გორის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერთმანეთი საგაკვეთილო შესვენების დროს სკოლის ეზოში, სამეთვალყურეო კამერების წინ სცემეს. ფაქტს, სავარაუდოდ დაცვისა და მანდატურის თანამშრომლებიც შეესწრნენ.
ჩხუბის დროს დაშავდა მე-8 კლასის მოსწავლე რომლისთვისაც პირველადი სამედიცინო დახმარების დაწევა გახდა საჭირო. თვითმხილველებმა მოსწავლეების გასაშვებად ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.
დაშავებული მოსწავლის მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე გამოძიება დაიწყო, სამართალდამცავებმა ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე პირი გუშინ გამოჰკითხეს.
სკოლის დირექტორი ამ ეტაპზე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.










