ანსამბლ “შვიდკაცას” 25 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამოსთვის ქუთაისის მერია 80 000 ლარს იხდის.
სატენტერო დოკუმენტაციის მიხედვით ანსამბლ “შვიდკაცას” ქალაქის მერია 26 250 ლარს, ინდ.მეწარმე ნიკოლოზ რაჭველს კი 53 750 ლარს გადაუხდის.
დოკუმენტრაციის თანახმად პროექტის მიზანია ქუთაისში კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება და ქართველი კომპოზიტორებისა და შემსრულებლკების მხარდაჭერა.
ქუთაისში, ანსამბლ “შვიდკაცას” 25 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო 31 იანვარს, მესხიშვილის თეატრის სცენაზე, 19:00 საათზეა დაგეგმილი.
მუსიკალურ პროექტში – „25 წელი სცენაზე“ “შვიდკაცას” წევრებთან ერთად მონაწილობას ეროვნული სიმფონიური ორკესტრიც მიიღებს, რომელსაც მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი უხელმძღვანელებს. ასევე, იმღერებენ ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ეკა მამალაძე, მაია ჯაბუა, ნუკრი კაპანაძე და სხვები.
შესრულდება ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორების რევაზ ლაღიძის, გია ყანჩელის, ბიძინა კვერნაძის, ჯანსუღ კახიძის, გოგი ცაბაძის ნაწარმოებები. აგრეთვე, თანამედროვე ავტორების კომპოზიციები.
გავრცლებული ინფორმაციით, კონცერტის ყველა ბილეთი, რომელთა ფასიც 30 ლარიდან იწყებოდა, გაყიდულია.