გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, შოვს ტრაგედიასთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა გაასაჯაროვა.
დასკვნაში დეტალურად არის განხილული, თუ რამ გამოიწვია სტიქიური უბედურება.
გეოლოგების დასკვნის ამ ნაწილს უცვლელად გთავაზობთ.
„2023 წლის 3 აგვისტოს, მდ. ბუბისწყლის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურება
განაპირობა სხვადასხვა მუდმივმოქმედმა და დროებითმა მიზეზ-ფაქტორთა ერთობლიობამ,
კერძოდ:
1. რელიეფის დიდი დახრილობა (მაღალი ენერგეტიკული პოტენციალი);
2. მყინვარების ინტენსიური დნობა/უკან დახევა;
3. ტერიტორიის გეოლოგიური აგებულება, ტექტონიკური და სეისმური პირობები;
4. ტექტონიკური რღვევებით განცალკევებული მორფოსტრუქტურული ბლოკების აქტიური გადაადგილება, მაღალი სეისმური რისკი და ფიზიკური ველების დაძაბულობის კრიტიკულ
დონემდე გაზრდა;
5. კავკასიონის ქედისათვის დამახასიათებელი მკაცრი კლიმატური პირობები – ნულოვანი
იზოთერმიდან ტემპერატურული გრადიენტის მკვეთრი ცვლილებები და მასთან
დაკავშირებული ქანების ყინვით-მექანიკური გამოფიტვისა და სოლიფლუქციური
მოვლენების ინტენსიური მიმდინარეობა და მუდმივი მზრალობა;
6. გამოფიტვის გამომწვევი აგენტების მიმართ ვულკანური და დანალექი ქანების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება;
7. კლდეზვავური და ეროზიულ-გრავიტაციული მოვლენების შედეგად
ღვარცოფმაფორმირებელი კერების ჩასახვა-განვითარება, როგორც მდ. ბუბისწყლის
წყალშემკრები აუზის სათავეებში (განსაკუთრებით), ასევე მდ. ბუბისწყლის ხეობაში და მისი
შენაკადების ბორტებზე;
8. მყინვარული, ფლუვიოგლაციალური და მორენული წარმონაქმნების დიდი მოცულობის
დანაგროვების არსებობა აუზის სათავეებში;
9. აუზის სათავეებში და მისი შენაკადების კალაპოტებში დაგროვილი
ღვარცოფმაფორმირებელი მასალის და ფერდობების ჭარბი დატენიანება (გაწყლოვანება)
მყინვარული საფარის და ნარჩენი თოვლის ინტენსიური დნობით წარმოქმნილი წყლებით,
წვიმებით, გრუნტის წყლებითა და კლდეზვავის შედეგად წარმოქმნილი მყინვარშიდა
ნაკადებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მდ. ბუბისწყლის ხეობაში 2023 წლის 3 აგვისტოს
განვითარდა კატასტროფული ხასიათის გლაციალური ღვარცოფი, რომელიც გამოიწვია
65
ჰიდრომეტეოროლოგიური (მყინვარისა და ნარჩენი თოვლის საფარის ინტენსიური დნობა, წინა
პერიოდში წვიმის სახით მოსული ატმოსფერული ნალექები, ატმოსფერული ჰაერის მაღალი
ტემპერატურა) და გეოლოგიური (ხეობის სათავეებში კლდეზვავის მოწყვეტა, რამაც თავის მხრივ
გამოიწვია ნაპრალოვანი გენეზისის გრუნტის წყლების ფრონტალური გადმოდინება; მეწყრულეროზიული პროცესები) მოვლენების თანხვედრამ.
განვითარებულ გეოდინამიკურ პროცესებში ადამიანის ზემოქმედების როლი
ერთმნიშვნელოვნად გამორიცხულია და ისინი მხოლოდ ბუნებრივ ფაქტორებს უკავშირდება.
რაც შეეხება მდ. ბუბისწყლის ხეობაში 2023 წლის 3 აგვისტოს განვითარებული გეოლოგიური
პროცესების, კერძოდ მყისიერად მოწყვეტილი კლდეზვავის და ხეობის რამდენიმე უბანზე
ერთდროულად განვითარებული/გააქტიურებული, ასევე მყისიერად მოწყვეტილი მეწყრების
წინასწარ პროგნოზირებას, უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი გენეზისის და იმ ჯაჭვური (კასკადური)
მოვლენების თანხვედრის შემთხვევაში, რასაც ადგილი ჰქონდა მდ. ბუბისწყლის ხეობაში, დიდ
სირთულეს წარმოადგენს მთელი მსოფლიოსთვის (შესაბამისად საქართველოსთვის) და
პრაქტიკულად შეუძლებელია“, – ვკითხულობთ დასკვნაში.










