LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
კლინიკებს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზეც შეამოწმებენ

პაციენტთა ნაწილს სტაციონარულ სერვისზე წვდომა ეზღუდება – ანგარიში ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროზე

დაპოსტა 2024/03/11-ში
A A
14
ნახვა
გაზიარება

საქართველოში, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში საწოლფონდის რაოდენობა და დაფინანსების წესი პაციენტთა ნაწილს სტაციონარულ სერვისზე წვდომის შესაძლებლობას უზღუდავს და ლოდინის დროს ახანგრძლივებს. ამასთან, ფსიქიატრიულ საწოლებს ის პაციენტები იკავებენ, რომელთა გაწერაც ვერ ხერხდება არა კლინიკური მდგომარეობის, არამედ ალტერნატიული საცხოვრებლის არქონის გამო – ოჯახის წევრები ხშირად პაციენტთა მიღებაზე უარს აცხადებენ, – ასეთია მოკვლევის შედეგი, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობისა და გამოწვევების საკითხზე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ფარგლებში შექმნილმა თემატური მოკვლევის ჯგუფმა დადო.

მოკვლევა 2023 წლის ივნისში დაიწყო, დეკემბერში დასრულდა – დასკვნითი დოკუმენტი კი დღეს გახდა ცნობილი.

მოკვლევის პროცესში მონაწილეობდნენ და მოკვლევის საკითხზე დასაბუთებულ პოზიციებს წარადგენდნენ: ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების პროვაიდერები, სფეროს ექსპერტები, საკითხით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტთა აღმასრულებელი ორგანოები, ჯანდაცვის სამინისტროა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მომხმარებლები.

თემატური მოკვლევის ჯგუფის ინფორმაციით, თვალსაჩინოა საწოლფონდის პრობლემა. გამოკითხული პირები აღნიშნავენ, რომ ამჟამად ქვეყანაში ამბულატორიული და სტაციონარული სერვისების ხელმისაწვდომობის პრობლემას თანამედროვე ტიპის ფსიქიატრიული კლინიკების, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრებისა და ზოგადი პროფილის საავადმყოფოების ფსიქიატრიულ განყოფილებათა სიმცირე ქმნის.

ამ ეტაპზე საქართველოში ფუნქციონირებს 11 სტაციონარული დაწესებულება მოზრდილთათვის და 2 დაწესებულება – მოზარდებისა და ბავშვებისთვის.

საწოლფონდის რესურსს ამცირებს პაციენტთა რიცხვის დინამიკაში ზრდა პენიტენციური სისტემიდან გადმოყვანილი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირების გამო.

„გასვლითი ვიზიტისას გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ იძულებით მკურნალობაზე მყოფმა პაციენტებმა საწოლების მნიშვნელოვანი წილი დაიკავეს.

ასეთია საწოლფონდის რაოდენობა 2020-2023 წლებში: 2023 წელი – 1 328; 2022 წელი – 1215; 2021 წელი – 1205; 2020 – 1 495.

2023 წლის აგვისტოს მონაცემებით, საწოლფონდის საერთო რაოდენობიდან 485-ს სასამართლო ფსიქიატრიის პაციენტები იკავებდნენ.

საწოლფონდის პრობლემას ხელს უწყობს ის ფაქტიც, რომ ქრონიკული ფსიქიკური აშლილობების მქონე პაციენტთა ნაწილი, საკუთარ თემსა და ოჯახში მიმღებლობის პრობლემათა გამო კლინიკას ვერ ტოვებს. შესაბამისი საცხოვრისისა და ზრუნვის სერვისის შეთავაზება მათ მდგომარეობას საგრძნობლად შეამსუბუქებდა და საწოლებსაც გამოათავისუფლებდა“, – ვკითხულობთ პარლამენტის თემატური ჯგუფის მიერ მომზადებულ დასკვნით დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, მუნიციპალიტეტთა ნაწილში სტაციონარული მომსახურება საერთოდ არ გვხვდება, ხოლო იქ, სადაც მომხმარებლებს მსგავსი ტიპის სერვისს სთავაზობენ, საწოლფონდის პრობლემა არსებობს. გარკვეულ რეგიონებში საწოლფონდი ზრდის ტენდენციას ამჟღავნებს, თუმცა სერვისის პროვაიდერები გაზრდილ მიმართვიანობას ვერ აკმაყოფილებენ.

“უნდა აღინიშნოს, რომ სტაციონარული საწოლები არ გვხვდება გურიაში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში და სამცხე ჯავახეთში“, – წერია ანგარიშში.

აღსანიშნავია, რომ საწოლფონდის პრობლემა დაფინანსების მეთოდოლოგიასთან კავშირში განიხილება. ექსპერტთა მითითებით, სტაციონარში ადგილების გადატვირთვას ხელს უწყობს ის, რომ სერვისის მიმწოდებლები მაქსიმალურად ტვირთავენ კლინიკებს (საწოლდღეების სრულად ათვისებით) სრული დაფინანსების ასაღებად. ასეთ გარემოებებში სტაციონარები სულ გადატვირთულია.

“საწოლფონდისთვის ბიუჯეტის გაზრდა ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს – მნიშვნელოვანია, აქცენტი დაფინანსების მეთოდოლოგიის შეცვლაზე გაკეთდეს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

გაზიარება6

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა მანანა ტურფა ნებულიშვილი. "#5 ფილიალის თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი ძვირფასი კოლეგისა და მეგობრი მანანა ტურფა ნებულიშვილის  გარდაცვალების გამო ​შეუძლებელია სიტყვებით იმ დიდი...

დაწვრილებითDetails

“ტიკ-ტოკერი” ზურაბ კენჭიაშვილი დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
“ტიკ-ტოკერი” ზურაბ კენჭიაშვილი დააკავეს
მთავარი

სამართალდამცველებმა "ტიკ-ტოკერი" ზურაბ კენჭიაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სასამართლომ 20 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სამართალდამცველებმა, მოქალაქე ზურაბ კენჭიაშვილი, სოციალური ქსელ „ტიკ-ტოკის“ მეშვეობით მოქალაქეებისთვის, მათ შორის არასრულწლოვანისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე...

დაწვრილებითDetails

20 წლის ბიჭი შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
სამეგრელოში მერვე კლასელი გოგო სავარაუდოდ მამამ გააუპატიურა
მთავარი

კახეთში 20 წლის ახალგაზრდას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 25 წლის გოგოს გაუპატიურებას ედავებიან - ინფორმაციას გამოცემა მთავარი ამბები კახეთიდანავრცელებს. როგორც ადგილობრივებმა გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან” უთხრეს, გოგომ და ბიჭმა ერთმანეთი სოციალური...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა
მთავარი

სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა, საჯავახოს მონაკვეთზე. ინფომრაციას "მთავარი ამბები" ავრცელებს. არსებული ინფორმაციით,ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა . შედეგად დაშავდა ერთი ტრაილერის მძღოლი. შსს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე...

დაწვრილებითDetails

საქართველოში უცხო ქვეყნის 50 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 50 უცხოელი არალეგალი, მათ შორის – ნიგერიის, ავღანეთის, აზერბაიჯანის, ირანის,...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანი შვილიშვილის იძულებით ქორწინების ბრალდებით ბებია დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
შეიძლება თუ არა მაისში ქორწინება? – რას ამბობს რელიგია
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით,...

დაწვრილებითDetails

გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს
მთავარი

გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე 25 წლის კაცი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 26 წლის ამინა ბიკბოვა გაგრაში დასასვენებლად იმყოფებოდა. მას შემდეგ,...

დაწვრილებითDetails

პატარა ანგელოზი ცის სასუფეველს შეუერთდა – ცნობილია ავარიაში დაღუპული ბავშვის ვინაობა

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
პატარა ანგელოზი ცის სასუფეველს შეუერთდა – ცნობილია ავარიაში დაღუპული ბავშვის ვინაობა
მთავარი

ხელვაჩაურში ავარიის შედეგად დაღუპული მცირეწლოვანი სანი ცეცხლაძეა. „ბაგა ბაღ „სანშაინს“ უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს. ჩვენს ბაღს მისი პატარა ანგელოზი, სანი, მოაკლდა. დღეს გლოვობს არა მხოლოდ ჩვენი ბაღი და ჯგუფი „ცისარტყელა“....

დაწვრილებითDetails

ლოცა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

28 სექტემბერს ალავერდობაა. 13 ასურელი მამათაგანის იოსებ ალავერდელის ხსენების დღე. ტროპარი იხარებს დღეს დღესასწაულსა შენსა ერი ქართველთა და თაყუანის-ცემასა შესწირვენ ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი მამაი, მზრუნველი და მეოხი, და შეიცვენ...

დაწვრილებითDetails

 დღეს ალავერდობაა

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
ალავერდის ეპარქია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

დღეს ალავერდობაა - მართლმადიდებელი ეკლესია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, იოსებ ალავერდელის ხსენებას აღნიშნავს. განსაკუთრებულია ზეიმია ალავერდის მონასტერში - მიტროპოლიტმა დავითმა, ეპარქიის წარმომადგენლებთან ერთად ღამისთევის მსახურება აღავლინა. დღესასწაულთან დაკავშირებით ალავერდში მორწმუნეები...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"