გამოცემა “მედუზა” რუსულ უფლებადამცველ ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერს , რომ ალექსეი ნავალნის სიკვდილის შემდეგ, რუსეთის 8 ქალაქში აქციები გაიმართა.
“ოვდ-ინფოს” მიხედვით, ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე სამართალდამცველებმა 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მოქალაქეები დააკავეს მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, კრასნოდარში, ტვერში, ტაგანროგში, ნიჟნი ნოვგოროდში, როსტოვსა და მურმანსკში.










