ბათუმის 22-ე საჯარო სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს. როგორც ცნობილია გარდაიცვალა ამავე სკოლის მოსწავლე ანანო კობალაძე. როგორც ახლობლები კომენტარებში წერენ, გოგონას მოულოდნელად ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.
“სევდიანი გაზაფხულია დაგვიდგა სკოლაში
ირგვლივ ყველაფერს სევდის ფერი შემოაწვა
დავმუნჯდით,ერთმანეთს სასოწარკვეთილი თვალებით შევსცქერით
გაგვიფრინდა ჩვენი ანგელოზი გოგო
ენით აუღწერელ სიცარიელესა და ტკივილს განვიცდით ყველა.სიცოცხლით სავსე,კისკისა და სხარტულა გოგო,შენი არსებობით რომ ათბობდი და ალამაზებდი სამყაროს
სიფრიფანა,ნატიფი და მომღიმარი სახის ანგელოზო ასე დაამახსოვრდები შენს მშობლიურ სკოლას ჩვენო დიდო ტკივილო” – წერს ბათუმის 22-ე საჯარო სკოლა









