ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იწყებს მის უცხოურ ვიზიტს ბრიუსელიდან. როგორც ჩვენმა მოქალაქეებმა იციან, ამ ვიზიტის პირობებში 2 მთავარი განზომილება იქნება, ერთი არის ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაცია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით გაემგზავრა.
როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს საქართველოს დელეგაციას ასოცირების საბჭოს ფარგლებში, რომელიც არის მთავარი პლატფორმა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების, საქართველოს და ევროკავშირის.
„ვფიქრობ, რომ პირველად ხდება, როდესაც უკვე ქვეყანა, რომელსაც აქვს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, სწორედ ამ ფორმატში აგრძელებს თანამშრომლობას ევროკავშირთან და ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომ ის სწორედ ბრიუსელში ჩამობრძანდა ასოცირების საბჭოს ჩასატარებლად.
ასევე გვექნება ჩვენ ნატო-საქართველოს კომისია, რომელიც ჩვენი მეორე მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია. შესაბამისად, ესეც არის მთავარი პლატფორმა ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის. შესაბამისად, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს ამ კომისიას. ვფიქრობ, რომ ზოგადად, ამ პირველი ვიზიტით ბრიუსელში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყება, ახალი იმპულსი შემოვა ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების გაძლიერების და აქსელერაციის. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხვალ პრემიერ-მინისტრი დაიწყებს ამ ძალიან მნიშვნელოვან და ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისთვის ძალიან მნიშვნელოვან ვიზიტს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით პროგრესი მომდინარეობს ყოველდღიური რეფორმების განხორციელებით, თანმიმდევრული მიდგომით სხვადასხვა მიმართულებით.
„ვიცით, რომ ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში გვქონდა ძალიან დინამიური საკანონმდებლო აქტივობები. საქართველოს პარლამენტმა უამრავი კანონი შეიმუშავა, უამრავ კანონში შეიტანა ცვლილებები, რომელსაც შესაბამისობაში მოჰყავს ჩვენი ინსტიტუციური და სამართლებრივი თავსებადობა ევროკავშირთან. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გრძელდება. რეფორმები არ არის ერთდღიანი პროცესი. ეს მოითხოვს დროს, ძალისხმევას, რომლის მიმართულებითაც ჩვენს ხელისუფლებას აქვს ძალიან ცალსახა დამოკიდებულება, პასუხისმგებლობა აღებული და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ სწორედ ეს რეფორმები, ეს თანმიმდევრული საკანონმდებლო აქტივობები არის გზა ჩვენი შემდგომი დაახლოების, ჩვენი შემდგომი პროგრესის, ინტეგრაციის და შესაბამისად, ეს პროცესი გაგრძელდება. რა თქმა უნდა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება საუბარი.
რაც შეეხება სექტორულ თანამშრომლობას, ერთია ჩვენი პოლიტიკური აფილირება და ასოციაცია ევროპულ ოჯახთან, ევროკავშირთან და მეორეა უკვე პრაქტიკულ განზომილებაში ჩვენი ინტეგრაცია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ის, რომ ჩვენმა თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს ის სარგებელი, რასაც ჰქვია ევროპული ინტეგრაცია. სექტორული თანამშრომლობა სწორედ ამას ნიშნავს. პრემიერ-მინისტრის დელეგაციაში ასევე ბრძანდება პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, რომელიც, რა თქმა უნდა, თავის ნაწილშიც ისაუბრებს იმ პერსპექტივებზე, რომელიც მომავალში გვექნება. სექტორული თანამშრომლობა ბევრი მიმართულებით და ბევრი განზომილებით, გარდა პოლიტიკური განზომილებისა, ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი ხვალისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი კომპონენტების და მეტი შესაძლებლობების იდენტიფიცირება მოვახდინოთ იმისთვის, რომ საქართველომ უკვე პრაქტიკულ დონეზე გააგრძელოს ევროპული ინტეგრაცია“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ქუთაისის ავთანდილ დეკანოიძის სახელობის 32-ე და სსიპ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხის საჯარო სკოლები სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნანა მარღანია მსოფლიო კონკურსის ETF New Learning Award 2026 გამარჯვებული გახდა. ETF New Learning...
კომპანია Meta-ში შემავალი სოციალური პლატფორმები Facebook, Messenger, Instagram გაითიშა. მომხმარებელს აღნიშნული პლატფორმების საიტებზე წვდომა შეზღუდული აქვს. მომხდარის ოფიციალური მიზეზი უცნობია. კომპანია Meta-ს განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია. აღსანიშნავია, რომ Meta-ში შემავალი...
მომსახურების სააგენტო ახალ ინფორმაციას ავრცელებს: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები საგამოცდო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, 15 ივნისიდან ოზურგეთსა და ახალციხეში, მარშრუტების ცვლილება განხორციელდება. ოზურგეთში - სატრანსპორტო საშუალების „B“ და „BE“ კატეგორიის...
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6577 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6586 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009...
ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის გამართული გუშინდელი შეხვედრა ტექნიკური დონის შეხვედრა იყო, რომელიც ფოკუსირებული იყო ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების გამომწვევ საკითხებზე, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა „ევროსკოპის“...
მთლიანობაში ოპოზიცია არის სუსტი და სისუსტის პირობებში რთულია მათთვის ერთმანეთთან თანამშრომლობა. ერთმანეთიც კი არ მოსწონთ, როგორ უნდა მოაწონონ ქართველ ხალხს თავი?! - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციას არ...
თქვენი მოგონილი სასჯელები არ და ვერ გამაჩერებს! - ბოლომდე!, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია საპატიმროდან გავრცელებულ მიმართვაში წერს. ხოშტარია წერს, რომ ის 2022 წლიდან მუშაობს „მოღალატე რუსების დასანქცირებაზე“ და...
პოლიციის პოლკოვნიკი გოგა მემანიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია Facebook-ის გვერდზე - „ყველაფერი პოლიციის შესახებ" გამოქვეყნდა, რასაც შს სამინისტროს პრესსამსახური ადასტურებს. უწყება ადასტურებს, რომ...
დაინტერესებული მხარეები ცდილობენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნა მანიპულაციური განცხადებებით ცესკო-ს დისკრედიტაციისთვის გამოიყენონ,-ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) განცხადებაშია აღნიშნული. ცესკო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს,...
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესორ დავით ზაუტაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომპიუტერული ტექნოლოგიების დეპარტამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის,...