LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
იმერეთში დაფიქსირებულია მეწყრები, ხოლო რაჭაში მეწყრული და ღვარცოფული პროცესები – გარემოს სააგენტო

ნერგეეთში მაღალი მეწყრული საშიშროების რისკის ქვეშ რჩება სოფელში მცხოვრები 7 ოჯახის – გარემოს ეროვნული სააგენტო

დაპოსტა 2024/02/16-ში
A A
39
ნახვა
გაზიარება

გამოქვეყნდა გარემოს ეროვნული სააგენტო გეოლოგიის დეპარტამენტის ვიზუალური საინჟინრო-გეოდინამიკური ანგარიში ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, 7 თებერვალს განვითარებული კლდეზვავური ტიპის მეწყრული მოვლენის შესახებ. მეწყერმა სოფელში 4 სახლი მოიყოლა, სადაც ჯამში 10 ადამიანი იყო. სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს, 9 ადამიანი, მათ შორის მამა და სამი არასრულწლოვანი შვილი, სტიქიურ უბედურებას ემსხვერპლა.

უწყების მტკიცებით, პროცესის ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მეწყრულმა მასამ, სავარაუდოდ, მიაღწია 30-40 წამში და “განგაშის სისტემის მოწყობა, აღნიშნულის და მისი ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მცირე მანძილის გათვალისწინებით, დამდგარი შედეგების თავიდან ასაცილებლად ვერ იქნებოდა ეფექტური”.

ანგარიშში წერია, რომ მაღალი მეწყრული საშიშროების რისკის ქვეშ რჩება სოფელში მცხოვრები 7 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები. გაიცა მათი უსაფრთხო ადგილზე გაყვანის რეკომენდაცია:

“მაღალი მეწყრული საშიშროების რისკის ქვეშ რჩება ფერდობის ქვედა ნაწილში, მეწყრის ორივე ბორტის გასწვრივ მცხოვრები 7 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები. შესაბამისად, გეოლოგიურად მდგრად ტერიტორიაზე გადაყვანას ექვემდებარება შემდეგი მოქალაქეების ოჯახები:

  • დარეჯან რობაქიძე;
  • კობა გორგოძე;
  • კოტე რობაქიძე;
  • დათო რობაქიძე;
  • გია სოსელია;
  • მამუკა რობაქიძე;
  • ალექსანდრე რობაქიძე.

გარემოს ეროვნული სააგენტო ამტკიცებს, რომ მათ მიერ 2023 წელს მომაზადებულ საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენში ნამდვილად იყო მითითებული, რომ სოფლის ტერიტორია მოქცეულია მეწყრული მოვლენების შესაძლო გააქტიურების ზონაში, მაგრამ, კონკრეტულად ის ლოკაცია, სადაც მეწყერი ჩამოწვა – შეფასებული არ ყოფილა.

“აქვე გვინდა აღვნიშნოთ, მიუხედავად იმისა, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ყოველწლიურად შედგენილ და გამოცემულ საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენში სოფ. ნერგეეთზე მითითებულია, რომ სოფლის ტერიტორია მოქცეულია მეწყრული მოვლენების შესაძლო გააქტიურების ზონაში, კონკრეტულად ის ლოკაცია, სადაც 2024 წლის 7 თებერვალს ადგილი ჰქონდა მეწყრული მოვლენის განვითარებას, შეფასებული არ ყოფილა”, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, მეწყრული სხეულის განვითარების არეალი მიეკუთვნება ნერგეეთის ჩრდილოეთ ნაწილს, რომელიც მდებარეობს მდინარე ხანისწყლის ხეობის მარჯვენა, დასავლეთის ექსპოზიციის, მკვეთრად ცვალებადი დახრილობის მქონე ფერდობზე. სპეციალისტები ამბობენ, რომ იმ უბნის დახრილობა, სადაც ადგილი ჰქონდა კლდეზვავური ტიპის მეწყრის მოწყვეტას (ფერდობის შუა ნაწილი), შეადგენს 40-60º-ს.

სააგენტოს თქმით, “რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლასთან”, კერძოდ:

“სოფ. დიმის მეტეოსადგურის მონაცემებით, 5-6-7 თებერვლის პერიოდში მოსული ატმოსფერული ნალექების ჯამურმა რაოდენობამ შეადგინა 81 მმ. დიმის მეტეოსადგურისთვის თებერვლის თვის ნალექების დადგენილ ნორმად ითვლება 176 მმ. შესაბამისად, 3 დღის განმავლობაში მოვიდა მთელი თვის ნალექების ნორმის 46%, რაც დროის ამ მონაკვეთისთვის ძალიან მაღალი მაჩვენებელია, რაც მიუთითებს კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული მოვლენების გააქტიურებას. ამას ემატება ბოლო პერიოდში ფერდობებზე არსებული თოვლის საფარის ინტენსიური დნობის პროცესი. აღნიშნული ნალექების დიდი ნაწილის ინფილტრაცია მოხდა ტერიტორიის ამგებ ნაპრალოვან და დეზინტეგრირებულ ქანებში, რამაც თავის მხრივ გამოიწვია მათი ძლიერ გაწყლოვანება და ზღვრული წონასწორობის დაკარგვა, რომლის შედეგად ადგილი ჰქონდა კლდოვანი მასების წყალგაუმტარ არგილიტების შრეებზე გადაადგილებას.

მეწყრული მასის მოწყვეტის არეალიდან საცხოვრებელ სახლებამდე მანძილი 270-280 მეტრია, პროცესის ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მეწყრულმა მასამ სავარაუდოდ მიაღწია 30-40 წამში.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია მეწყრის რეგრესიულად (უკუსვლით) გაფართოება-გააქტიურება, თავისი უარყოფითი შედეგებით, რასაც მოწმობს მოწყვეტის კიდის პარალელურად 2-3 მ-ში დაფიქსირებული ხილული ნაპრალები.

დასკვნები და რეკომენდაციები: 

  • მეწყრული სხეულის გავრცელების არეალის საერთო ფართობმა 4.45ჰა შეადგინა, ხოლო გადაადგილებული მეწყრული მასის მოცულობა საშუალოდ  150 000-160 000 მ3ია;
  • მეწყრულმა მასამ ძალიან მოკლე დროით შეაგუბა მდ. ხანისწყლის კალაპოტი;
  • მეწყერმა დააზიანა ბაღდათი-საირმის საავტომობილო გზა, მწყობრიდან გამოვიდა გაზის და წყლის მილსადენები, ელექტროგადამცემი ხაზები, სარგებლობიდან ამოვარდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, სრულად დაანგრია 4 საცხოვრებელი სახლი და ადგილი ჰქონდა ადამიანთა მსხვერპლს;
  • მეწყრული სხეულის მიმდებარე ფერდობიდან დღესაც ნარჩუნდება საფრთხე და შესაბამისად 7 თებერვალს ადგილზევე გაიცა რეკომენდაცია აქ მცხოვრები 7 ოჯახის (ზემოთ მითითებული) გეოლოგიურად მდგრად ტერიტორიაზე გადაყვანასთან დაკავშირებით;
  • სოფ. ნერგეეთის დანარჩენ დასახლებულ უბნებზე გაგრძელდება მონიტორინგული დაკვირვებები;
  • პროცესის ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მეწყრულმა მასამ სავარაუდოდ მიაღწია 30-40 წამში. შესაბამისად განგაშის სისტემის მოწყობა, აღნიშნულის და მისი ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მცირე მანძილის გათვალისწინებით, დამდგარი შედეგების თავიდან ასაცილებლად ვერ იქნებოდა ეფექტური.
გაზიარება16

დაკავშირებული -პოსტები

60 წელს გადაცილებული მამაკაცი რამდენიმე წლის განმავლობაში, ძალადობით, არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებებს ახორციელებდა, მიმდინარე წლის აგვისტოში კი გააუპატიურა – მას ბრალი წარედგინა

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
სამეგრელოში მერვე კლასელი გოგო სავარაუდოდ მამამ გააუპატიურა
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

20 წლის გოგო დარბაზიდან საკაცით გაიყვანეს – ართველი ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული თურქეთის მოქალაქე გაამართლეს

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში 60 წლამდე მამაკაცს ადანაშაულებენ
მთავარი

ხმაური იყო დღეს სასამართლოში, სადაც ქართველი ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული თურქეთის მოქალაქე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. პროცესს სავარაუდო მსხვერპლი 20 წლის გოგონაც ესწრებოდა. "ტვ პირველის" კორესპოდენტის ცნობით,...

დაწვრილებითDetails

გორში დააკავეს კაცი, რომელმაც დედაზე და დაზე იძალადა

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
2023 წელს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რაოდენობამ 7 773 შეადგინა – საქსტატი
მთავარი

გორში დედისა და დის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე 50 წლამდე კაცი დააკავეს  - "ქართლის ამბების" ინფორმაციით,  პროკურორის განცხადებით, პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს დღეს მიმართა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის...

დაწვრილებითDetails

ბაბუშერას ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
ბაბუშერას ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა
მთავარი

ბაბუშერას ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა. 1993 წლის 22 სექტემბერს, თვითმფრინავს, რომელიც თბილისიდან სოხუმში მიფრინავდა და რომლის ბორტზეც სამხედრო პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის მეომრები,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე პტოკურატურამ ექიმს ბრალდება წარუდგინა
მთავარი

ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. პარალელურად, კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან უწყვეტი აქცია დააანონსა - ის გენერალურ პროკურორთან...

დაწვრილებითDetails

მთავრობის გადაწყვეტილებით, ყურძნის ხარისხის მინიმალური მაჩვენებელი 17%-დან 16%-ზე ჩამოიწევს, ფასი კი 30 თეთრიდან 50 თეთრამდე გაიზრდება

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
რამდენს გადაიხდის მთავრობა სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენში
მთავარი

მთავრობის გადაწყვეტილებით, ყურძნის ხარისხის მინიმალური მაჩვენებელი 17%-დან 16%-ზე ჩამოიწევს, ფასი კი 30 თეთრიდან 50 თეთრამდე გაიზრდება, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, რთველი 2026 შტაბის ხელმძღვანელმა, ლევან მეხუზლამ განაცხადა....

დაწვრილებითDetails

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელი მამამ შიმშილობა გამოაცხადა – ოჯახი აქციებს იწყებს

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ექთანს პატიმრობა მიესაჯა
მთავარი

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახი პერმანენტულ აქციებს იწყებს -  ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი, წელებია ექიმების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს. ჩარკვიანი პროკურატურასთან ერტადერთი მოთხოვნით დგას – დაისაჯოს ყველა დამნაშავე. გარდაცვლილის მამამ საგანოძიებო...

დაწვრილებითDetails

ნოდარ დუმბაძის მეუღლე, ნანული გუგუნავა გარდაიცვალა

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
ნოდარ დუმბაძის მეუღლე, ნანული გუგუნავა გარდაიცვალა
მთავარი

97 წლის ასაკში ნოდარ დუმბაძის მეუღლე, „მერის პროტოტიპი“, ნანული გუგუნავა გარდაიცვალა. ნანული გუგუნავა საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც მწერლის უმნიშვნელოვანესი ადამიანი, მთავარი საყრდენი. წყვილს განსაკუთრებული სიყვარულის ისტორია ჰქონდა. რომელმაც დიდი როლი ითამაშა...

დაწვრილებითDetails

გრანტების მართვის სააგენტომ, რომლის გაუქმებასაც მთავრობა გეგმავს, 2025 წელს გამოცხადებულ კონკურსში 1 657 775 ლარით 17 ორგანიზაცია დააფინანსა, 2026 წელს კი სააგენტოსთვის ბიუჯეტიდან 1 650 000 ლარი გამოიყო

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
მთავარი

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 650 000 ლარი გამოიყო სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოსთვის, რომელიც მთავრობის კონტროლქვეშ 2025 წლის აპრილში შეიქმნა და რომელიც როგორც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, ახლა უკვე მილევად...

დაწვრილებითDetails

კახეთში მევენახეებმა გზა გადაკეტეს – აქციის მონაწილეები უკვე მეორე დღეა დაკრეფილ მოსავალს არ აბარებენ და ქარხნებთან ასობით მანქანა გაჩერებული

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
კახეთში მევენახეებმა გზა გადაკეტეს – აქციის მონაწილეები უკვე მეორე დღეა დაკრეფილ მოსავალს არ აბარებენ და ქარხნებთან ასობით მანქანა გაჩერებული
მთავარი

კახეთში აქცია ერთდროულად ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს. ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფერმერები ღვინის საწარმოებთან არიან შეკრებილი და ყურძნის ფასს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები უკვე მეორე დღეა დაკრეფილ მოსავალს არ აბარებენ და ქარხნებთან...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"