LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ილია დარჩიაშვილი – პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს საქართველოს დელეგაციას ასოცირების საბჭოს ფარგლებში

ილია დარჩიაშვილი – პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს საქართველოს დელეგაციას ასოცირების საბჭოს ფარგლებში

დაპოსტა 2024/02/19-ში
A A
26
ნახვა
გაზიარება

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იწყებს მის უცხოურ ვიზიტს ბრიუსელიდან. როგორც ჩვენმა მოქალაქეებმა იციან, ამ ვიზიტის პირობებში 2 მთავარი განზომილება იქნება, ერთი არის ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაცია, –  ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით გაემგზავრა.
როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს საქართველოს დელეგაციას ასოცირების საბჭოს ფარგლებში, რომელიც არის  მთავარი პლატფორმა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების, საქართველოს და ევროკავშირის.
„ვფიქრობ, რომ პირველად ხდება, როდესაც უკვე ქვეყანა, რომელსაც აქვს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, სწორედ ამ ფორმატში აგრძელებს თანამშრომლობას ევროკავშირთან და ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომ ის სწორედ ბრიუსელში ჩამობრძანდა ასოცირების საბჭოს ჩასატარებლად.
ასევე გვექნება ჩვენ ნატო-საქართველოს კომისია, რომელიც ჩვენი მეორე მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია. შესაბამისად, ესეც არის მთავარი პლატფორმა ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის. შესაბამისად, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს ამ კომისიას. ვფიქრობ, რომ ზოგადად, ამ პირველი ვიზიტით ბრიუსელში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყება, ახალი იმპულსი შემოვა ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების გაძლიერების და აქსელერაციის. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხვალ პრემიერ-მინისტრი დაიწყებს ამ ძალიან მნიშვნელოვან და ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისთვის ძალიან მნიშვნელოვან ვიზიტს“, –  განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით პროგრესი  მომდინარეობს  ყოველდღიური რეფორმების განხორციელებით, თანმიმდევრული მიდგომით სხვადასხვა მიმართულებით.
„ვიცით, რომ ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში გვქონდა ძალიან დინამიური საკანონმდებლო აქტივობები. საქართველოს პარლამენტმა უამრავი კანონი შეიმუშავა, უამრავ კანონში შეიტანა ცვლილებები, რომელსაც შესაბამისობაში მოჰყავს ჩვენი ინსტიტუციური და სამართლებრივი თავსებადობა ევროკავშირთან. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გრძელდება. რეფორმები არ არის ერთდღიანი პროცესი. ეს მოითხოვს დროს, ძალისხმევას, რომლის მიმართულებითაც ჩვენს ხელისუფლებას აქვს ძალიან ცალსახა დამოკიდებულება, პასუხისმგებლობა აღებული და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ სწორედ ეს რეფორმები, ეს თანმიმდევრული საკანონმდებლო აქტივობები არის გზა ჩვენი შემდგომი დაახლოების, ჩვენი შემდგომი პროგრესის, ინტეგრაციის და შესაბამისად, ეს პროცესი გაგრძელდება. რა თქმა უნდა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება საუბარი.
რაც შეეხება სექტორულ თანამშრომლობას, ერთია ჩვენი პოლიტიკური აფილირება და ასოციაცია ევროპულ ოჯახთან, ევროკავშირთან და მეორეა უკვე პრაქტიკულ განზომილებაში ჩვენი ინტეგრაცია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ის, რომ ჩვენმა თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს ის სარგებელი, რასაც ჰქვია ევროპული ინტეგრაცია. სექტორული თანამშრომლობა სწორედ ამას ნიშნავს. პრემიერ-მინისტრის დელეგაციაში ასევე ბრძანდება პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, რომელიც, რა თქმა უნდა, თავის ნაწილშიც ისაუბრებს იმ პერსპექტივებზე, რომელიც მომავალში გვექნება. სექტორული თანამშრომლობა ბევრი მიმართულებით და ბევრი განზომილებით, გარდა პოლიტიკური განზომილებისა, ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი ხვალისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი კომპონენტების და მეტი შესაძლებლობების იდენტიფიცირება მოვახდინოთ იმისთვის, რომ საქართველომ უკვე პრაქტიკულ დონეზე გააგრძელოს ევროპული ინტეგრაცია“,  – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
გაზიარება10

დაკავშირებული -პოსტები

იმერეთში ე.წ. ,,ქურდულ სამყაროსთან” კავშორში მყოფი 4 პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
მთვრალმა პოლიციელმა 13 პატიმარი გაათავისუფლა, რათა ახალი წელი აღენიშნათ (უცხოეთი)
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს...

დაწვრილებითDetails

დააკავეს წითელი ცირკულარით ძებნილი პირი

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ბათუმში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თურქეთში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის,...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.   მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია პირი, ვინც მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრა

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრნენ – ვრცელდება ვიდეოკადრები
მთავარი

დაკავებულია პირი, ვინც ბათუმში მეტეოროლოგ და და "აჭარის ტელევიზიის" თანამშრომელ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრა - ხელბორკილები დაადეს კიდევ ერთ პირს.   ბათუმში მომხდარი ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისსა და წყალტუბოში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ქუთაისსა და წყალტუბოში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს.  ...

დაწვრილებითDetails

რა ხდებოდა წუხელ მლეთაში, სადაც 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ძებნა დაიწყეს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის საქ­მე - გუშინ გვიან ღამით შსს-მ მლეთაში, იმ ტე­რი­ტო­რი­ის ხე­ლა­ხა­ლი შე­მოწ­მე­ბა და­ი­წყო, სა­ი­და­ნაც 2014 წელს და­კარ­გუ­ლი ბიჭის კვა­ლი გაქ­რა. საგამოძიებო მოქმედებების ადგილას იმყოფებოდა გურამ დადიანიძის დედა სოფო...

დაწვრილებითDetails

11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი   აქტიური დღე გელით. შესაძლოა მოულოდნელი საქმე ან ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს. ემოციურ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ. სიყვარულში გულწრფელი საუბარი ბევრ რამეს გაარკვევს.   კურო   ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. დაუგეგმავი ხარჯი...

დაწვრილებითDetails

11 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება ამიერ კავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი შედარებით ცივი და სამხრეთით მდგარი ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე...

დაწვრილებითDetails

დღეს წმინდა ნიკოლოზ საკვირველმომქმედის შობის დღეა.

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
დღეს წმინდა ნიკოლოზ საკვირველმომქმედის შობის დღეა.
მთავარი

11 აგვისტო წმიდა ნიკოლოზ საკვირველმომქმედის შობის დღეა. გილოცავთ! წმიდაო ნიკოლოზ - ევედრე უფალს ჩვენთვის და სრულიად საქართველოსთვის. ამინ.

დაწვრილებითDetails

ჩემი და თითქმის ერთი საათის განმავლობაში იდგა წყალში და ბავშვებს არ უშვებდა – რა მოხდა ერთ-ერთ მდინარეზე

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ჩემი და თითქმის ერთი საათის განმავლობაში იდგა წყალში და ბავშვებს არ უშვებდა – რა მოხდა ერთ-ერთ მდინარეზე
მთავარი

,,ეს პოსტი იმიტომ გადავწყვიტე დამეწერა, რომ მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი მოხდა, იმდენი ადამიანი მირეკავს და მწერს, ფიზიკურად აღარ მაქვს იმის ძალა, ყველას სათითაოდ მოვუყვე, რა მოხდა. ამიტომ მინდა, ერთხელ,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"