LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
როგორ ხდება „შავი სიიდან“ პირის ამოღება

როგორ ხდება „შავი სიიდან“ პირის ამოღება

დაპოსტა 2024/02/01-ში
A A
30
ნახვა
გაზიარება
2023 წელს ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა 7%-ით შემცირდა – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „კრედიტინფოს“ ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა ლაშა ბაღათურიამ განუცხადა.

„ე.წ. შავი სია, რომელიც საზოგადოებაში ყველაზე ცნობილია, არ არსებობს, მაგრამ არსებობს საკრედიტო ჩანაწერი და როდესაც ვადაგადაცილებული სესხი ფიქსირდება, თუნდაც ერთი დღის, იგი ავტომატურად ეგზავნება კრედიტინფოს და ბაზაში ისახება“, – განაცხადა ლაშა ბაღათურიამ.

ლაშა ბაღათურია ასევე განმარტავს, თუ რის შემდეგ ხდება ვადაგასული სესხების ბაზიდან ინფორმაციის წაშლა: „ეს ჩანაწერი მანამ რჩება, სანამ მსესხებელი არ დაფარავს ვადაგადაცილებას. ბაზიდან ვადაგადაცილების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მაშინ იშლება, რაც მსესხებელი სესხს სრულად დაფარავს და დაფარვიდან 5 წელი გავა.“

ამასთან, ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ 2023 წელს, ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა 7%-ით შემცირდა და სიაში რაოდენობრივად ყველაზე მეტი, სამომხმარებლო სესხები მოხვდნენ.

„2023 წელს ეს მაჩვენებელი 7%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ვადაგადაცილებული სესხების სიაში, რაოდენობრივად, ყველაზე მეტად ხვდებოდნენ სამომხმარებლო სესხები, მაგრამ თუ თანხების მოცულობით შევხედავთ, ამ კუთხით, ბიზნეს სესხები ლიდერობენ, თავისთავად, რადგან ისინი კორპორატიულ სესხებში შედიან“, – აღნიშნა ლაშა ბაღათურიამ.

ცნობისთვის, საქართველოში მსესხებლების 10,4%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ იხდიან. „კრედიტინფოს“ 2023 წლის დეკემბრის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 201 047 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 383 830 -ს შეადგენს. რაც შეეხება მოცულობას, საუბარია, 2 042 932 474 ლარის ვადაგადაცილებულ კრედიტებზე.

საერთო ჯამში, დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 928 641 ადამიანს აქვს, ჯამში 44 104 324 482 ლარის მოცულობის.

„ბიზნესპრესნიუსსი”

გაზიარება12

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში, 29 მრავალსართულიანი ბინის ფასადების რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

by მეგა TV
ივლისი 30, 2025
0
ქუთაისში, 29 მრავალსართულიანი ბინის ფასადების რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
მთავარი

ქუთაისში, მრავალსართულიანი ბინების ფასადების რეაბილიტაცია იგეგმება, რისთვისაც მერიამ ტენდერი (NAT250012835) გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვიტ 29 ბინის ფასადის რეაბილიტაციაზე, 9 708 183 ლარი (სავარაუდო ღირებულება) დაიხარჯება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი მოიცავს...

დაწვრილებითDetails

სამეგრელოში 4 წლის ლაზარეს გლოვობენ

by მეგა TV
ივლისი 30, 2025
0
სამეგრელოში 4 წლის ლაზარეს გლოვობენ
მთავარი

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება, გარდაიცვალა პატარა ბიჭი 4 წლის ლაზარე. „უდიდესი ტკივილი... გარდაიცვალა პატარა ლაზარე, სულ 4 წლის ანგელოზი... არ არსებობს სიტყვები, რომლითაც ამ ტკივილს გამოვხატავთ. უდრეკი ძალა და...

დაწვრილებითDetails

ვის შეუძლია დაგროვებული პენსიის სრულად გამოტანა

by მეგა TV
ივლისი 30, 2025
0
საქართველოს საპენსიო ფონდი განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ვის ჩაერიცხება დაგროვებითი პენსიის სრული თანხა ერთიანად  ანგარიშზე და ხართ თუ არა იმ პირთა ჩამონათვალში, ვინც ამ უფლებით ისარგებლებს - ამ კითხვაზე პასუხს საპენსიო სააგენტო აქვეყნებს. დაგროვებული თანხის გამოყენებას სტანდარტულ...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, 8 აგვისტოს დაღუპულთა მემორიალის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

by მეგა TV
ივლისი 30, 2025
0
ქუთაისში, 8 აგვისტოს დაღუპულთა მემორიალის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
მთავარი

ქუთაისში, 8 აგვისტოს მემორიალის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა (NAT250013392). სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად,  აღმაშენებლის გამზირზე არსებული მინის პირამიდის ფორმის კონსტრუქცია უნდა მოიხნას და ახალი ქანდაკება დაიდგას. სატენდერო მონაცემების მიხედვით 8 აგვისტოს მემორიალის...

დაწვრილებითDetails

თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

by მეგა TV
ივლისი 30, 2025
0
თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
მთავარი

თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ბათუმის სადგურთან მოხდა. ინფორმაციას The Georgian Times ავრცელებს როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მსუბუქი ავტომობილი ლიანდაგზე მატარებლის გასწრებას ცდილობდა. შემთხვევის შედეგად არავინ...

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტის მორიგი განცხადება უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს – ცესკო

by მეგა TV
ივლისი 30, 2025
0
ცესკო – ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსში ცვლილებები პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის სტანდარტს კიდევ უფრო აამაღლებს
მთავარი

ევროპარლამენტის მორიგი განცხადება საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიიჩნევა, როგორც სამართლებრივი პრინციპის - უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა. ხოლო იმ ფონზე როცა ქვეყანაში სულ რამდენიმე თვეში მუნიციპალიტეტის არჩევნები უნდა გაიმართოს და ფაქტობრივად წინასაარჩევნო პერიოდია, ამ...

დაწვრილებითDetails

“ნიკანორ მელიას და ვინც არის ციხეში, ყველას მოგიკითხავთ, ხაზარაძესაც მოგიკითხავთ” – ლუკა კურტანიძე

by მეგა TV
ივლისი 30, 2025
0
” ლუკა კურტანიძეს პროვოკაცია მოუწყვეს, რისთვისაც მისი ყოფილი ცოლი გამოიყენეს “- ადვოკატი
მთავარი

ნიკანორ მელიას და ვინც არის ციხეში, ყველას მოგიკითხავთ, ხაზარაძესაც მოგიკითხავთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, ვეტერანმა სპორტსმენმა, ლუკა კურტანიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა. ლუკა კურტანიძის თქმით, ის ოპოზიციონერ...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 30, 2025
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

საქართველოს საზღვარზე მიგრანტის უკანონო გადაყვანის ფაქტზე 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 30, 2025
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ერთი მოქალაქე: 1979 წელს დაბადებული ჯ.ე. და უცხო ქვეყნის...

დაწვრილებითDetails

უცხო ქვეყნის 36 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

by მეგა TV
ივლისი 30, 2025
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 36 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. ინფორმაციას შინაგან საქმეტა სამინისტრო ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"