მომღერალი ქრისტინე მარტიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი მეგობრის ძმამ, ნიკუშა ბუაძემ თავი მოიკლა. როგორც ქრისტინე წერს, ეს ოჯახის მძიმე სოციალურმა ყოფამ განაპირობა.
“ნიკუშას თავი ტვირთად მიაჩნდა, რადგან ოჯახს ფინანსურად ვერ ეხმარებოდა”
გთავაზობთ ქრისტინეს სტატუსს:
„წადით ამ ქვეყნიდან!! ეს ქვეყანა ჩვენი არ არის! ნიკუშამ, ყველაზე პოზიტიურმა ადამიანმა, დღეს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე! იცით, რის გამო?!!! იმიტომ რომ ბინა გაუყიდეს!! იმიტომ, რომ სამსახური ვერ იშოვა! იმიტომ, რომ ქირას ძლივს იხდიდა! იმიტომ, რომ თავი ტვირთად მიაჩნდა! იმიტომ, რომ უამრავი იმიტომ! იმიტომ, რომ ეს ქვეყანა გვკლავს და გვახრჩობს!!! მეზიზღებით! კიდევ რამდენი ადამიანი უნდა შეიწიროს ამ ქვეყნამ?! დიახ, ქვეყანამ!! იმიტომ, რომ არ აძლევს სუნთქვის საშუალებას ხალხს, გაჭირვების გამო ხალხი თავს იკლავს!!!!,მეზიიიზღებით!ძალიან მეზიზღებით!“ – წერს მომღერალი თავის ფეისბუკზე.