მშვენიერი ანტიციკლონის გამყარებითა და მასთან არსებული მაღალი წნევის გავლენით, შაბათ-კვირა საქართველოში იქნება თბილი და მზიანი – წერს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე. „ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთის ბარში +18, +20 გრადუსამდე მოიმატებს, სანაპირო კურორტებზე კი +22 გრადუსი იქნება. აქვე გეტყვით, რომ მზიანი ამინდის მიუხედავად – დასავლეთ საქართველოში პერიოდულად იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. სასიამოვნო დღეებს გისურვებთ.“ – წერს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.
17 სექტემბრის ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 სექტემბერს ამინდი საქართველოში კვლავ განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი ცივი და სამხრეთით მდგარი ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოს უმეტეს რაიონში...









