ვიზიტის დაწყებამდე, სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენელი, ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი და უნივერსიტეტის პერსონალი შეხვდა.
ვიზიტი ორ კვირას გასტანს და სტუდენტები ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტში ინტენსიურ ლექციებს, ვორქშოფებს, სემინარებს დაესწრებიან. როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია აცხადებს, მათ აქვთ უნიკალური შესაძლებლობა ადგილზე მიიღონ საერთაშორისო პრაქტიკული გამოცდილება კიბერუსაფრთხოების სფეროს წამყვანი პროფესიონალებისგან.
პროგრამამ ილია მეორის კურთხევითა და მეუფე იაკობის ძალისხმევით 2022 წლიდან აიღო სტარტი და აქ ჩარიცხული ყველა სტუდენტი SANGU-ს სრული დაფინანსებით ეუფლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად მომავლის პროფესიას.
კიბერუსაფრთხოების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება კიბერუსაფრთხოების მაგისტრის და ინფორმაციის ტექნოლოგიების უსაფრთხოების მაგისტრის ორმაგი, ქართული და ამერიკული აკადემიური ხარისხი.
MEGATV.GE წარმატებულ და ნაყოფიერ ვიზიტს უსურვებს სასწავლო მისიის თითოეულ მონაწილეს.










