LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პანდემიის გავლენა იკომერსზე

ComCom-მა სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევის მეთოდოლოგია დაამტკიცა

დაპოსტა 2024/02/22-ში
A A
40
ნახვა
გაზიარება

კომუნიკაციების კომისიამ „ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგია და პროცედურები“ დაამტკიცა, რომელიც  ევროკავშირში მოქმედ სატელეკომუნიკაციო ბაზრის ანალიზის მიდგომებთან სრულ შესაბამისობაშია და ევროპულ საუკეთესო პრაქტიკას ეყრდნობა. აღნიშნული მეთოდოლოგიით სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევა ევროკავშირში მოქმედი სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება, რაც ხელს შეუწყობს ტელეკომ ბაზრის განვითარებას და კონკურენტული პირობების ჩამოყალიბებას,  ეს კი, თავის მხრივ, ქართველი მომხმარებლისთვის შეთავაზებული სატელეკომუნიკაციო მომსახურებების პირობების გაუმჯობესებას განაპირობებს.

კერძოდ, დოკუმენტი სატელეკომუნიკაციო ბაზრის წინასწარი რეგულირების მიზნით, მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრის, აღნიშნულ სეგმენტებზე კონკურენციის კვლევის, ასევე, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე პირების გამოვლენისა და მათთვის სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრების გამჭვირვალე პროცედურებს და სტანდარტებს ადგენს. მეთოდოლოგიის მიხედვით, პოტენციურად რეგულირებას დაქვემდებარებადი ბაზრის შესაბამისი სეგმენტი განისაზღვრება ე.წ. სამი კრიტერიუმის ტესტზე დაყრდნობით, რაც ევროკავშირის სატელეკომუნიკაციო სფეროს რეგულირების მთავარი საფუძველია და ბაზრის ანალიზს ყველა არსებითი გარემოებისა თუ სექტორის მუშაობის სრული მექანიზმის გათვალისწინებით უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების კომისიამ ბაზრის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების ცვლილებების პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ 2018 წელს, ევროკავშირის საჯარო სამსახურების „დაძმობილების პროგრამის“ (Twinning) ფარგლებში დაიწყო, სადაც შეიქმნა ცვლილებების პირველადი პროექტი, ხოლო, 2019 წელს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროექტის ფარგლებში, შემუშავდა პროექტის განახლებული ვერსია. აღნიშნული დოკუმენტი Twinning Review Mission-ის ფარგლებში, კიდევ ერთხელ გადაიხედა, რის შემდეგაც, 2022 წელს, ევროკომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) ფარგლებში, ევროპელმა ექსპერტებმა პროექტთან დაკავშირებით დამატებითი რეკომენდაციები წარმოადგინეს. საბოლოოდ, დოკუმენტის რევიზია 2023 წელს, „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარება II“-ის (AA Facility II) ექსპერტების მიერ განხორციელდა, რის შემდეგაც, კომუნიკაციების კომისიამ დაინტერესებულ მხარეებს პროექტის გაცნობის, მოსაზრებების წარმოდგენისა და მათი განხილვის შესაძლებლობა როგორც არაოფიციალური კონსულტაციების, ასევე, საჯარო კონსულტაციების მიმდინარეობისას მისცა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2014 წელს ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობა სრულფასოვნად უნდა დაუახლოვდეს ევროპულს, რისთვისაც აუცილებელია ჩატარდეს სატელეკომუნიკაციო ბაზრის ანალიზი და რეგულირების მიზნით, სავალდებულოდ შესასწავლი ბაზრები ევროპული რეკომენდაციებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისი მეთოდოლოგიით შეფასდეს, რაც საცალო ბაზარზე კონკურენციის ეფექტიანობის გაზრდასა და საბითუმო სეგმენტზე დაშვების პირობების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

გაზიარება16

დაკავშირებული -პოსტები

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   თავი შეიკავეთ ფულის ვალად გაცემის, ან აღებისგან, თუნდაც საგარანტიო ვალდებულებებით. ეს თქვენი მხრიდან უგუნური საქციელი იქნება, ამ ეტაპზე. მოერიდეთ ეჭვიანობას.     კურო   იმისათვის, რომ სასურველი შედეგი...

დაწვრილებითDetails

პატრიარქმა ბოლო წლებში გაატარა იმ კაცის კონტროლის ქვეშ, რომელსაც ის მთელი გულით ეზიზღებოდა- სააკაშვილი

by თამარა ქავთარაძე
მარტი 20, 2026
0
,,ივანიშვილი და მისი გუნდი საერთოდ მოწყვეტილია რეალობას” – სააკაშვილი
მთავარი

მიხეილ სააკაშვილი პატრიარქის გარდაცვალებას ვრცელი პოსტით ეხმაურება: პატრიარქმა ბოლო წლებში გაატარა იმ კაცის კონტროლის ქვეშ, რომელსაც ის მთელი გულით ეზიზღებოდა. როდესაც ივანიშვილი პირველად გავიცანი 2004 წელს (ის შევარდნაძის დროს დამკვიდრდა...

დაწვრილებითDetails

გიერთდებით ლოცვაში – რომის პაპმა წმინდა სინოდს გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა

by მეგა TV
მარტი 20, 2026
0
გიერთდებით ლოცვაში – რომის პაპმა წმინდა სინოდს  გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა
All news

რომის პაპმა, ლეონ XIV-მ პატრიარქის თანამოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიოსა და წმინდა სინოდს ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა. "მის მაღალ ყოვლადუსამღვდელოესობას, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, თანამოსაყდრეს, საქართველოს მართლმადიდებელი...

დაწვრილებითDetails

საქართველო ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა ოდენობით წამყვან 20-ეულშია

by თამარა ქავთარაძე
მარტი 20, 2026
0
საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს – NDI
მთავარი

EUAA-ს 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელი ქვეყნების ტოპ 20-ში (მე-17 ადგილი) მოხვდა. 🇬🇪 2025 წელს ევროკავშირში თავშესაფარი საქართველოს 15 295 მოქალაქემ მოითხოვა 🔹 დადებითი გადაწყვეტილება უკიდურესად დაბალია...

დაწვრილებითDetails

რა ვიცით პატრიარქის ანდერძის შესახებ

by თამარა ქავთარაძე
მარტი 20, 2026
0
რა ვიცით პატრიარქის ანდერძის შესახებ
მთავარი

ახალქალაქის, კარის და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განმარტებით, როდესაც სასულიერო პირები ამბობენ, რომ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე ანდერძის მიხედვით იკრძალება სიონის საპატრიარქო ტაძარში, გულისხმობენ მის სიტყვიერ დანაბარებს. “მან მიმითითა ადგილი, მაჩვენა...

დაწვრილებითDetails

ანანურის მიმდებარედ 19.4 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია იგეგმება

by მეგა TV
მარტი 20, 2026
0
ანანურის მიმდებარედ 19.4 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია იგეგმება
მთავარი

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 37–კმ 56 მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული ტენდერის თანახმად, საპროექტო ტერიტორია ანანურთან მდებარეობს. ტექნიკური დავალების მიხედვით, რეაბილიტაცია 19.4 კმ სიგრძის...

დაწვრილებითDetails

ელექტროენერგიის გამომუშავება 15.8%-ით გაიზარდა – როგორია ღირებულება

by მეგა TV
მარტი 20, 2026
0
სემეკმა „თელასი“ და „ენერგო პრო ჯორჯია“ ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა
მთავარი

თებერვალში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 15.8%-ით, მოხმარება 1.8%-ით გაიზარდა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაშია საუბარი. უფრო კონკრეტულად, პუბლიკაციის მიხედვით, 2026 წლის თებერვალში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 995 გვტ....

დაწვრილებითDetails

„ავტომობილების გაძვირება უკვე დაწყებულია

by მეგა TV
მარტი 20, 2026
0
ცნობილია, ვინ გათავისუფლდება ტრანსპორტის მართვის უფლების შეჩერებისგან, ერთჯერადად
მთავარი

„ავტომობილების გაძვირება უკვე დაწყებულია“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ავტომობილებზე აქციზის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით კომპანია HOA Auto Import-ის დამფუძნებელმა, რეზო ტაბატაძემ განუცხადა. მისივე თქმით, ფასების ზრდის ტენდენცია მხოლოდ ავტომობილების იმპორტის ნაწილში არ იქნება...

დაწვრილებითDetails

ოქროს ფასი შეიცვალა

by მეგა TV
მარტი 20, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასი ისევ გაიზარდა. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 727 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 2.70%-ით გაზრდილი მაჩვენებელია....

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 21 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 20, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7231 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7231 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7264 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"