ცნობილია მუსიკოსების ვინაობა, რომლებიც ახალი წლის ღამეს ქუთაისის სცენაზე წარსდგებიან.
მერის გამარტივებული შესყიდვების [SMP230002823] გზით განახორციელებული ტენდერის დოკუმენტების მიხედვით ქუთაისში საახალწლო განწყობაზე იზრუნებენ ინდირა ჯგერნაია, PAJO, გიორგი ნოზაძე (Jason De Leone) და დიჯეი ZAPA იზრუნებენ. ასევე გამოვლენ ჯგუფები: ,,ოჩოს ქოხი“, ,,ANIK“-ი; ანსამბლი ,,ჩვენი კვარტეტი“ და ,,ჰერიო“.
როგორც დოკუმენტებში აღნიშნული ადგილობრივი და მოწვეული ინდივიდუალური შემსრულებლები, მუსიკალური ჯგუფები ქუთაისის თვითმმართველობის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებითა და იმის გათვალიწინებით შეირჩნენ, რომ ჩვენს ქალაქში დიდი პოპულარობით სარგებლობენ.
ქუთაისის მერია აღნიშნული ღონისძიებისთვის 47 550 ლარს იხდის, რომელიც 2024 წლის ბიუჯეტში კულტურის პროგრამის ქვეპუნქტიდან (საახალწლო ღონისძიებები) დაიხარჯება.