმა, მამაკაცად და დედაკაცად შექნა ისინი და ამიტომ ყველა ლამაზია. ადამიც ლამაზია, ევაც ლამაზია და მათი შთამომავლობაც, თავისთავად, ლამაზია. რადგან მსოფლიო არეულია, ადრე თუ გვიან ჩვენც მოგვადგებიან და ჩვენც გვეტყვიან მასე გააკეთეთო, ამიტომ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რა გვინდა და როგორ გვინდა. მშობლები ხართ და გინდათ მასეთი თავისუფლება? გამოუცდელ ადამიანს მასეთ თავისუფლებას როგორ აძლევთ?  წარმოიდგინეთ, ნორმალურია ის ადამიანი, კაცი რომ იტყვის კაცი არ ვარო და ქალი რომ იტყვის ქალი არ ვარო? ჩვენში, ხომ ქართველები სხვანაირი ერი ვართ, არავის არ ვეჯიბრები, მაგრამ მე ჩემი ერი მიყვარს ძალიან, სხვასთან არის ასეთი რამ, მამრობითი სქესი, მდედრობითი სქესი, საშუალო და ხომ ხედავთ, სადამდე მივედით ვეღარ ერკვევიან სქესებში და გენდერებში, ჩვენთან კიდე, ჩვეულებრივ, იფიქრებ რომ ამ ენაზე შექმნა და ამ ენაზე დაარქვა ადამმა ყველას თავისი სახელი.

ამიტომ ეს იქნება პოლიტიკოსები, მოქმედი ხელისუფლება, ვისაც მომავალში უნდათ მოსვლა ხელისუფლებაში, უნდა დააფიქსირონ, როგორ უყურებენ ამას და პირდაპირ გეტყვით, ვინც დღეს ერიდება ამ თემაზე საუბარს ჩვეულებრივი გამყიდველია, იმიტომ, რომ როდესაც რუსეთის იმპერია გვმართავდა ჩვენში ეძებდნენ გამყიდველებს, რომლებიც ქართველებს დაგვჩაგრავდა. ასე იყო, ირანელები იყვნენ, თურქები იყვნენ, მონღოლები, თუ ვინმე სხვა დამპყრობელი იყო, ჩვენთან ყველა შემოდიოდა და  ასეთი ქართველები საზოგადოებაში დაფასებულები არ უნდა იყვნენ. დღეს, ჩვენი გადასაწყვეტია, როგორ გვინდა ცხოვრება, როგორ არ გვინდა ცხოვრება და ეკლესიამ ხმა უნდა ამოიღოს. ანტიდისკრიმინაციული კანონი მიღებულია და კანონში არის აღნიშნული, რომ ერთმა ადამიანმა მეორე ადამიანი არ უნდა დაჩაგროს არაფრის გამო. არც უნდა დავჩაგროთ! ახლა მიდის საუბარი იმაზე, თუ რა არ უნდა შემოგვთავაზონ საერთოდ. იმიტომ, რომ ვიღაცას თავის ბინძურ გონებაში რაღაცა მოაფიქრდება, ის არ უნდა გადმოვიტანოთ. ჩვენ ამის არ უნდა შეგვეშინდეს, იმიტომ, რომ ერთს, პოლიტიკაში მოსვლა რომ უნდა, თემაზე რომ წავიდა საუბარი თქვა, რომ ეს რუსული ნარატივიაო, რუსი და არაქართველი შენ ხარ ყველანაირად, როცა მასე ფიქრობ.

ჩვენ ბავშვებს განვითარების ნება უნდა მივცეთ და არა ის, რომ წავიდეს და ფსიქოლოგს ან ექიმს უთხრას, ასე არ ვგრძნობ თავს, ისე ვგრძნობ,  შეგიცვალონ და მშობელს ხმის ამოღების უფლებაც არ ჰქონდეს. მასეთ სულელურ რაღაცამდე არ უნდა მივიდეთ, მაგრამ იმის გამო, რომ საქართველოში მოსახლეობისგან მხარდაჭერა არ აქვთ, უცხოეთში ეძებენ იმ ადამიანებს, იქნებ მხარი დაგვიჭირონო. ამათ, თავიანთვის სამწუხაროდ, არც უცხოეთში არ აქვთ მხარდაჭერა. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ სწორი დასკვნა გამოვიტანოთ.არ გეგონოთ, რომ ან მარტო ტრადიციების მიმდევრებშია სიმართლე, ან კიდე ვთქვათ, მარტო ლიბერალებში იყოს სიმართლე. სიმართლე ყველგან არის, მაგრამ მთავარი ჭეშმარიტება ღმერთთან არის. ნამდვილი თავისუფლება ღმერთთან არის. ჩვენ, ქართველები ყოველთვის ისე ვცხოვრობდით, რომ გინდ დაპყრობილი ვყოფილიყავით თავისუფლები ვრჩებოდით, მაგრამ ჩვენთან მონობაში ვინც იზრდებოდა და მაშინაც მონა იყო, კომუნისტური ეპოქა იყო, რუსეთის იმპერიის თუ სხვა, აი, იმ მონობიდან გამომდინარე დღეს, სხვაგან ეძებენ პატრონებს.

ჩვენ ახალგაზრდებს უნდა გავუფრთხილდეთ და არავის მივცეთ უფლება, რომ ეს რაღაც საშინელი რამ შემოვიტანოთ, იმიტომ რომ ღმერთი, მოწყალეა, ყველანაირად მოწყალეა და ჩვენ ნუ ვიქნებით ღმერთზე დიდი მოწყალეები, ღმერთს უყვარს ყოველი ადამიანი ისეთი, როგორიც არის და ჩვენ ნუ ჩავთვლით, რომ ღმერთზე მეტი სიყვარული შეგვიძლია. ღმერთი მოგვიწოდებს, რომ ჩვენივე სიკეთისთვის ვიცხოვროთ, ისე როგორც საჭიროა, ქართველებს ეგ არ გვესწავლება, არც ერთი ერისგან და არც ერთი კულტურისგან არ გვესწავლება, თუ რამე კულტურა არსებობს არავისზე ნაკლები კულტურა ჩვენ არ გვაქვს. არავისზე ნაკლები კაცობრიობისთვის არ მიგვიცია და თუნდაც პანდემიის დროს. ასე მცირერიცხოვანმა ერმა, ერთადერთი ერი ვიყავით, რომელმაც ღვთის სიყვარული და ერთგულება შევინარჩუნეთ. აბა გადახედეთ, ყველაზე დიდი რა არის, იმაზე დიდი ომი რა გინდა, მთელი მსოფლიო დააჩოქეს, ჩვენ ვერ დაგვაჩოქეს. არც დავიჩოქებთ, არავინ იფიქროს!

მე გეტყვით, რას ვფიქრობ და როგორ. ყველას გვინდა, არა, ყველას ვერ დავაბრალებ, უმეტესობას გვინდა ცხონება, მე ბავშვობიდან მინდა, რომ ღმერთთან ვიყო, მაგრამ საშუალება რომ მომეცეს, ღმერთმა მითხრას: ,,იაკობ, გაგიყვან ახლა და ჩემთან იქნები” ან არჩევანი მომცეს, რომ ვიცხოვრო და იქ არ მეცოდინება რა როგორ იქნება, მაგრამ, სურვილი მექნება ღმერთთან ვიყო, მუდმივი სურვილი მექნება ამისი მაგრამ ამისათვის რომ ვიბრძოლო  მე ის მირჩევნია და პირდაპირ წაყვანა არ მინდა. მე ასეთი ადამიანი ვარ და ჩემს ახალგაზრდობას და ჩემს ერს ყოველთვის დავიცავ. ჩვენ ქართველები ისე ვართ, ცოცხლები ვიქნებით, თუ იმქვეყნად გავალთ, იქედანაც დავეხმარებით, ყოველთვის. ჩვენ ვართ ვახტანგ გორგასლის ერი, აბა, შეხედეთ არც ერთ ღვთისმეტყველს არ უთქვამს: ,,ეძიებდეთ სიკვდილს ქრისტესთვისო”; ჩვენ ვართ დავით აღმაშენებლის ერი, ჩვენ ვართ თამარის ერი, ჩვენ ვართ ქეთევან წამებულის, ჩვენი უდიდესი დედოფლის ერი და ასევე მრავალი წმინდანის ერი ვართ, ასი ათასი წამებულის ერი ვართ, ექვსი ათასი ბერის ერი ვართ, ასურელი მამების შთამომავლები ვართ და ა. შ. და ა. შ. ვინ უნდა შეგვეხოს და ვინ გვაჯობებს, ჩვენ ქართული ეკლესია, ყოველთვის ვიდგებით იქ, სადაც ხალხს სჭირდება. ჯობია, პოლიტიკოსებიც გაერკვნენ, რა უნდათ და რა არა. გამოვიდნენ და პოლემიკაში შემოვიდნენ, გვაჩვენონ, აი, რა უნდათ და რა არ უნდათ. იმიტომ რომ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ქართველებმა, როგორც ქალის და მამაკაცის ოჯახად დეფინიცია შევიდა, ასევე გადასაწყვეტი გაგვიხდება, რომ ვიღაც სულელებმა, მაპატიეთ, რაღაც ახალი არ მოგვიტანოს, არ მეთანხმებით ამაში? ხომ გვინდა, რომ შვილი შვილი იყოს და ჩვენ ხომ მაგათი სიკეთე გვინდა.

ახლა გვყავდა სტუდენტები წაყვანილი ამერიკაში და ისეთი საოცარი ახალგაზრდები გვყავს, საოცრად ნიჭიერი, კიბერუსაფრთხოებას სწავლობენ და ისინიც გაოცებულები არიან ჩვენების ნიჭიერებით. ისეთი საინტერესო ახალგაზრდა თაობა გვყავს, ალბათ მსოფლიოშიც ყველა ერს საინტერესო ახალგაზრდობა ჰყავს და უნდა გავუფრთხილდეთ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ესენი აქედან არ გავიდნენ, არ გავიდნენ საქართველოდან, აქ დავტოვოთ. განათლება სკოლიდან დაწყებული, უმაღლესშიც საუკეთესო მივცეთ და ჩვენ ქვეყანას ჩვენვე უნდა მივხედოთ. ისე უნდა დავაფასოთ, რომ სხვებმაც დაგვაფასონ. სირცხვილია, რა, მე ვინ უნდა გამიბედოს, მე ხომ დავდივარ უცხოეთში, არავინ მკადრებს, რომ მაგ თემებზე ლაპარაკი დამიწყოს, რასაც ჩვენი ზოგიერთი პოლიტიკოსი კადრულობს. რომ ჩადიან იმათ ისე დაელაპარაკებიან, იმიტომ, რომ გამყიდველებს სხვანაირად ვერ დაელაპარაკები.

ღმერთმა დაგლოცოთ გაგახაროთ სულიწმინდის მადლით აღგავსოთ. ახალგაზრდებს გავუფრთხილდეთ, ნურაფრის ნუ შეგვეშინდება, ერთხელ ვცხოვრობთ და სხვებიც ერთხელ ცხოვრობენ და ისიც ნუ დაავიწყდებათ. არავის ვემუქრები მაგრამ ჩვენების დაჩაგვრის საშუალებას არავის არ მივცემთ.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ ჩვენი პატრიარქი, ჩვენი წმინდა სინოდი, მთავრობა და მხედრობა და ყველა ადამიანი, ვინც საქართველოშია და ვისთვისაც ძვირფასია ღმერთი, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ახალგაზრდობა და ზოგადად, ერი, ყველა დალოცოს უფალმა. ვისთვისაც არა-გზა ხსნილია, შეუძლიათ თუ ჩვენთან არ მოწონთ, სადაც უკეთესია იქ წაბრძანდნენ. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ. ჩვენ იმის ძალა შეგვწევს, ნებისმიერ ძალას შინაური იქნება თუ უცხო, რუსით დაწყებული ნებისმიერი ერით დამთავრებული, წინ აღვუდგეთ და მე მჯერა, რომ მალე დადგება ის დრო, რომ საქართველო გამთლიანდება. ჩვენ ღმერთს უნდა ვანახოთ ვინ ვართ და როგორები ვართ. ეს ერთგულება არ დავუვიწყოთ ღმერთს და დღეს, თუ წართმეული გვაქვს ტერიტორიები აუცილებლად ყველა ტერიტორიები უნდა დავიბრუნოთ, აბსოლიტურად. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ!”-ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი.

10 მარტი. 2024

 

გაზიარება2

დაკავშირებული -პოსტები

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება – სიახლე მძღოლებისთვის

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება. კირცხალიას თქმით, წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული და პროპორციული....

დაწვრილებითDetails

ერთ დღეში 1 გრამი “ბაჯაღლო” 13 ლარით გაიაფდა- რა ღირს ოქრო

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
ეკონომიკა

მსოფლიოში ოქროს კვლავ გაიაფდა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 174 დოლარი ღირს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 1.21%-ით შემცირდა. რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 20 ივნისისთვის

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6505 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6505 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6527 ლარი იყო. შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

“მოსამართლის თანაშემწემ დამირეკა და მითხრა, რომ ია დარახველიძის ნაწილშიც სასჯელი 3 წლიანი პატიმრობა კი არა, 5 წელია”- ადვოკატი

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
“მოსამართლის თანაშემწემ დამირეკა და მითხრა, რომ ია დარახველიძის ნაწილშიც სასჯელი 3 წლიანი პატიმრობა კი არა, 5 წელია”- ადვოკატი
მთავარი

ადვოკატ რევაზ აჭარაძის განმარტებით, მოსამართლე გიორგი გელაშვილს ია დარახველიძის ნაწილში სასჯელის ზომა, რომლის მიხედვითაც, მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, შეეშალა. როგორც აჭარაძე განმარტავს, მას მოსამართლის თანაშემწე დაუკავშირდა და უთხრა, რომ...

დაწვრილებითDetails

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ია დარახველიძეზე ქვეყნის მასშტაბით ძებნა გამოცხადდა

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ია დარახველიძეზე ქვეყნის მასშტაბით ძებნა გამოცხადდა
მთავარი

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულ ია დარახველიძეზე ქვეყნის მასშტაბით ძებნა გამოცხადდა. ია დარახველიძე დღეს მის მიმართ გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია, რის გამოც, განაჩენის აღსასრულებლად მასზე თავდაპირველად,...

დაწვრილებითDetails

4 ოქტომბრის საქმეზე, ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
სასამართლო ირაკლი ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს
მთავარი

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი - ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ...

დაწვრილებითDetails

„მოსალოდნელია ნალექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება“ – სინოპტიკოსები მოსალოდნელი ამინდის შესახებ გვაფრთხილებენ

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 19 ივნისის დღის ბოლოდან 22 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან – ძლიერი. სინოპტიკოსების პროგნოზით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. „საქართველოს მდინარეებზე ნარჩუნდება...

დაწვრილებითDetails

ნიკეას ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია 4 თვე გაგრძელდება – რას აცხადებენ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
გვწამლავენ ცოცხლად, ფანჯრებს ვერ ვაღებთ – რა ვითარებაა ნიკეას ნაგავსაყრელზე და რას აცხადებენ ნარჩენების მართვის კომპანიაში
მთავარი

ქუთაისის ნიკეას დასახლებაში ისტორიული ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება, ამის შესახევ "მეგა ტვ"-ს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც თვის ბოლოს...

დაწვრილებითDetails

“ძალიან ტკბილო და ძალიან მწარევ ლილეკუნა…” – გოგონა, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
“ძალიან ტკბილო და ძალიან მწარევ ლილეკუნა…” – გოგონა, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა
მთავარი

სოციალურ ქსელში ტრაგიკული ამბავი გავრცელდა. გარდაიცვალა მოზარდი, რომელიც 13 ივნისს მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა. მოზარდი წყლიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს. მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, გოგონა თურქეთში...

დაწვრილებითDetails

„მიწამ როგორ უნდა მიგიღოს, ჩემო ლამაზო, გოგო…“ – 21 წლის ბაიკერს ემშვიდობებიან

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
„მიწამ როგორ უნდა მიგიღოს, ჩემო ლამაზო, გოგო…“ – 21 წლის ბაიკერს ემშვიდობებიან
მთავარი

თბილისში, 21 წლის ბაიკერი ტრაგიკულად დაიღუპა. ელენე ექვთიმიშვილი ვარკეთილში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა. როგორც ირკვევა, გოგონა სოციალურ ქსელში აქტიური იყო და მას ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა. დაღუპულს ახლობლები ემშვიდობებიან. „რამხელა ტკივილი ხარ,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"