LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,თითოეულის ვალია, რომ ერთმანეთი ამ ბრძოლაში არ მივატოვოთ”-მეუფე იაკობი

,,თითოეულის ვალია, რომ ერთმანეთი ამ ბრძოლაში არ მივატოვოთ”-მეუფე იაკობი

დაპოსტა 2024/01/20-ში
A A
71
ნახვა
გაზიარება

ბოდბის მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა სადღესასწაულო წირვის აღსრულების შემდეგ მრევლს მიულოცა და ათორმეტთაგან ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა:

,,გილოცავთ ამ დიდებულ დღეს. დღეს არის ათორმეტთაგან ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაული და ყველას გილოცავთ. ვინც ეზიარეთ, იმათ განსაკუთრებულად გილოცავთ. მაცხოვარმა, რომ მოვიდა ძველი აღთქმიდან ყველაფერი აღასრულა და ახალ აღთქმაში გადაგვიყვანა. დაგვიტოვა ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა. მოციქულებს დაავალა: წადით იქადაგეთ და ნათელს სცემდეთ, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათაო და მართლაც, დედა გვშობს ხორცით და შემდეგ სულით ვიშვებით ისევ, ახლიდან და ვხდებით ქრისტიანები, ქრისტეს მხედრები, და აუცილებელია თითოეულმა ჩვენთაგანმა ეს გზა გავიაროთ.

გუშინ და დღეს სრულდება დიდი აიაზმა, წყლის კურთხევა. რადგან ადამის ცოდვის შემდეგ,  არა მხოლოდ ადამიანი გახდა მოკვდავი, არამედ თვით ბუნებაც შეიცვალა და ხრწნადი გახდა. თუ დავაკვირდებით, ბუნებას: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი-ზამთარში ყველაფერი მიიძინებს. ასევეა ადამიანიც, როდესაც უნდა იცოცხლო.  მოევლინება ადამიანი ამ ქვეყანას და  შემდეგ, აუცილებელია სიცოცხლისთვის, ჭეშმარიტი სიცოცხლისთვის მიხვდე, გაიმარჯვო შენს თავზე და ნათელ იღო…

შევეცადოთ, რომ რაც გვასწავლა ქრისტემ დავიმახსოვროთ, როდესაც ნათელს იღებს მაცხოვარი, ხმა გაისმა -რაც არის  პირველი დოგმატი: ,, ესე არს ძე ჩემი საყვარელი“ და უნდა დავიმახსოვროთ, რომ ეს არის დოგმატი, დარვინებს  და იმათთან, ვისაც არ სჯერა, შეხვიდე პოლემიკაში აზრი არა აქვს, იმიტომ რომ ათას უაზრობას თუ ავყევით, ჩვენც გავხდებით ისეთივე უგუნურები.  ჩვენ, რაც გვწამს მივყვეთ იმას და  უფალი შეგვეწევა. ”

მეუფე იაკობმა  სასულიერო პირთა და ზოგადად ქრისტიანთა პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა , რომ სამაგალითონი და  მქადაგებელნი თავიანთი ცხოვრების წესით უნდა იყვნენ და რომ სარწმუნოება იდეოლოგია არ არის:

,,ბევრი არის, რომელთაც შეურაცხყოფა უნდათ ღვთის, სარწმუნოების, მაგრამ როგორ უნდა შეურაცხყო ღმერთი?! საცოდავია ის ადამიანი, რომელიც ღმერთის და სულიწმინდის წინააღმდეგ მიდის. იხარეთ და შევეცადოთ, ქართველები და ჩვენს ქვეყანაში მაცხოვრებლები, რომ ვიცხოვროთ ისე, როგორც ქრისტიანებს შეეფერებათ. პირველ რიგში მოგვეთხოვება ეპისკოპოსებს, მოგვეთხოვება საღმვდელოებას, ასევე, ბერმონაზვნობას და თითოეულ ქრისტიანს.

ჩვენ ჩვენი ცხოვრების წესით უნდა ვანახოთ ხოლმე, მარტო ლამაზად საუბარი არაფერს ნიშნავს, ქრისტიანობა ხომ იდეოლოგია არ არის, ეს არის სარწმუნოება. იდეოლოგია გარკვეული მსოფლმხედველობაა და არწმუნებ, რომ ჩემს ჭკუაზე იარე, ასე მოიქეცი და ისე მოიქეცი. აქ, უშუალოდ ღმერთს უნდა თითოეული ჩვენთაგანის ცხონება, რომ აქაც ბედნიერები ვიყოთ, შემდეგაც ღმერთთან ვიყოთ და შევეცადოთ, რომ მივცეთ ღმერთს საშუალება აღასრულოს, რაც თითოეული ჩვენთაგანისათვის  აქვს განზრახვა. ამიტომ უნდა შევეცადოთ, ეპისკოპოსები ვიქნებით, თუ მღვდლები.

ეს უცბად არ ხდება, თუნდაც სულიწმინდის მადლი, რომ გვენიჭება უცბად არ ხდება, შენ თავთან ბევრი უნდა იმუშავო. ბევრი სიმწარე უნდა გაიარო და მხოლოდ ამის შემდეგ. პირველ რიგში ალბათ, ჩვენ, სასულიერო პირებს მოგვეკითხება.  ვინც ეკლესიას აგინებს, ისეთი სასულიერო პირებიც არიან, რომლებსაც ქვეყნიდან გაქცევა უნდათ და როგორები არიან?… ქვეყნიდან გარბიან, ან მოქალაქეობა უნდათ სხვაგან, სხვა ეკლესიაში გადასვლა …

…ეს ჩემი შვილია და ის სხვისია, ეს ჩემს სამრევლოშია და ის სხვის, ასეთი განსხვავება არ უნდა იყოს. ჩვენ ყველამ ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ აუცილებლად. ერთმანეთის სიმძიმე უნდა ვიტვირთოთ, მაგრამ ბევრი ვართ ისე, ჩვენს ჯვარს სხვას ავკიდებთ ხოლმე, იმან ატაროსო. თუ ვინმეს უჭირს დავეხმაროთ და თვითონ ზედმეტი ტვირთები ნუ გავხდებით, თორემ თითოეულის ვალია, რომ ერთმანეთი ამ ბრძოლაში არ მივატოვოთ და ქრისტესთან ყველანი ერთად მივიდეთ.

სხვა ეპარქიები თვითონ მიხედავენ, ჩვენზე მე ვარ პასუხისმგებელი და ამიტომ გეუბნებით, მიხედეთ შვილებს, ტყუილებში ნუ გაზრდით. მე მიხარია რომ სტიქაროსნობენ და აქ არიან ჩვენი მამების შვილები, დადიან ეკლესიაში და ამით ქადაგებენ, მთავარია კარგი ადამიანები იყვნენ და ამით ვანახოთ, რომ ქრისტიანები ვართ. ანაფორის ჩაცმით თავში არ აგვივარდეს.

,,ჩვენ ხომ სასტიკი ღმერთის შვილები არ ვართ” -განაცხადა მეუფემ და მრევლს ერთმანეთის სიყვარულისა და დახმარებისაკენ მოუწოდა:

,, ჩვენ ხომ სასტიკი ღმერთის შვილები არ ვართ, ჩვენ ვართ იმ ღმერთის შვილები,  რომელიც თვითონ სიყვარულია, ამიტომ ისევ სიყვარული უნდა დავუბრუნოთ და სხვა არაფერი, თორემ განკითხვის პერიოდში ვართ, განკითხვის საუკუნეა და ნუ ვიქნებით ჩვენც განმკითხველები, რაც მოგვადგება ენაზე, წვეტიანი აზრები… კი არის გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება, მაგრამ უფრო სხვა მაღალი კატეგორიებია, სიყვარულია და სიყვარულთან ყველაფერი გაქარწყლებულია.

ამიტომ ჩვენ სიყვარულით ვხელმძღვანელობთ, ერთმანეთის სიხარული ვისურვოთ, ერთმანეთის ბედნიერება ვისურვოთ და არც ისინი არ განვიკითხოთ, ის საწყალი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, თავი იმით გამოიჩინონ, რომ ქრისტეს ეკლესიას დაუპირისპირდნენ. ვილოცოთ, რომ ღმერთმა შლეგი გონებიდან ნორმალურ გონებაზე მოიყვანონ. იმიტომ, რომ თითოეული ადამიანის სული ძალიან ძვირფასია. თვით სამყარო არ ღირს ერთი ადამიანის სულად და ამიტომ ვილოცოთ, რომ ყველას შეგვეწიოს უფალი, აბსოლიტურად ყველას.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, სულიწმინდის მადლით აგავსოთ. 27 რიცხვი ჩვენთვის, ჩვენი ეპარქიისთვის და ამ მონასტრისთვის განსაკუთრებული დღეა და ისე, რომ არ იყოს მერე არ დაგვპატიჟეთო, ყველას გეპატიჟებით. საქართველოში ვინც ვართ და ვისაც ღმერთი გვიყვარს,  ყველას გეპატიჟებით. უკეთეს ადგილას სად უნდა წახვიდეთ, მითხარით და, კი.

გაიხარეთ!”-განაცხადა ბოდბის ეპისკოპოსმა იაკობ იაკობიშვილმა ნათლისღების სადღესასწაულო წირვაზე.

 

 

გაზიარება28

დაკავშირებული -პოსტები

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება – სიახლე მძღოლებისთვის

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება. კირცხალიას თქმით, წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული და პროპორციული....

დაწვრილებითDetails

ერთ დღეში 1 გრამი “ბაჯაღლო” 13 ლარით გაიაფდა- რა ღირს ოქრო

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
ეკონომიკა

მსოფლიოში ოქროს კვლავ გაიაფდა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 174 დოლარი ღირს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 1.21%-ით შემცირდა. რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 20 ივნისისთვის

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6505 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6505 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6527 ლარი იყო. შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

“მოსამართლის თანაშემწემ დამირეკა და მითხრა, რომ ია დარახველიძის ნაწილშიც სასჯელი 3 წლიანი პატიმრობა კი არა, 5 წელია”- ადვოკატი

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
“მოსამართლის თანაშემწემ დამირეკა და მითხრა, რომ ია დარახველიძის ნაწილშიც სასჯელი 3 წლიანი პატიმრობა კი არა, 5 წელია”- ადვოკატი
მთავარი

ადვოკატ რევაზ აჭარაძის განმარტებით, მოსამართლე გიორგი გელაშვილს ია დარახველიძის ნაწილში სასჯელის ზომა, რომლის მიხედვითაც, მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, შეეშალა. როგორც აჭარაძე განმარტავს, მას მოსამართლის თანაშემწე დაუკავშირდა და უთხრა, რომ...

დაწვრილებითDetails

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ია დარახველიძეზე ქვეყნის მასშტაბით ძებნა გამოცხადდა

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ია დარახველიძეზე ქვეყნის მასშტაბით ძებნა გამოცხადდა
მთავარი

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულ ია დარახველიძეზე ქვეყნის მასშტაბით ძებნა გამოცხადდა. ია დარახველიძე დღეს მის მიმართ გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია, რის გამოც, განაჩენის აღსასრულებლად მასზე თავდაპირველად,...

დაწვრილებითDetails

4 ოქტომბრის საქმეზე, ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
სასამართლო ირაკლი ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს
მთავარი

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი - ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ...

დაწვრილებითDetails

„მოსალოდნელია ნალექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება“ – სინოპტიკოსები მოსალოდნელი ამინდის შესახებ გვაფრთხილებენ

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 19 ივნისის დღის ბოლოდან 22 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან – ძლიერი. სინოპტიკოსების პროგნოზით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. „საქართველოს მდინარეებზე ნარჩუნდება...

დაწვრილებითDetails

ნიკეას ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია 4 თვე გაგრძელდება – რას აცხადებენ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
გვწამლავენ ცოცხლად, ფანჯრებს ვერ ვაღებთ – რა ვითარებაა ნიკეას ნაგავსაყრელზე და რას აცხადებენ ნარჩენების მართვის კომპანიაში
მთავარი

ქუთაისის ნიკეას დასახლებაში ისტორიული ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება, ამის შესახევ "მეგა ტვ"-ს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც თვის ბოლოს...

დაწვრილებითDetails

“ძალიან ტკბილო და ძალიან მწარევ ლილეკუნა…” – გოგონა, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
“ძალიან ტკბილო და ძალიან მწარევ ლილეკუნა…” – გოგონა, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა
მთავარი

სოციალურ ქსელში ტრაგიკული ამბავი გავრცელდა. გარდაიცვალა მოზარდი, რომელიც 13 ივნისს მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა. მოზარდი წყლიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს. მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, გოგონა თურქეთში...

დაწვრილებითDetails

„მიწამ როგორ უნდა მიგიღოს, ჩემო ლამაზო, გოგო…“ – 21 წლის ბაიკერს ემშვიდობებიან

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
„მიწამ როგორ უნდა მიგიღოს, ჩემო ლამაზო, გოგო…“ – 21 წლის ბაიკერს ემშვიდობებიან
მთავარი

თბილისში, 21 წლის ბაიკერი ტრაგიკულად დაიღუპა. ელენე ექვთიმიშვილი ვარკეთილში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა. როგორც ირკვევა, გოგონა სოციალურ ქსელში აქტიური იყო და მას ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა. დაღუპულს ახლობლები ემშვიდობებიან. „რამხელა ტკივილი ხარ,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"