LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“Facebook-ის განცხადება, რეაგირებას საჭიროებს – გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს” – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“

“Facebook-ის განცხადება, რეაგირებას საჭიროებს – გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს” – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“

დაპოსტა 2019/12/23-ში
A A
63
ნახვა
გაზიარება

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა: საქართველო“ 20 დეკემბერს, სოციალურ ქსელ Facebook-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომელიც ასობით გვერდის წაშლას უკავშირდება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ Facebook-ის განცხადება რეაგირებას საჭიროებს.

„20 დეკემბერს Facebook-მა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანიამ სოციალურ ქსელში არსებული ასობით ყალბი და კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში შემჩნეული გვერდი, ჯგუფი და მომხმარებელი წაშალა, რომლებიც არასამთავრობო სექტორის, სახალხო დამცველის, ოპოზიციისა თუ სხვადასხვა სამოქალაქო აქტივისტის მადისკრედიტირებელ მასალას აქვეყნებდნენ. ამ ჯგუფების უკან მდგომი პირების ქმედებებში, შესაძლოა, რამდენიმე დანაშაულის ნიშანი იკვეთებოდეს, შესაბამისად, გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამოძიების პროცესში მკაცრად უნდა იყოს დაცული ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და კონკრეტულ დანაშაულს შორის. პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა იმ შემთხვევაში უნდა დაიწყოს, თუ ნათლად დადგინდება, რომ ქმედება დანაშაულის ნიშნების შემცველია და არ ექცევა გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში.

Facebook-ის გამოძიების შედეგად ჯამში 39 ანგარიში, 344 გვერდი და 13 ჯგუფი გაუქმდა. ამავე გამოძიებით დადგინდა, რომ წაშლილი გვერდები პარტია „ქართულ ოცნებასთან” და სარეკლამო კომპანია „პანდასთან” იყვნენ დაკავშირებულები. ამ გვერდებმა დაახლოებით 316 000 აშშ დოლარი Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამაში, ანუ პოსტების დასპონსორებაში დახარჯეს. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ყალბი ჯგუფების ქმედებები უმეტესად მიმართული იყო საზოგადოებრივად აქტიურ პირებზე ზემოქმედებისა და მათი საქმიანობისათვის ხელშეშლისაკენ“, – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ ინფორმაციაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გავლენებისგან თავისუფალი საგამოძიებო ორგანოების პირობებში, გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაწყებულიყო.

„ობიექტური გამოძიების შემთხვევაში შესაძლოა გამოიკვეთოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაულის ნიშანი, კერძოდ:

  1. სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 194 – უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია

გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ყალბი ჯგუფების უკან მდგომი პირები იყენებდნენ თუ არა უკანონო ფინანსებს მათი აქტივობებისთვის, მათ შორის Facebook პოსტების რეკლამირება/სპონსორობისთვის, გვერდების მართვაში ჩართული პირების ანაზღაურებისა და სხვა საკითხებისთვის;

1) სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 182 – მითვისება ან გაფლანგვა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით

გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ხდებოდა თუ არა საბიუჯეტო სახსრების უკანონო გამოყენება ყალბი ჯგუფების უკან მდგომი პირების საქმიანობის ხელშესაწყობად;

2) სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 333 – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება

გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ყალბი ჯგუფების უკან მდგომი პირები მოქმედებდნენ თუ არა საჯარო მოხელეებისა თუ სხვა თანამდებობის პირების დახმარებით ან მათ მიერ გაცემული დავალებების შესაბამისად;

3) სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 1443 – დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა

გამოძიებამ უნდა დაადგინოს ყალბი ჯგუფების უკან მდგომი პირების მიერ განხორციელებული ქმედებები ისახავდა თუ არა მიზნად ადამიანების დამცირებას ან პატივისა და ღირსების შელახვას. ხშირად, ყალბი Facebook გვერდები და ჯგუფები კონკრეტული პირებისა და ჯგუფების (რელიგიური, ეთნიკური და სექსუალური უმცირესობების, აქტივისტებისა და სამოქალაქო სექტორის, ასევე, ოპოზიციური პარტიების და მათი მომხრეების) წინააღმდეგ მადისკრედიტირებელ კამპანიას ეწეოდნენ;

4) სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 1571 – პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა

გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ყალბი ჯგუფების აქტივობებს თან ახლდა თუ არა პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება ან გავრცელება. ამასთან, დასადგენია, ამგვარ ქმედებებში საჯარო მოხელეთა ჩართულობის ხარისხი;

5) სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 2391 – ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება

იმის გამო, რომ ყალბი გვერდები ხშირად აგრესიულ კამპანიას ატარებდნენ და კონკრეტული შეხედულების მქონე ადამიანებს და მათ მომხრეებს კონკრეტულ განწყობებს უქმნიდნენ, დასადგენია შეიცავდა თუ არა მათი ქმედება რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას, რამაც ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირი და არსებითი საფრთხე შექმნა;

6) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი, მუხლი 342 – უკანონო შემოწირულება

გარდა ზემოაღნიშნული შესაძლო დანაშაულებისა, ამ მადისკრედიტებელი ჯგუფების აქტივობები, რომლებიც მიმართული იყო კონკრეტული პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისაკენ, შესაძლოა, პოლიტიკური შემოწირულების შემთხვევად ჩაითვალოს, რითაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს“, – აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თეგები: ბოტებიგანცხადებატროლებიფეისბუკი
გაზიარება27

დაკავშირებული -პოსტები

16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 16, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   ამბიციების შემოტევას ვერ გაექცევით, შეეცადეთ, ნაკლებად გააღიზიანოთ ახლობლები. კარგი დღეა აქტიური დასვენებისთვის.   კურო   ყველაფერი მეტად მოსაწყენად და ერთფეროვნად გეჩვენებათ. შეეცადეთ, რაიმე შეცვალოთ, გადით ბუნებაში, შეცვალეთ გარემო...

დაწვრილებითDetails

ოქრო ძვირდება – რა ღირს გრამი

by მეგა TV
აპრილი 15, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიოში ოქროს ფასმა 4 800 დოლარს გადააჭარბა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 809 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.26%-ით კლებას წარმოადგენს. რაც...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
აპრილი 15, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6954 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6954 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6963 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ჩვენ ვდგავართ ასეთი არჩევანის წინაშე – მეუფე იოანე

by მეგა TV
აპრილი 15, 2026
0
როდესაც ეს მიწა გაიყიდა და პროექტი დამტკიცდა, მაშინ უნდა ამოეღოთ ხმა – მეუფე იოანე ნამოხვანჰესის მშენებლობაზე
მთავარი

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ მომავალი პატრიარქის არჩევნების შესახებ ილაპარაკა. მისი თქმით, ეკლესია ახლა, პირველ რიგში, პატრიარქის გარდაცვალებიდან მე-40 დღისთვის, შემდეგ ეკლესიის საერთო კრებისა და ახალი პატრიარქის არჩევისთვის ემზადება. იოანე გამრეკელი...

დაწვრილებითDetails

“ქალბატონო მაკა, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ჩიხში შეყვანაზე” – გიორგი შარაშიძე

by მეგა TV
აპრილი 15, 2026
0
“ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა ადამიანი, მეტსახელად კორუფცია -გიორგი შარაშიძე
მთავარი

ქალბატონო მაკა, თქვენ ხართ პასუხისმგებელი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ჩიხში შეყვანაზე. დიახ, თქვენ, ისევე როგორც „ქართული ოცნების“ მთავრობას მოგეთხოვებათ პასუხი, თუ რატომ შეაჩერა საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რატომ გამოვიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან,...

დაწვრილებითDetails

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 15, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ბათუმში შპს ,,ზეტას” (მის: ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის ქუჩა N146), სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო, საქმიანობა შეუჩერა. აგროქიმიკატებისა და პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტს არ ჰქონდა...

დაწვრილებითDetails

საქმე შანტაჟის ნაცვლად! – მაკა ბოჭორიშვილი

by მეგა TV
აპრილი 15, 2026
0
პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრად მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა
მთავარი

კიდევ ერთხელ ხმამაღლა შეგვიძლია განვაცხადოთ: - საქმე შანტაჟის ნაცვლად! ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების მიღებისთანავე, მზადა ვართ, ვაწარმოოთ მოლაპარაკებები ევროკავშირთან, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. აქვე მან...

დაწვრილებითDetails

განახლებული ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 15, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 15-17 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. „თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით...

დაწვრილებითDetails

ლოცვები, რომელიც ამ დღეებში უნდა წაიკითხონ

by მეგა TV
აპრილი 15, 2026
0
ლოცვა, რომელიც შობის ღამეს უნდა წაიკითხოთ
მთავარი

ბრწყინვალე შვიდეულში არ იკითხება ფსალმუნები, პარაკლისები, დაუჯდომელი ლოცვები, ხოლო დილა-საღამოს ლოცვების ნაცვლად იკითხება პასექის ჟამნი. პარაკლისებისა და დაუჯდომლების წაკითხვის მსურველთ შეუძლიათ წაიკითხონ "პარაკლისი აღდგომიდან დაწყებული თომას კვირიაკემდის, ანუ – ბრწყინვალე...

დაწვრილებითDetails

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს

by მეგა TV
აპრილი 15, 2026
0
პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს
მთავარი

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი აღდგომის დღეებში ბავშვებისთვის წითელი კვერცხის მირთმევის დოზების და შესახებ წერს. „აღდგომის სუფრა და წითელი კვერცხები ბავშვებისთვის ნამდვილად განსაკუთრებული სიხარულია -და თანაც, კვერცხი ერთ-ერთი ყველაზე სრულფასოვანი საკვებია, ამ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"